აღსრულების ეროვნული ბიურო ბიზნესმენს პასუხობს

საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო ბიზნესმენს პასუხობს

2014 სექ 9 22:32:54

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო  შპს "ლაზერი 2"-ის ხელმძღვანელის იოსებ ქოქოლაძის განცხადებას პასუხობს.

"გურია ნიუსი" აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ლაზერი 2 თბილისის" დირექტორ იოსებ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მისი სისრულეში მოყვანა. 
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 თებერვალს გაცემული №2ბ/6745-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან მოვალე მხარემ ნებაყოფლობით არ შეასრულა გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ მოახდინა დაკავებული ფართის მითითებულ ვადებში გამოთავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიურო ვალდებული იყო, მოეხდინა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ გაფრთხილების მიუხედავად, მოვალე ან მისი წარმომადგენელი არ ესწრება უძრავი ქონების გამოთავისუფლების პროცესს, აღმასრულებელი უფლებამოსილია, უძრავი ქონების მფლობელის თანხმობის გარეშე შეაღწიოს უძრავ ქონებაში, რათა განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, ანუ ამ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა კანონიერი მესაკუთრისთვის. შესაბამისად, განურჩევლად იმისა, ვის საკუთრებაში იმყოფება კონკრეტულ ფართში განლაგებული ნივთები, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, განახორციელოს მასზე კანონით დაკისრებული მოთხოვნა და მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. 

გამომდინარე იქიდან, რომ მოვალე მხარე არ გამოცხადდა მისთვის ცნობილ დროს აღნიშნულ მისამართზე (თბილისი, რუსთაველის გამზირი №30), აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კრედიტორის თანხმობის საფუძველზე მოახდინა იქ არსებული მოძრავი ქონების აღწერა და დროებით კრედიტორისთვის შესანახად ჩაბარება. საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული მოქმედების შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმი. მოცემული ქონების წაღების საშუალება კანონიერ მესაკუთრეს აქვს ნებისმიერ დროს. 

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, განახორციელოს სააღსრულებო ფურცლით დადგენილი მოთხოვნის აღსრულება, რაც მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობდა ქ. თბილისში არსებული ფართის, მდებარე რუსთაველის გამზირი №30, საკადასტრო კოდით − №01.15.05.009.003, კრედიტორისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ იმყოფება მოცემულ ფართში გამოსახლების დროს ან ვისი მოძრავი ქონებაა ადგილზე განთავსებული. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება სრულ თანხვედრაშია საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობასთან. უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების გამოთხოვის სააღსრულებო მოქმედების განხორციელებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან არაერთგზის მოხდა მოვალე მხარის ინფორმირება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესაძლებლობაზე, ხოლო შემდგომ − დაგეგმილი ღონისძიების კონკრეტულ თარიღსა და საათზე.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მოვალე მხარეს დაეკისრა ვალდებულება, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაებარებინა რუსთაველის გამზირი №30-ში დაკავებული ფართი და გადაეცა კრედიტორ "რუსთაველი პროფერთისთვის". აღნიშნულის თაობაზე მოვალე მხარე რვაჯერ იქნა გაფრთხილებული. ბოლო შეტყობინება 21 აგვისტოს ჩაბარდა, რომელშიც მოვალე მხარეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ღონისძიება დაგეგმილი იყო 2014 წლის 8 სექტემბერს, 11:00 საათზე. შეტყობინება შპს "სონი ცენტრის" და ამავე დროს შპს "სონი ცენტრის" დირექტორმა იოსებ ქოქოლაძემ ჩაიბარა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოვალე მხარის გაფრთხილება, მისი მაქსიმალური ინფორმირება და გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება 18 აგვისტოს მოხდა. ამის მიუხედავად, მოვალე მხარის მიერ გადაწყვეტილების შესრულება არ განხორციელებულა. 

შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყო გადაწყვეტილების აღსრულება და მისი სისრულეში მოყვანა", _  ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ იოსებ ქოქოლაძემ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს უკანონობაში ადანაშაულებდა. 




 ახალი ამბები
  • ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართაახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. მხარეებმა შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. განიხილეს ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის და სამინისტრო აქცენტს საინფორმაციო კამპანიაზე გააკეთებს. სასაზღვრო ზონაში ბანერები და ფლაიერები განთავსდება იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეასაერთაშორისო ორგანიზაციის Tსაერთაშორისო გამჭვირვალობამ 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს. წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ... ...
  • 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა და 481 დაღუპული ადამიანი _ 2019 წლის საგანგაშო სტატისტიკასაქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა, _ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს. როგორც ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა. ავარიის ძირითად გამომწვევ მიზეზად ალიანსი რამდენიმე შემთხვევას ასახელებს: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის ... ...
  • ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელის სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას ... ...
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...