KTW ჯგუფმა ახალი ქარხნის გახსნაზე პრემიერს უმასპინძლა

საზოგადოება

KTW ჯგუფმა ახალი ქარხნის გახსნაზე პრემიერს უმასპინძლა

2014 სექ 11 01:29:39

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში შპს "კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ" ახალი საწარმო გახსნა, რომელსაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

"ეს ღვინის ქარხანა კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტია, რომლის განხორციელებას შეღავათიანი აგროკრედიტის სამთავრობო პროექტმაც შეუწყო ხელი. ჩვენ  ყველა ბედნიერები ვართ,  ვხსნით ახალ ქარხანას, სადაც ქართველი გლეხის მოყვანილი ყურძენი დამუშავდება. ამ ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. ჩვენი მასპინძელი კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 3 ახალ საწარმოს გახსნის" – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა კახეთში სტუმრობისას.

მისივე თქმით, რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით და გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, წელს, სავარაუდოდ, 100 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება. პრემიერის ინფორმაციით, გურჯაანში გაიხსნა და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი.

"აღარ უნდა იდგეს ყურძნისა და მოსავლის გადამუშავების პრობლემა და სულ უფრო უნდა გავზარდოთ ღვინის ექსპორტი. მე გპირდებით, რომ რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით. მინდა გითხრათ, რომ სუბსიდია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 35 თეთრით, ხოლო საფერავზე - 15 თეთრით. თანდათანობით მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდიის მაღალი საბაზრო ფასით ჩანაცვლების პროცესი",– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

"გურია ნიუსთან" ქარხნის მნიშვნელობაზე ისაუბრა KTW ჯგუფის ("კახური ტრადიციული მეღვინეობა") დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძე-ასკანელმა:

" ქარხანა არის ევროპული სტანდარტების მიხედვით, უახლესი ტექნიკით  აღჭურვილი და გათვლილია 5 000 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე.  ამ პროექტისთვის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო და მშენებლობის პროცესში მთლიანად ადგილობრივი მუშახელი იყო დასაქმებული. ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება.  მომავალი წლისთვის,  კიდევ ერთი  ღვინის საცავის მშენებლობას ვგეგმავთ, სადაც ასევე ადგილობრივები დასაქმდებიან.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქარხნის მშენებლობაზე, მთავრობის ინიცირებით, მესამე კომპონენტად ჩვენ მივიღეთ 600 000 დოლარის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა  მეღვინეობის დარგის მხარდამჭერი ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი" _  განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, გარდა ამისა, აშენდება ტურისტული კომპლექსი, რომელიც გათვლილი იქნება კლასიკური მეთოდით ღვინის დამზადებაზე, მუხის კასრებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღვინის ტურის და ზოგადად მეღვინეობის  განვითრებას.

"ჩამოსული სტუმრებისთვის აშენდება სასტუმრო და სადეგუსტაციო სალონი. ტურისტული კომპლექსის სახელის ნათლობა გუშინვე შედგა და მას "Royal მუკუზანი ერქმევა" _  განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ქარხნის გახსნისას, პრემიერ მინისტრმა ასევე ისაუბრა საირიგაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მარტიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საცდელ რეჟიმში უკვე მზად იქნება.

"მთავრობა ორივე მიმართულებით მუშაობს. მუშავდება საირიგაციო პროექტები, მომავალი წლის მარტიდან კი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საცდელ რეჟიმში უკვე მზად უნდა იყოს. პროექტის მიხედვით, სისტემა ძალიან ეფექტიანი ჩანს და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე. ჩვენ დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაც იმისათვის, რომ გლეხს, ფერმერს, მეწარმეებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა წარმატებები უსურვა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ხელმძღვანელს ზურაბ ჩხაიძეს და მასპინძელთან ერთად ახალი ღვინის ქარხანა დაათვალიერა.

(R)




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...