რამდენად ზუსტ განცხადებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები

საზოგადოება

რამდენად ზუსტ განცხადებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები

2014 სექ 13 17:52:08

FactCheck.ge - მ პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციამ სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 5 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პარლამენტის დეპუტატების განცხადებებს ეხებოდა. 
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებ-გვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას ეხებოდა. პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას მან განაცხადა: "2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია. სხვა არც ერთი რეკომენდაცია არც პარლამენტს და არც იმ კომიტეტს, რომელსაც მე წარმოვადგენ, მთავრობის არც ერთი უწყებისთვის არ გაუგზავნიათ".

ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე შესაბამისი დადგენილებები მიიღო, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და ფაქტების აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე მონიტორინგი დაევალა. თუმცა, საქართველოს პარლამენტს "საქართველოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" სახალხო დამცველის მოხსენების საფუძველზე, 2004-2012 წლებში სამთავრობო უწყებების მიმართ რეკომენდაციები არ გაუცია, როგორც ამას ეკა ბესელია მიუთითებდა. 2005 წელს პარლამენტმა თავად სახალხო დამცველს მისცა რეკომენდაცია. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვის მიზნით სახალხო დამცველის გააქტიურებას გულისხმობდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 და 2014 წლებში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე რეკომენდაციები გაუწია სამთავრობო უწყებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს. შესაბამისად, ეკა ბესელიას განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა: "ჩვენ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში (სომხეთთან) სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42% – ით, ხოლო გასულ წელს 50%-ით, 2012 წელთან შედარებით".

ფაქტ-მეტრმა პრემიერის მიერ მოყვანილი სტატისტიკის სიზუსტე გადაამოწმა. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 191 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 270 მლნ. აშშ დოლარამდე, ანუ 41.4%-ით გაიზარდა.

2012 წელს სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ სულ 329 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 496 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამდენად, ზრდამ 51.1% შეადგინა. ფაქტ–მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი სოზარ სუბარის განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, სამინისტროში "რეალური ცვლილება ის არის, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით ათჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი (ოთხნახევარჯერ არის შემცირებული ყოველ 10 000 კაცზე გაანგარიშებით). მაგალითად, თუ 23 კაცი კვდებოდა თვეში "ნაციონალების" მმართველობის დროს, ახლა 7 თვეში არის 9 გარდაცვლილი პატიმარი".

სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა ციხეებში სუიციდის ფაქტების შესახებაც ისაუბრა: "არსებობს სუიციდის პრევენციის პროგრამები და სხვა ღონისძიებები. შარშან ოქტომბერში ჩვენ დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა. ნოემბრიდან 9 თვის განმავლობაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, მომხდარია 1 სუიციდი".

ფაქტ-მეტრმა სოზარ სუბარის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია გადაამოწმა. 2006 – 2013 წლებში თვეების მიხედვით ყველაზე მეტი, 21 პატიმარი, 2011 წლის მარტში გარდაიცვალა. სოზარ სუბარის მიერ მოყვანილი რიცხვი მართალია ახლოს დგას 2011 წლის მარტში დაფიქსირებულ გარდაცვალების შემთხვევებთან, თუმცა მისი ყოველ თვეზე განზოგადება არამართებულია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2014 წლის 7 თვის მონაცემებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 პატიმარი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვის კლებას, ფაქტ-მეტრმა 2013 წლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასული წლების მონაცემებს შეადარა. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით პატიმრების სიკვდილიანობის რიცხვი შესამჩნევად შემცირდა. 2010 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2013 წელს სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი დაახლოებით 5.7-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, ეს მაჩვენებელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია მინისტრის მიერ დასახელებულ ათჯერ შემცირებასთან შედარებით.

ჩვენ პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება 10 000 პატიმარზე გაანგარიშებითაც გამოვთვალეთ. ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს 2010 წლისა და 2013 წლის მონაცემები შეადარა. პატიმართა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (10 000 კაცზე 60) 2010 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2013 წელს 2010 წელთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.2-ჯერ შემცირდა და 27.5-ს გაუტოლდა. როგორც ვხედავთ, ეს მონაცემიც საკმაოდ განსხვავდება სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის მიერ დასახელებული ციფრისგან.

სუბარი შეცდა პატიმრებს შორის სუიციდის ფაქტების სტატისტიკაზე საუბრის დროსაც. კერძოდ, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი, სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, და არა 1, როგორც ეს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა. ფაქტ–მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება მეტწილად მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებიც გადაამოწმა. მათგან ერთერთი ქვეყნის ვალებს ეხებოდა. ჯაფარიძის თქმით, "საგარეო ვალთან მიმართებაში და საშინაო ვალთან მიმართებაში, ერთი პროგნოზი იყო 2013 წლის დასაწყისში, მეორე პროგნოზი იყო 2014 წლის დასაწყისში, ახლა გვაქვს მესამე პროგნოზი, რომელიც ამ ანგარიშს მოყვა. ყველა ეს პროგნოზი მიდის გაუარესებისკენ".
2013 წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2014 წლის ბოლოსთვის 9984 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ნომინალურ მშპ-სთან სახელმწიფო ვალის ფარდობა 30.7%-ით იყო განსაზღვრული. 2013 წლის განმავლობაში ეს პროგნოზი ზრდის მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა.

საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი წარდგენისას, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 9977 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს ნომინალური მშპ-ს მიმართ, პროგნოზი 32% იყო. ცვლილება მოხდა მესამედ წარდგენისთვის მომზადებულ პროექტშიც, კერძოდ, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 10410 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ს მიმართ 35.3%-ით განისაზღვრა. ახალი ვალის აღება დაგეგმილი 1132 მლნ ლარის ნაცვლად 1636 მლნ ლარამდე გაიზარდა. გამომდინარე აქედან, დეპუტატის განცხადება რომ მთავრობამ სახელმწიფო ვალთან მიმართებაში პროგნოზი გაუარესებისკენ შეცვალა, სიმართლეა.

ამას გარდა, საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებების ფაქტობრივი ზრდა გეგმით გათვალისწინებულზე ნაკლები იყო. თუმცა, ეს კლება ძირითადად მაინც საგარეო ვალის ხარჯზე მოდიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საშინაო ვალის აღებით სახელმწიფო მნიშვნელოვნად ამცირებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო რესურსს და აღნიშნულ სახსრებს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისკენ მიმართავს, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესზე.ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.

ჯაფარიძის კიდევ ერთი განცხადება ფოსტის მონოპოლიას ეხებოდა. მისი თქმით, "2014 წლის 6 იანვრის მთავრობის №40 დადგენილება არის ერთი ორგანიზაციისთვის ("საქართველოს ფოსტა") მონოპოლიის პირდაპირი მიცემა".

ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობის №40 დადგენილება მხოლოდ შპს "საქართველოს ფოსტას" ანიჭებს უფლებას განახორციელოს ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, რომელიც შემოტანილია საქართველოს სახმელეთო ან საზღვაო გზით. 
დადგენილებაში არ არის განმარტებული, ის თუ რა წონის საფოსტო გზავნილს წარმოადგენს ამანათი. თუ მთავრობის №40 დადგენილება საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად იყო მიღებული, ის აშკარად ეწინააღმდეგება და ვერ აკმაყოფილებს სართაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკრეტულადაა განსაზღვრული, თუ რას მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დადგენილება ერთ კომპანიას სხვებთან შედარებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს. ფაქტ–მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლეა.

შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. 

ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი. 




 ახალი ამბები
  • სემეკში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები  გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ახალი რეგულაციით,   კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში განისაზღვრა თავმჯდომარის არჩევის წესი და პროცედურა. წესის შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას. ახალი პროცედურების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების დამტკიცება მოხდება საჯარო სხდომაზე. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყება საჯარო სხდომაზე კენჭისყრის შედეგების დამტკიცების მომენტიდან. საჯარო სხდომა ხვალ, 22 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.  (R) ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომლებიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ.  ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.  „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა,  ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით -  Nature at work, რომელიც ორიენტირებულია  წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain, რომელიც  ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. ... ...
  • ოზურგეთის "ლაშეს" სტადიონის შეტრიალების ინიციატივით დასრულებული ხანგრძლივი დავა ხმაური და ხანგრძლივი დავა მოჰყვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარებულ თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული პროექტის _  „ლაშეს სტადიონის კეთილმოწყობა“ _ ავტორებთან, მხარდამჭერებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განხილვას. მხარდამჭერი მოქალაქეები, მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარომადგენლები დიდხანს დაობდნენ ლაშეს  სტადიონის ტერიტორიის განაშენიანების პროექტზე, რომლისთვისაც 75 ათასი ლარია გათვალისწინებული. აზრთა სხვადასხვაობა თავიდან გამოიწვია შენობის და სხვა ნაგებობების  განთავსების თემამ. _ ჩვენ  ვინც ვართ  ფეხბურთის სპეციალისტები და როგორც ვიტყვით, ის აზრი გათვალისწინებული უნდა იქნეს. მაქვს კითხვა, არის თუ არა სტადიონი სტანდარტში ჩამჯდარი? იქ კეთდება სარბენი ბილიკები, კალათბურთის მოედანი, მაგრამ ჩვენ ფეხბურთის კუთხით ვუყურებთ პირველ რიგში, დღეს აქ ვერ  ვხედავ პიროვნებას, ვინც პროექტი დაწერა, _ თქვა  მწვრთნელმა აკაკი ათუაშვილმა, რაზეც უპასუხეს, რომ პროექტი შედგა ხალხის გამოკითხვის მხარდაჭერით. _ მოსახლეობის გამოკითხვას  მე ვუძღვებოდი, კარგად ვიცი, რა უნდათ _ დიდი ჯოხით  როდის შემორეკონ ძროხები სტადიონზე, _ თქვა გაბრაზებულმა მწვრთნელმა. შეღობვა, სანიაღვრე არხების მოწყობა, დამატებითი სივრცის გამოყოფა _  ეს და კიდევ მრავალი პრობლემური საკითხი წამოსწიეს განხილვის მონაწილეებმა, თუმცა, აკაკი ათუაშვილი დაჟინებით  ითხოვდა სტადიონის მიმდებარე სივრცის გადიდებას, რაც გასახდელების ბოლომდე,   საზღვრის ღობემდე მიწევას გულისხმობდა. _ ვარჯიში სხვა რამეა და თამაში _ სხვა! როცა ვარჯიშია, შეიძლება სტადიონის ერთ ნახევარზე ერთმა ჯგუფმა  ივარჯიშოს და მეორეზე _ მეორემ.  ჩვენ გვჭირდება სივრცე და ეს სივრცე გვაქვს და ამისდაკარგვა არ შეიძლება.  გასახდელები უნდა მივიწიოთ, რომ სივრცე გათავისუფლდეს, _ ასე ვინ  შეადგინა ეს პროექტი, მეარ მეასმის, _ არ ცხრებოდა ათუაშვილი.   _ გადაწყვეტილი არაფერია. ეს პროექტი  თქვენია, თქვენ მოიგეთ და როგორც გსურთ, ისე უნდა გაკეთდეს. გამოგიგზავნით  გენგეგმას, ერთხელ კიდევ დავსხდეთ, შეიტანეთ ცვლილებები, როგორც ჩათვლით საჭიროდ, _ უთხრა ათუაშვილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალეკო ბერიძემ, რომელიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა და გამუდმებით არწმუნებდა ლაშეს სტადიონის მოწყობის მხარდამჭერებს, რომ ყველაფრი ისე გაკეთდებოდა, როგორც მათ სურდათ. _მე თანახმა ვარ, თუ სტადიონი შეტრიალდება, სივრცე მეტი დარჩება. გარდა ამისა, ახლანდელ შემთხვევაში  დასავლეთ და აღმოსავლეთ  მიმართულებები არ არის გათვალისწინებული  და მეკარეს მზე პირდაპირ  თვალებში ანათებს, _ თქვა ბერიძემ. _აგაშენა  ღმერთმა, მეც ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ბოძების ხელახლა ამოთხრა და სხვა სამუშაოები დამატებით ხარჯებს მოითხოვს და ამიტომ ვერ ვთქვი, _ თქვა ათუაშვილმა. _სჯობს ათასი ლარით მეტი დაიხარჯოს და მოვიძიოთ ეს თანხა, ვიდრე 75 ათას ლარიანი პროექტი გახორციელდეს და უყაირათოდ გაიხარჯოს და ხელახლა გახდეს საკეთებელი, _ უთხრა მას ალეკო ბერიძემ. ხანგრძლივი დავისა და ხმამაღალი  უთანხმოების გამოხატვით გაწელილი  განხილვა მალევე დასრულდა შეთანხმებით, _ მიიღეს  სტადიონის შეტრიალების  გადაწყვეტილება.    დააზუსტეს,  რომ ასეთ შემთხვევაში  სივრცე მეტი დარჩებოდა და აქამდე მიუღწეველი შეთანხმებაც შედგა. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, სტადიონის შეტრიალებით როგორ  მოგვარდებოდა პრობლემა, უფრო ზუსტად რომ ეთქვათ, ალეკო ბერიძემ განაცხადა, რომ მთავარია ისიც,  თამაშის დროს მეკარეს მზე არ მიანათებს თვალებში. _ მზის მინათებისთვის არ დაობდა მწვრთნელი ათუაშვილი. სივრცე აინტრესებდა... _ სხვა რამეზე დაობდა. ის დაობდა, რომ გასახდელი, რომელიც ახლოს არ იყო სტადიონთან, გადატანილიყო ღობესთან და გასახდელს და სტადიონს შორის გამოთავისუფლდებოდა ადგილი. ახლა, სტადიონის შეტრიალებით,  ის სადავო საკითხი ამოვარდა და სივრცეც დარჩება. ამ ყველაფერს როცა ადგილზე ნახავთ, უფრო მიხვდებით. _ თავიდანვე ასე რომ გადაგეწყვიტათ? _ კამათში იბადება ჭეშმარიტება, _ რიტორიკა მოიშველია  ბერიძემ, რის განმტკიცებაშიც მას  საკრებულოს პარატის უფროსი  ნანა თავდუმაძეც შეეშველა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება კარგად ხორცილედება და კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია  მაშინ, როცა  არის უწყვეტი კომუნიკაცია, აზრთა შეჯერება, როგორც დღეს მოხდა აქ,“  _თქვა ... ...
  • სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრაზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებული კლინიკაში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული ... ...
  • სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე ლილუაშვილის ბიძაშვილია _ ოპოზიციის ბრალდებები და უმრავლესობის განმარტებადანიშნა თუ არა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ მისი ახლო ნათესავი _ დღეს ამ თემაზე პარლამენტში კომენტარები დილიდან კეთდება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ სუს-ის უფროსის ახალი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, რაც მას არ აკვირვებს.  "თუ ნდობაზეა საკითხი, ვის უნდა ენდოს თუ არა ახლობელს. რა თქმა უნდა, სანდო ადამიანია და სანდოობის პრინციპით და დღეს საქართველოში მოქმედი ნეპოტისტური ცხოვრების წესის პრინციპით მოიქცა, ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. რა გიკვირთ? მე პირიქით გამიკვირდებოდა, რომ ღია კონკურსი გამოეცხადებინათ და მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი ჩამოეყვანა მოადგილედ," - განაცხადა რომან გოცირიძემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ და ფაქტს უარყოფენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ არანაირ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გიგა ნიკოლეიშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია და ის დიდი ხანია რაც არსებულ სისტემაში მუშაობს. "ბიძაშვილია ნამდვილად? სხვა არაფერი არ აქვს იმ ადამიანს? ანუ მე არ ვიცი ვინაა, მაგრამ მას სხვა დამსახურებები არა აქვს სამსახურში? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით რამდენად ბიძაშვილია თუ არა, მე რამდენადაც ვიცი ეს პიროვნება დიდი ხანია მუშაობს ამ სისტემაში და არის გამოცდილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცი. არ ვიცი ბიძაშვილია თუ არა და ვერ გეტყვით, თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილია და შეიძლება არც არის, შეიძლება ნათესავია, საქართველოში ბევრი ვიღაცა ერთმანეთის ნათესავია," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...