ოზურგეთის მერის პასუხი "გურია ნიუსს"

საზოგადოება

ოზურგეთის მერის პასუხი "გურია ნიუსს"

2014 სექ 24 15:26:27

"გურია ნიუსის" დამფუძნებელს  ქ.ნ ია მამალაძესა და "გურია ნიუსის"  რედაქტორს ბ.ნ გიორგი სიხარულიძეს

სააგენტო "გურია ნიუსზე"  გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის სტატია, სახელწოდებით "უგულებელყვეს თუ არა კანონი დანაშაულის დაფარვით ბიზნესმენმა, პოლიციამ და მერიამ?!" გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სტატიაში მოყვანილი "ფაქტები",  რომელსაც ჟურნალისტი ე.წ "წყაროზე" დაყრდნობით წერს, არ შეესაბამება სიმართლეს.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დეტალურად გასცა ქ.ნ ჟანა მეგრელიშვილს პასუხი იმის შესახებ, თუ რა გახდა საგზაო ბორცვის აღების მიზეზი, ის მაინც მიზანმიმართულად აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გამოგონილი ისტორიით. უფრო მეტიც, მას მცდელობაც კი არ ჰქონია, დაკავშირებოდა ოზურგეთის საპატრულო პოლიციას, იმის გასაგებად, მოხდა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა აღნიშნულ დღეს,  ანუ 14 სექტემბერს.  რადგან ჟურნალისტმა შეგნებულად თავი აარიდა ამ მარტივი ჭეშმარიტების დადგენას,  გადავწყვიტეთ, თავად მიგვემართა წერილობით საპატრულო პოლიციისათვის და გამოგვეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც გიგზავნით თანდართული დოკუმენტის სახით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია  ადასტურებს ღრმა პატივისცემას თქვენი მედიაგამოცემის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ საპასუხო წერილს უცვლელად გამოაქვეყნებთ, როგორც სააგენტო "გურია ნიუსზე", ასევე გაზეთ"გურია ნიუსში". კიდევ ერთხელ, გვსურს, განვაცხადოთ, ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის, ასევე გთხოვთ, მოუწოდოთ კონკრეტულ ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, რამაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ისეთი რეიტინგულ მედიაგამოცემის რეპუტაცია, როგორიც "გურია ნიუსია".




 ახალი ამბები
  • “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია” – არჩილ თალაკვაძე“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა. “C ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია, ამ პროგრამით სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც, რაც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია ან მკურნალობს უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ეკონომიკურ ეფექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორ დროს სწორი აქცენტი გააკეთა. “82 ათასი ადამიანის მკურნალობას 5.74 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება. ეს ჩვენ შევძელით იმით, რომ საქართველომ, პირველმა, ყველაზე სწორ დროს გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებებზე, C ჰეპატიტთან ბრძოლაზე და ჩვენ გავხდით ის ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ და კომპანია „გილეადმა” ნდობა გამოუცხადა”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით და სიცრუეა, თითქოს პროგრამა “ჩავარდა” და ვადებში ვერ აღწევს მიზანს „საქართველო არის გლობალური ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. პროგრამის „ჩავარდნისთვის” და „ჩაფლავებისთვის” ასეთ მაღალ ჯილდოს ქვეყნებს არ ანიჭებენ”,- განაცხადა არჩილ ... ...
  • 22 წლის ახალაზრდა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა22 წლის ახალაზრდა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა _ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონა გუშინ, ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსების ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ ... ...
  • ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული - წულუკიანი ოპოზიციასერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  POSTV-ის ეთერში გააკეთა. წულუკიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადება შეთავაზებული მოდელით მოუწევთ. "ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,"- განაცხადა ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართაახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. მხარეებმა შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. განიხილეს ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის და სამინისტრო აქცენტს საინფორმაციო კამპანიაზე გააკეთებს. სასაზღვრო ზონაში ბანერები და ფლაიერები განთავსდება იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეასაერთაშორისო ორგანიზაციის Tსაერთაშორისო გამჭვირვალობამ 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს. წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...