"რთველი _ 2014" შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

საზოგადოება

"რთველი _ 2014" შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

2014 სექ 30 13:38:16

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანში 20 აგვისტოს გახსნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.

სახელმწიფო სუბსიდირებას კვლავ აგრძელებს როგორც თეთრ, ასევე წითელ ყურძენზე. წელს სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრს, საფერავზე კი _ 15 თეთრს შეადგენს.

"წლევანდელი წელი ცოტა უცნაურია _ წითელი და თეთრი ყურძენი ერთდროულად იკრიფება. თითქმის ყველა რაიონი ერთდროულად ჩაერთო რთველში. დედოფლისწყაროსთან ერთად, რთველი დაიწყო გურჯაანში, ყვარელში. ბოლო რაიონებია ახმეტა და ბოლოს საგარეჯო. ამ ეტაპზე ისე მიდის რთველის პროცესი, ფაქტობრივად, შეფერხება არ გვქონია", _ ასე აფასებს კახეთში რთველს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.

რთველთან დაკავშირებით მოქმედებს "ცხელი ხაზი" _ 2470101, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია ღვინის ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე მიმართოს: rtveli2014@georgianwine.gov.ge . სააგენტოს განახლებულ ვებ-გვერდზე http://georgianwine.gov.ge/statistic/ ასევე შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში რთველის სტატისტიკის გაცნობა გეოგრაფიისა და ყურძნის ჯიშების მიხედვით.

მევენახეები ყურძენს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აბარებენ. ფასის კლებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ხმას ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხელოვნურად მართული უწოდა:

"გავრცელდა ინფორმაცია ყურძნის ფასის კლებასთან დაკავშირებით, რასაც მევენახეების მხრიდან უკმაყოფილება და აქციების გამართვა მოჰყვა. იმ დროს, როდესაც ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა ისედაც შეამცირა მოსავალი და მისი ხარისხი, რთველის პროცესის შეფერხება და ჩაშლის მცდელობა საბოტაჟის სახეს იღებს. ეს კი ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს. ჩნდება ეჭვი, რომ ხომ არაა ეს პროცესი ხელოვნურად მართული. წლევანდელი რთველის პერიოდში, ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს. შარშანდელთან შედარებით, საფერავის ფასი 100%-ით მეტია. ამასთან, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მოსახლეობას დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პრობლემაც არ ექმნება. ღვინის მწარმოებლები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას რა ფასად და რა რაოდენობის ყურძენი შეისყიდონ", _ აღნიშნულია განცხადებში, რომელიც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

მთავრობის განკარგულებით, ერთ კილოგრამ ყურძენში 1 ლარზე ნაკლებს თუ გადაიხდის ქარხანა, მასზე სუბსიდირების პროგრამა არ გავრცელდება:

"სუბსიდიის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ღვინის კომპანიებს, რომლებიც: ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისაგან ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვას განახორციელებენ არანაკლებ ერთ ლარად; წარადგენენ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ყურძნის წარმოშობის შესახებ ცნობას; ამ განკარგულებაში აღნიშნული ყურძნის (ჯიშის) მიღებას განახორციელებენ სსიპ "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" მიერ დამოწმებული საავტომობილო სასწორებით აღჭურვილ საწარმოში", _ აღნიშნულია მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

"როცა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, მთავრობა ვერც მინიმალურ და ვერც მაქსიმალურ ფასს ვერავის დაუწესებს. ამიტომ, ჩვენ არ ვერევით ფასის დარეგულებაში, არ ვახდენთ ზეწოლას. ჩვენ სუბსიდირების პროგრამით მეღვინეების სტიმულირება გვინდა, მეტი ფასი რომ გადაიხადონ ყურძენში," _ აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ყურძნის ფასით კმაყოფილია მოსახლეობა. გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მცხოვრები მანანა რთველის ორგანიზებულობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ყურძნის კრეფა ჩვენთან ახლაც მიმდინარეობს. სიტუაცია ნორმალურია. ფასები, შესაბამისად _კარგი. პრობლემა არ არის ყურძნის ჩაბარება. ნუ, ახლა პატარა რიგები არის ქარხნებთან, მაგრამ მოთმენაა საჭირო. რთველი აბსოლუტურად ყველაფრით ორგანიზებულია. ყურძენი ჩავაბარე, ფული ჯერ არ ამიღია _ 10 სამუშაო დღეში იქნება. ყურძნის კრეფაზე ცოტა შეფერხება იყო ამინდის გამო. გამოიდარა და რთველი ისევ განახლდა. ისე, უცებ რომ კრეფს ყველა, იმიტომ არის ცოტა შეფერხება, თორემ ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არაა," _ ამბობს ის.

კახეთში, ამჟამად, სხვადასხვა ჯიშის ყურძენს 40 ღვინის ქარხანა იბარებს. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის მიღება-გადამუშავებაში 65-მა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, სულ რეგისტრირებულია 87 კომპანია. 

ღვინის მწარმოებლების საქმიანობის სტიმულირებას ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია განაპირობებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 69%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 24 049 677 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი. საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის ($) პროდუქცია, რაც 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, აგვისტოს მდგომარეობით, 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275 351 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 25 354 169 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტმა _ 3 556 584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235 656 ბოთლით რუსეთი იკავებს.

ექსპორტის გაზრდილ რაოდენობაზე და სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების პროგრამის სიკეთეებზე ამახვილებს ყურადღებას "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე:

"სუბსიდირება არის ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება. შარშანდელმა ასეთმა მხარდაჭერამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ასეთი დახმარებით შეიქმნა ძალიან დიდი პროდუქცია, რომელიც უკვე გადაიტვირთა. ჩვენ ვაანონსებდით, რომ ქვეყნისთვის წარმატებულ ნაბიჯებს მოიტანდა და დღეს როგორც ვიცი, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის პროდუქციაა ექსპორტირებული და ეს ქართულ ეკონომიკაზეც აისახება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკთან ურთიერთობა ძალიან გაგვიმარტივდა. წვდომა გვაქვს იაფიან სესხზე, რაც მეღვინეობას ძალიან წაადგა", _ აღნიშნავს ზურაბ ჩხაიძე.

მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის ხარისხის კონტროლთან ერთად, მკაცრი კონტროლი ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციაზეც გახორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2014 წლის რთველის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოქმედ ღვინის კომპანიებს დაევალათ, განახორციელონ მიღებული ჭაჭის გადამუშავება ან/და უტილიზაცია.

"მკაცრი კონტროლი გვაქვს დაწესებული თეთრი ყურძნისგან გამოწნეხილი მასის გამოყენებაზე. ჭაჭის გაცემა მესამე პირებზე აკრძალულია. ჭაჭის კონტროლი იმიტომ ხორციელდება, რომ ფალსიციფირებული ღვინო აიკრძალოს, შემცირდეს მისი რაოდენობა ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნოვაციაა, რომელიც ამ რთველის დროს არის გამოყენებული", _აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი.

ჭაჭის უტილიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას რევოლუციურ გარღვევად აფასებს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე:

"ამას ძალიან დიდი შედეგი ექნება. იმდენად დიდი, რომ ჯერ საზოგადოებას ვერც წარმოუდგენია. ეს არის რევოლუციური გარღვევა. ჭაჭა ქარხნებიდან გადიოდა და ფალსიფიკატორების ხელში ხვდებოდა. 100 ათას კილოგრამ ყურძენზე დაახლოებით 13-14 ათასი ტონა ჭაჭა რჩება, საიდანაც 40-50 მილიონ ლიტრ ფალსიფიცირებულ ღვინოს აკეთებდნენ. ეს ის ღვინოებია, რომლებსაც ღვინის ჩამოსასხმელ ბუტიკებში, რესტორნებში მოიხმარენ და რომელიც კახეთიდან დასავლეთში ხვდებოდა. ამიტომ იყო ასეთი დაბალი ხარისხის ღვინო რესტორნებში. წელს ეს აიკრძალა, რაც საკმაოდ დროული და პრაგმატული ნაბიჯია. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე აისახება და იანვრიდან ყველა რესტორანს ექნება წვდომა ხარისხიან ღვინოზე. მომავალ წლებში, შეიძლება, სუბსიდირებიდანაც გამოვიდეს სახელმწიფო. ამის თქმა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ამისკენ მიდის ტენდენცია. კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. აქამდეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", _ ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ლევან დავითაშვილის თქმით, კახეთში ყურძნის ჩაბარების შედეგად, მოსახლეობაში მიღებულმა შემოსავალმა უკვე 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელ მონაცემებს თითქმის გაუტოლდა, თუმცა რთველი ჯერ არ დასრულებულა. რაც დავითაშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდის ტენდენცია კახეთში გაგრძელდება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რთველისთვის 18 მილიონია გათვალისწინებული, თუმცა ეს რიცხვი პირობითია და მოსავლის მიხედვით დაკორექტირდება. რთველის დასრულებისას გამოიკვეთება რამდენი ლარია საჭირო ამ პროგრამის გახორციელებისთვის.

დღეისათვის რთველის საკოორდინაციო ერთი შტაბია კახეთის რეგიონის ქალაქ გურჯაანში. ოქტომბრის პირველ რიცხვებში რაჭაში ხვანჭკარას სეზონზე მეორე შტაბის გახსნა იგეგმება. თუმცა იქ სუბსიდირების პროგრამა არ გახორციელდება. ღვინის ეროვნული სააგენტო რაჭაში ყურძნის ხარისხის და აღრიცხვიანობის მიზნით ატარებს მონტორინგს.

(R)




 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...