ნინო ჩხობაძე: "საყდრისი ნამდვილად არ არის გარემოს დაცვითი პრობლემა"

საზოგადოება

ნინო ჩხობაძე: "საყდრისი ნამდვილად არ არის გარემოს დაცვითი პრობლემა"

16 ოქტ. 2014, 18:49:15

კომპანია "არემჯი გოლდის" წარმომადგენლები საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ერთად  ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობას შეხვდნენ და  გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამების მენეჯერმა კახა ბახტაძემ თქვა, რომ კომპანიამ სასწრაფოდ უნდა ჩაატაროს აუდიტორული სამუშაოები, რითაც დადგინდება კომპანიის მიერ ისტორიული დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება და ა.შ. 

შეხვედრაზე იმყოფებოდა, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი,  გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე,  რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ კომპანიის  კეთილ ნებაზეა დამოკიდებული,  ჩაატარებს თუ არაა აუდიტს, რადგან სახელმწიფომ საწარმოები გაათავისუფლა გარემოს ზემოქმედების შეფასების ჩატარებისგან. კანონის მიხედვით,  კომპანიას ვერავინ მოსთხოვს მის ჩატარებას.“

მისივე თქმით, 70-იან  წლებში  გახსნილი  "მადნეულის" საწარმო,  გახსნის დღიდან მუდმივი განხილვის საგანი იყო. "არემჯი", რომელიც კომპანიის ახალი მფლობელია, პასუხისმგებელი არ არის იმ დაბინძურებაზე, რაც ადრე ხდებოდა.

"1970 წლიდან, რაც საწარმო გაიხსნა იმ დღიდან მიმდინარეობს "მადნეულის" მიერ გამოწვეული დაბინძურების განხილვები მიმდინარეობს.  მასალები არქივში უნდა იყოს  ან გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს. დღეს, ჩვენ გვყავს სხვა მეწარმე. ანუ,  რაც ადრე ხდებოდა იმაზე "არემჯი" არ არის პასუხისმგებელი. უნდა მოხდეს გამიჯვნა. ამას გარემოს დაცვითი სამართალი ითხოვს."

ჩხობაძის თქმით, მდინარე მაშავერა არ აღმოჩნდა დაბინძურებული. "წლების  განმავლობაში მდინარე მაშავერა  იყო "ტორიჩელის სიცარიელე" (უჰაერო სივრცე სითხის თავისუფალი ზედაპირის თავზე - ზევიდან დახშულ რეზერვუარში. ავტ.).

"გაკვირვებული დავრჩი, როდესაც, წელს მაშავერამ  ძალიან დიდი რაოდენობის თევზი ამოყარა. რადგან, ზუსტად  ვიცი, 2003 წლის მონაცემებით ჩვენ მაშავერაში თევზი არ გვყავდა." _ განაცხადა მან.

ნინო ჩხობაძე, რომელიც "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარეა  "გურია ნიუსთან"  აცხადებს:

 "მდინარე მაშავერაზე,  იმ მონაკვეთში ვაკეთებდით ანალიზებს.  ჩვენ დავდეთ დასკვნა 2000 წელს, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული შეფასებით და დავაჯარიმეთ კიდეც "მადნეული".

მაშინ, მდინარეში არ იყო თევზი. ის ზემოდან მოდიოდა მაშავერამდე ანუ  იმ მონაკვეთში, სადაც  კაზრეთულა უერთდებოდა,   თევზი წყდებოდა.  თუმცა, თევზი აუცილებლად გაჩნდებოდა, ეს არ არის პრობლემა. რადგან არის თევზის ისეთი სახეობა, რომელიც ფრინველების მეშვეობით გადადის.

რამდენიმე თვის წინ,  როცა გვაჩვენეს, რომ იქ თევზი ამოყარა, სიმართლე გითხრა ძალიან გამიკვირდა. იცით რატომ? ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ თევზი იყო მომრავლებული. გარემოს დამცველისთვის კი ეს ერთ-ერთი ბიოლოგიური  ინდიკატორია.  ანუ, თუ თევზი ჩნდება, ეს იმას ნიშნავს რომ წყალი არის სუფთა.   გამიკვირდა, იმიტომ რომ ვიცოდი მაშავევარაში რა მდგომარეობა იყო.  თუმცა, აღმოჩნდა, რომ იქ სუფთა წყალია, რადგან, თევზი რომ გაჩნდეს და გაიზარდოს ამას სამწლიანი ციკლი ჭირდება. გამოდის, რომ სამი წლის მანძილზე წყლის  გაწმენდის გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა. ანუ, კაზრეთულადან არ ჩადიოდა დაბინძურებული წყალი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პრობლემები არ აქვს მადნეულს.

ჩვენ უფლებას არ ვაძლევდით    მდინარე მაშავერას წყალი სასოფლო სამეურნეო სავარგულების სარწყავად გამოეყენებინათ. მაგრამ,  2006 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილა საკითხი და გასცა უფლება მაშავერას წყალი სასოფლო სამეურნეო სავარგულების სარწყავად გამოეყენებინათ.  სიმართლე გითხრათ,  ძალიან გამიკვირდა.  მაგრამ, რამდენიმე თვის წინ თევზი რომ ამოყარა, მივხვდი, ეტყობა ანალიზები ქონდათ ჩატარებული. "

არის თუ არა  "არემჯი"  გოლდი დამნაშავე გარემოს დაბინძურებაში, რომელსაც მას  საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი,  ადგილობრივი მოსახლეობა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი უყენებს?

 "იცით რა? მე ვერ ვიტყვი და ამის განსჯის უფლებას ვერ მივცემ თავს. რადგან, საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება  გამოთქვას თავის პოზიცია. სამწუხაროდ, სამი წლის წინ, ეს არ ხდებოდა.  არავინ ხმას არ იღებდა.  ახლა, უცებ დავიწყეთ საუბარი. ეს კი ნიშნავს რომ, გარკვეული დოზა დემოკრატიის უკვე არსებობს. კარგია, როცა საზოგადოება რაღაცას თხოვს კომპანიას, ეს აიძულებს საწარმოს იყოს უფრო ღია და მეტი ინფორმაცია გასცეს. თუმცა, ნებისმიერ მეწარმეს, ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობით, შეუძლია დახუროს რაღაც ინფორმაციები. ეს მისი პირადი საკუთრებაა. ვფიქრობ, აქცენტები სხვა  კუთხით უნდა გაკეთებულიყო. სამწუხაროდ,  გარემოს დაცვით საკითხების  დიალოგში პროფესიონალები არ ჩართულან. ეს არის ძალიან ცუდი. ყოველ შემთხვევაში გარემოს დამცველებს ხმა არ ამოუღიათ."

_ რატომ არ იღებენ გარემოს დამცველები ხმას?

_ იმიტომ რომ, საყდრისი ნამდვილად არ არის გარემოს დაცვითი პრობლემა. ჩვენთვის გასაგებია რა ხდება შიგნით.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?