"მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე"

საზოგადოება

"მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე"

2014 ნოე 14 22:23:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას სოციალური ქსელით ავრცელებს.

"ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ეს პროცესი შეუქცევადია ყველასათვის ნათელია, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება შეგვხვდეს, რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ.

ჩვენი ხელისუფლება კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება.

ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება.
მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ უკვე ავამოქმედეთ საერთაშორისო ბერკეტები, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ძალას არ დაიშურებენ და წინ აღუდგებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფის მცდელობას.

დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს.
არა მგონია, დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, როგორ ბეწვის ხიდზე უწვეს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი, კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა, ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გაუაზრებელმა მოქმედებამ და რადიკალიზმმა საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის - ჩვენ ემოციური გადაწყვეტილებების უფლება არა გვაქვს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა, და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს. და ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაც ხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს თითოეული მოქალაქის ნებას, გამოხატოს თავისი აზრი. ეს უფლება ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული და ხელისუფლება უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.

მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს.

იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია", _ ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...