23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება

საზოგადოება

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება

23 თებ. 2020, 14:03:45

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ. წელს ამ ბრძოლიდან 96 წელი გავიდა.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. დამპყრობელთან ყველაზე მძაფრი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა, მე-11 არმიას ქართული ჯართან, სახალხო გვარდიასთან და და მოხალისეებთან ერთად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს იუნკრებმაც . მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც , ის ბრძოლის ველზე მედდად მუშაობდა და ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკრები ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების დარჩენილმა ქვეყანამ რუსეთის არმიას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რუსეთმა საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.

ტაძრის ადგილზე სადაც იუნკრების საფლავები იყო ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს.

წყარო: www.newposts.ge

 




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი 4B-ის წევრ მცირე და საშუალო ბიზნესებებს ახალ პროექტს სთავაზობსსაქართველოს ბანკი, როგორც საიმედო პარტნიორი ბიზნესების არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე, არამედ მათ სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს.  ბანკმა სპეციალურად 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით შექმნა სივრცე, სადაც მათ მათთვის საჭირო და საინტერესო მომსახურებაზე სპეციალური შეთავაზებების ნახვა და ექსკლუზიურად მათთვის განკუთვნილი უფასო საკონსულტაციო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ბანკმა მის პარტნიორ  კომპანიებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესების წინსვლისა და განვითარებისთვის სპეციალური შეთავაზებები შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებზე გააკეთა: • ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება • საბუღალტრო მომსახურება • საგადასახადო კონსულტაციები • მარკეტინგული კამპანიები • იურიდიული მომსახურება • შრომის უსაფრთხოება • ბიზნეს ტრენინგები • IT მომსახურება • კვლევა • თიმბილდინგი „საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვზრუნავთ მცირე და საშუალო ბიზნესებს დავუდგეთ გვერდით არამხოლოდ ფინანსურად ან ინტელექტუალურად, იმ ტრენინგების ორგანიზებით, რომელსაც მათი სამომავლო განვითარების მიზნით ვახორციელებთ, არამედ მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნითაც. ამჯერად გვსურდა 4B-ის წევრი ბიზნესების გაძლიერების პროცესში ჩაგვერთო ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კონსულტაციის გაწევითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანათ ბიზნესების  წინსვლასა და სამომავლო  განვითარებაში. ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ბიზნესებს მივცემთ დიდ სტიმულს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გახდნენ ეკონომიკურად სტაბილურები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 4B-ის წევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბანკის მიერ მათთვის შექმნილი შესაძლებლობებით ისარგებლონ, ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიონ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/4b#offers, სადაც ისინი შეძლებენ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ შეთავაზებებს გაეცნონ.   დაინტერესებულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც სურთ საკუთარი კომპეტენციით დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმკლავდნენ კრიზისს, მოახდინონ პროცესების ოპტიმიზაცია და განაგრძონ ზრდა - განვითარება, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბმული  ... ...
  • „მაგთიკომი“ აბონენტებს აფრთხილებსკომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ Apple iPhone 11 Pro ან სხვა სმარტფონის მოგების შესახებ სხვადასხვა ვებგვერდებზე შესვლისას ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. „გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი აბონენტი და მოიგეთ Apple iPhone 11 Pro ან სხვა სმარტფონი. პრიზის მისაღებად მოგთხოვენ გარკვეული ინფორმაციის შევსებას. მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.  გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით. არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!“- ნათქვამია კომპანიის ... ...
  • „ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება (R)გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს, დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო. კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს. „აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას - დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით. ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ,  თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამ პროცესში,“ - ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი. „ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი. კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ. ... ...
  • მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე- ჭიჭინაძე„არაეკონომიკური ენით რომ ვთქვათ გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა. ჩვენი მთავრობა თვითონ ისე არის გაუფასურებული, რომ ქვეყნის ვალუტაც, რომელიც მის პოლიტიკას განაგებს ამ ქვეყანაში, გაუფასურებულია”,_ ამის შესახებ განცხადება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ გაუფასურების მთავარი მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც მთავრობა ატარებს. „სინამდვილეში კი მთავარი გაუფასურების მიზეზი არის ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ფულის დარიგების და სუბსიდირების პოლიტიკა და არა სამუშაო ადგილების შექმნის და შენარჩუნების პოლიტიკა. მთავრობამ პრაქტიკულად ხელი ჩაიქნია ეკონომიკის შენარჩუნებაზე და გადავიდა უბრალოდ ფულის დარიგების მექანიზმზე, ფიქრობენ ეხლა რომელ ფენებს დაურიგონ ფული, რომ საარჩევნოდ მათი ხმები მოიპოვონ. ის, რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები ყოველდღე მცირდება გამოდის, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვერ ართმევს დაკისრებულ ვალდებულებებს თავს და ზოგადად მთელი მათი ქმედება მიმართულია შემოსული დახმარებების მოპარვაზე, როგორ მოიპარონ, როგორ მოიფიქრონ ისეთი სქემა, რომ ეს ფული მოხვდეს მათ ჯიბეებში. თუნდაც ყურძნის თემა.  რთველი მიმდინარეობს და იქაც ეს სუბსიდირებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დიდ კომპანიებზე, იმის მაგივრად რომ პატარა კომპანიები წაეხალისებინათ და   სამუშაო ადგილების შექმნისთვის შეეწყოთ ხელი.  მაგრამ,  ბიძინა ივანიშვილის ძმის ინტერესია სპირტის ბიზნესი, ამიტომ, ვინც სპირტს აწარმოებს დიდი მოცულობით, იმ ქარხნებს უსუბსიდირებენ. ანუ,  ეს არის ის რაც მუდმივად ხდება ამ ქვეყანაში - შემოსული ფული  ისევ მათ ჯიბეებში მიდის“,_ აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • ჩაფიძის ცენტრში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს ს. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls