შალვა ბოლქვაძე: "ჩემი მუშაობის პერიოდში სატელეფონო მოსმენები არ გამიხორციელებია"

საზოგადოება

შალვა ბოლქვაძე: "ჩემი მუშაობის პერიოდში სატელეფონო მოსმენები არ გამიხორციელებია"

26 ოქტ. 2011, 08:32:04
შალვა ბოლქვაძე, უკვე რვა თვეა, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსია. როგორც ამბობს, ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტ სამაშველო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ბოლქვაძის პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, რადგან ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა სახელდებოდა _ უწინასწარმეტყველებდნენ ოზურგეთის გამგებლობას, შემდეგ _ ჩოხატაურისას. თუმცა, ამის პარალელურად გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, ბოლქვაძე სამსახურიდან მალე გაათავისუფლონ.

თუმცა, ეს ფაქტი ამ დრომდე დაუდასტურებელია. თუ გავითვალისწინებთ ბოლქვაძის ყოფილ თანამდებობებს და მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი სამსახურიდან ისევ გაუშვან, რადგან ჩვენი წყაროს ცნობით, შალვა ბოლქვაძე ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების შესახებ საკმაოდ ბევრ და ამ უკანასკნელთათვის არც თუ სასიამოვნო ინფორმაციებს ფლობს.

"გურია ნიუსთან" საუბრისას, შალვა ბოლქვაძე ამ ინფორმაციებს უარყოფს და ამბობს, რომ ის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების გუნდის წევრია.

_ ბატონო შალვა, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია მალე თანამდებობის დატოვება მოგიხდეთ.

_ მსგავსი ინფორმაცია ჩემთვის არავის უთქვამს და არც შეესაბამება სიმართლეს. მე მგონი, ჯერჯერობით არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რომ თანამდებობა დავტოვო და სახლში წავიდე.

_ მაშინ ისეთი რა გააკეთეთ კუდ-ში ან პოლიციის სამმართველოში მუშაობისას, რომ გაგათავისუფლეს?

_ ცუდი არაფერი. კუდ-ის რაიონული განყოფილების უფროსობის დროს გადამიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსად, ამის შემდეგ კი მოხდა ჩემი დაწინაურება და გადავედი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. შემდეგ, რეორგანიზაციის შედეგად, გურიის ტერიტორიული დანაყოფი შეუერთდა აჭარის მთავარ სამმართველოს, გამოეყო დასავლეთ საქართველოს და ჩემი შტატი გაუქმდა.

_ თქვენ რამდენიმე ხნის განმავლობაში უმუშევარი იყავით. რა იყო ამის მიზეზი?

_ რამდენიმე თვე არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავიწყებული ვყავდი, ვიღაცა ყურადღებას არ მაქცევდა და არ ფიქრობდა ჩემს დასაქმებაზე. შედეგი სახეზეა _ დღეს გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ვარ.

_ თუმცა, ეს ყველაზე პატარა თანამდებობაა მათ შორის, რომელიც ამ დრომდე გეკავათ...

_ კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ. როგორც ჩათვლიან კომპეტენტური ადამიანები, სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიმუშავებ.

_ ხშირად საუბრობენ თქვენს დაპირისპირებაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამბობენ, რომ შალვა ბოლქვაძე პირდაპირ თუ არა ირიბად, მაინც აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას...

_ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ სხვადასხვა სფეროებში ყოველთვის კოორდინირებულად ვაკეთებდით ბევრ სასიკეთო საქმეს. მე ვარ ამ გუნდის წევრი და ასე იქნება ყოველთვის. მე ვარ ამ ხელისუფლების და ამ გუნდის წევრი, ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლებაში ერთ-ერთი შემავალი რგოლი, რომელიც ყოველთვის მზად არის, ხელისუფლებას მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

_ არის თუ არა შალვა ბოლქვაძე ის კადრი, რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ყველა თქვენი მნიშვნელოვანი პოსტი არჩევნებს უკავშირდება...

_ ეს უბრალო დამთხვევაა. ჩემს კარიერაში იყო აღმასვლა და დაღმასვლა. ეს ყველაფერი სხვაზეა დამოკიდებული. არასოდეს ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ჩემი ინიციატივით არ მომხდარა.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი კადრი ხართ?

_ მაგ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, არ ვიქნები კომპეტენტური. ეს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ.

_ თქვენ ამბობთ, რომ არაფერი დაგიშავებიათ და რატომ უნდა გაგიშვან. გურიაში ხშირად ისჯებიან ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ შემთხვევებში ბრალი არ მიუძღვით. ბახმაროს სკანდალს მამუკა დოლიძე შეეწირა, არადა, კომისია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს ძებნილია, ანგარიშვალდებული საკრებულოს თავმჯდომარესთან იყო; თუნდაც გია ტაკიძე გავიხსენოთ _ მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახური საკრებულოს ექვემდებარებოდა, გამგებელი დაისაჯა... ფაქტები მოწმობს, რომ ხელისუფლებამ ეს ადამიანები გაწირა...

_ მე ვარ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი და არა სამართალდამცავი, მით უმეტეს ექსპერტი. ჯერჯერობით ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და ზემოთ აღნიშნულ ორთავე ფაქტზე დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

_ თქვენზე ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის საშიში ხართ, რადგან მუშაობდით ისეთ სტრუქტურაში, სადაც ისმენდით სატელეფონო საუბრებს, ნახულობდით ელექტრონულ ფოსტას, კითხულობდით სმს-ებს... ლოგიკურია, რომ ყველა საჯარო პირზე ბევრი ინფორმაცია გექნებათ. რატომ უნდა იყოს ვინმე დარწმუნებული, რომ თქვენ ახლაც არ გაქვთ კონკრეტული პირების მამხილებელი დოკუმენტები და შესაბამისად, არ ხართ საშიში?

_ ვერ ვხვდები, თქვენ რას ეძახით საშიშს. რაც შეეხება მოსმენებს, ჩემი მუშაობის პერიოდში მსგავსი ოპერატიულ ტექნიკური ღონისძიებები არ გამიხორციელებია, ხოლო საიდუმლო ინფორმაციის და დოკუმენტაციის გავრცელება ან რაიმე ფორმით გამოყენება, რომელიც ჩემი მუშაობის პერიოდში გამაჩნდა, ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. ასე რომ, არასდროს ვაპირებ რაიმეს გახმაურებას.




 ახალი ამბები
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...
  • ბაჩალიაშვილის დედა: პროკურატურა მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ უწყების მიერ ადვოკატ მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევა მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ის საქმეს ჩამოაშორონ და პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. "ამ კაცმა თავიდანვე განაცხადა, გამომიგზავნეს, მაგრამ ამის ავთენტურობაზე პასუხისმგებელი არ ვარო. მიზანმიმართულად ჩამოშორება უნდათ ამ საქმიდან რამიშვილის. იმდენად უსუსურია პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მინდა მივმართო შოთაძეს ამის თაობაზე: ტელეფონში ისეთს ვერაფერს ნახავთ ჩემი შვილის გატანჯული სურათების გარდა და ფრთხილად იყავით, კოსმოსში როგორ ენერგეტიკასაც გაუშვებთ, ბუმერანგივით დაგიბრუნდეთ და 9 თაობაზე არ დაგიბრუნდეთ", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, გამოძიებამ დაადგინა, რომ სატელიტით გადაღებული კადრები, რომელიც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა, ყალბი ... ...
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...