"წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ვატყობ გრძელი სიტყვა, მოკლედ არ გამომივა"

საზოგადოება

"წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ვატყობ გრძელი სიტყვა, მოკლედ არ გამომივა"

2014 დეკ 29 01:24:23

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. საჯარო მოხელეები და  პოლიტიკოსები რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში დებატებს მართავენ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე დეპუტატების თამარ ნადირიძისა და ნათია შარაშენიძის მისამართით განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რომელიც " გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ მასალას "რადგან ოზურგეთი პატარაა, ეს არ ნიშნავს "მაფიოზურად" მართოს მერმა თავისი ქალაქი" ეხება, სადაც საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვეს.
ნინო გოგუაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც ნათია შარაშენიძის მიერ გაჟღერებულ მიზანმიმართულ ტყუილებს, შეურაცხყოფას და ადამიანთა დისკრედიტაციას ვუსმინე, მას შემდეგ რაც საკრებულოს სხდომიდან , დასმული კითხვების გამო უკუქცეული "ქალი-დეპუტატი" ვიხილე, ერთი ადვოკატს რომ ითხოვდა და მეორე კი გაქცევამდე  გულყრის წინა ფაზის სცენებს დგამდა, უფრო შთამბეჭდავი წასაკითხ-გასააზრებელი თურმე დღეს მელოდა.

ჯერ იყო და "ლეიბორისტული პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მომერია ღიმილი, თავისუფლება აღკვეთილ თანაპარტიელს, რომ დასტიროდნენ და საშველად თემიდას უხმობდნენ, შემდეგ კი ჩანაწერებს წავაწყდი "გურია ნიუსში".

საერთოდ არ მიყვარს იმათი კრიტიკა, ვინც აშკარად მწყრალადაა აზრის დალაგება-გადმოცემასთან, მოსმენილის აღქმასთან, სიმართლის არსთან და ა.შ.

მაგრამ ისეთი ისტერია დაიწყო , სანამ არ დამვიწყებია, ვის რა უნდა და საიდან ისვრიან, უმჯობესია პუნქტ-პუნქტ დავიწყო წაკითხულის გააზრება. წინასწარ ბოდიშს ვიხდი, ვატყობ "გრძელი სიტყვა, მოკლედ" არ გამომივა...
1)საიდან აქვს ამდენი უფლება ბეგლარ სიორიძის მრჩეველს? ან კონკრეტულად რას წარმოადგენს? რა ეხება, აქვს თუ არა იმის ფუნქცია, რომ ჩაერთოს საკრებულოს საქმიანობაში და ზეწოლა მოახდინოს თითოეულ ჩვენგანზე? შეიძლება თუ არა წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში ჩაერთოს მერიის თანამშრომელი? ბატონო გელა გაგვეცით ამაზე პასუხი და იზრუნეთ ჩვენს უსაფრთხოებაზე!-მიმართავდნენ დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს (გურია-ნიუსი).

ამის წამკითხველმა, მეც მინდა ჩემ გზააბნეულ კოლეგებს რჩევა მივცე და დავეხმარო, რადგან ეს კითხვები და თხოვნა საჯაროდაა გამოტანილი, ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დედამიწაზე დაბრუნებაში.
დავიწყოთ იმით, რომ "ამდენი უფლება", ალბათ ისე, პირობითად წამოგცდათ, თორემ როგორც ქვემოთ ბრძანებთ, ეს უფლება, რომ ზეწოლა მოახდინოს და წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში ჩაერთოს, არავის აქვს. სხვა საქმეა რას უწოდებთ თქვენ ზეწოლასა და საქმიანობაში ჩარევას?

თუ იმას გულისხმობთ, რომ მერიის თანამშრომლები, თქვენთან, როგორც დეპუტატებთან, ვიმეორებ დეპუტატებთან (თქვენი ვალია, მეგობრებო დასმულ კითხვებს უპასუხოთ!!!!) შეკითხვით არიან მოსულები, ეს არც ზეწოლაა და არც საქმიანობაში ჩარევა. პირიქით, ისინი საშუალებას გაძლევენ ამომრჩეველს (ისე მერიის თანამშრომლებიც სარგებლობენ საარჩევნო ხმის უფლებით), თქვენი სახე და მისწრაფებანი დაანახოთ, ამისთვის ნუ შერისხავთ მათ, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათ წერა-კითხვის უცოდინრები "და საგამოცდო ტესტების გადამწერები უწოდეთ, თანაც შფოთავდით იმის გამო, რომ "ისინი თანამდებობებზე დაიარებოდნენ"(ნ.შ).

ამგვარად, ჰქონდათ კითხვები და მოგაკითხეს იქ, სადაც თქვენი ვალია, ყველა თქვენს ნათქვამსა თუ გაკეთებულს ახსნა-განმარტებაც მიაყოლოთ. ხოლო რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მას სხვა ფუნქციები აქვს და ის არ არის სკოლის მასწავლებელი, დირექტორი ან მანდატური, "გარეთ ჩასაფრებული,ცუდი ბიჭებისა თუ გოგონებისაგან, რომ დაგიცვათ", უკვე საკმაოდ მოწიფულნი ხართ იმისათვის, რომ არათუ საკუთარი ინტერესები, არამედ ამომრჩევლისაც დაიცვათ საჭიროებისამებრ.

ხოლო, თუ თქვენ ყოველი ტყუილის, შემდეგ გარანტად, რომ უკითხავ - პასუხგაუცემელი იქნებით საკრებულოს თავმჯდომარე გგონიათ, ეს სულ მცირე პოლიტ.მოუმწიფებლობაა.

2)"მქონდა იმედი, რომ თქვენც და დეპუტატებიც ჩვენ მხარს დაგვიჭერდით", მე არ მივიღე ზომები, ვფიქრობდი, რომ ჩემი საამაყო საკრებულო გუშინდელ პროვოკაციულ, შეურაცხმყოფელ, ადამიანის ღირსების შემლახველ ინციდენტის თანამონაწილე არ გახდებოდა " "სადაც გამიზნული იყო ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების განადგურება, ფსიქოლოგიურად, ღირსების შელახვა, პიროვნული შეურაცხყოფა, შეგვიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება, შეგვიზღუდეს ფიზიკური გადაადგილება (გურია ნიუსი).

რას ფიქრობთ, რატომ არ დაგიჭირეს მხარი დეპუტატებმა, იქნებ იმიტომ, რომ მათ არ დაუშვეს "პროვოკაციულ, შეურაცხმყოფელ, ადამიანის ღირსების შემლახველი ინციდენტში თანამონაწილეობა"? იმ ადამიანებისა, ვისაც ქალბატონმა ნათიამ ყველანაირი წინა პირობის გარეშე, წერა-კითხვის უცოდინრები, ყალბისმქნელები უწოდა? იმ ადამიანებისა, მათ შორის ჩემიც, კომისიის წევრებისა, ქალბატონმა ნათიამ კრიმინალებად რომ მონათლა? იქნებ არ აირჩიეს თანამონაწილეობა, მერის მიმართ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიაში ჩართულიყვნენ? და იქნებ თქვენგან , თქვენი კოლეგები ელოდებოდნენ, რომ ამ კითხვებს უპასუხებდით და იმ ეჭვებს გაფანტავდით, კონკრეტული ადამიანების მიმართ, აკვიატებული დევნა, რომ ჰქვია ყველაფრის ფასად?
იქნებ გგონიათ, რომ ოპოზიციონერობა ტყუილს, ადამიანის უფლებათა დარღვევას ემსახურება?" ვინ შეგიზღუდათ, გამოხატვის თავისუფლება?" ვინ შეგიზღუდათ ფიზიკური გადაადგილება?" არც "მორალური გადაადგილება" შეუზღუდავს ვინმეს, უბრალოდ, ფაქტით დასაბუთება მოვითხოვეთ.

ამის შემდეგ მოდის სხდომის ის აღწერილობანი, რომელიც მე არ მინახავს, მიუხედავად იმისა,რომ ქალბატონი ნათიასაგან განსხვავებით, ბოლომდე დავესწარი მას და განცხადებაც გავაკეთე. "შეზღუდული თავისუფლება" "გადაგრეხილი ხელები", "ქურდული გარჩევები" მრჩეველი, რომელიც "ფეხს არ ადგმევინებდა", "დაკარგული გონი", უცებ დავჯექი" და ა.შ.

რას ნიშნავს "ქალ დეპუტატთან, მაფიოზურად არჩიოთ საქმე"? "ქალი-დეპუტატი" აქ, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლად აღქმული დავინახე და ხომ არ სჯობდა ბიუჯეტში დასაქმების პროგრამის ძებნას (რაც წარმოუდგენელი უვიცობაა) და გენდერის, ძებნას (ესეც ენით აუწერელი უვიცობა) ამ სიტყვის მნიშვნელობა გაგეგოთ და შემდეგ მოგწონებოდათ ან არა. მეგობრულად გირჩევთ, კაც დეპუტატებს ნუღარ მოთხოვნით ქალი დეპუტატების დაცვას, ამ უკანასკნელთა არაკვალიფიციური გამოხტომების გამო.

რაც შეეხება სატელეფონო ზარს, ქალბატონ თამართან, კარგი იქნებოდა ვინმეს ლუსტრაციისთვის(!), შესაბამისი ორგანოებისთვის მიგვემართა, რათა მუქარის ავტორი გამოვლინდეს და შესაბამისად, შესაძლო საფრთხეც, თავიდან ავიცილოთ" _ აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ამავე თემაზე: "რადგან ოზურგეთი პატარაა, ეს არ ნიშნავს "მაფიოზურად" მართოს მერმა თავისი ქალაქი"




 ახალი ამბები
  • NDI-ს გამოკითხულთა 49 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, 18 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI: საპენსიო პროგრამაში ჩართულთაგან 30 %-ს სჯერა, რომ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებსეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (18-39 წლის ასაკი) 27 პროცენტი აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამაში ჩართულია. კითხვაზე, ჩართული ხართ თუ არა სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში, პასუხები შემდეგნაირია (18-39 წლის ასაკი):  27 პროცენტი – დიახ; 71 პროცენტი – არა. ამასთან, იმ 27 პროცენტიდან, ვინ ჩართულია პროგრამაში, მხოლოდ 30 პროცენტს სჯერა, რომ შეძლებს დაგროვილი თანხით სარგებლობას, როცა პენსიაზე გავა. 57 პროცენტს კი, არ სჯერა, რომ საპენსიო თანხებით სარგებლობას შეძლებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ... ...
  • NDI_ს გამოკითხვა _ რა ასახელებენ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემადეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • NDI: ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი გამოკითხულთა 13%-იაეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, გამოკითხულთა 58 პროცენტი კი ამბობს, რომ ნაწილობრივ კმაყოფილია. კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის ხარისხით ნაწილობრივ უკმაყოფილოა გამოკითხულთა 16 პროცენტი, ხოლო ძალიან უკმაყოფილო 9 პროცენტი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ... ...
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...