იუბილარის გზა "დიდი კავშირგაბმულობიდან" "დიდ ფეხბურთამდე"

საზოგადოება

იუბილარის გზა "დიდი კავშირგაბმულობიდან" "დიდ ფეხბურთამდე"

2011 ნოე 9 07:23:42

ლანჩხუთში მას ყველა იცნობს. ალბათ, მასზე მეტი სასაცილო ისტორია არავის გადახდენია _ თანაც ისე ჰყვება, აუცილებლად გაგამხიარულებს. თავადაც იუმორის დიდი ნიჭითაა დაჯილდოებული. მრავალი ორგანიზაციის "ყოფილი" და ახლა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორი დურმიხან ჩხაიძე იუბილარია _ გასულ კვირაში იგი 60 წლის გახდა. ინტერვიუს 80%-ზე მეტი მხიარულ ისტორიებს უკავია. შეიძლება ზოგი მათგანი ადრეც წაგიკითხავთ, მაგრამ არც ამჯერად მოგაბეზრებთ _ ბატონი დურმიშხანის გუშინ მონაყოლზე ხომ დღესაც გაგეცინება კაცს. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ინტერვიუს ბოლომდე ჩაიკითხავთ.

_ ბატონო დურმიშხან, უპირველესად, იუბილეს გილოცავთ!

_ ძალიან დიდი მადლობა. ოფიციალური მონაცემებით, 1952 წელის 3 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მაგრამ ჩემთვის დაბადების მოწმობა, პასპორტი და ყველაფერი, მამაჩემის მიერ იმდროინდელ "ატკრიტკაზე" დატოვებული ხელნაწერია _ ჩემი დურუიე დაიბადა 1951 წლის 21 ოქტომბერს, დილის 10 საათზე.

_ რატომ "მოგპარეს" ერთი წელი?

_ როგორც იმ დროს ხდებოდა, ბიჭი დაიბადებოდა და მინიმუმ წელს პარავდნენ, რათა შემდეგ სპორტში გამოდგომოდა.

_ თქვენ რამდენად გამოგადგათ?

_ ირონიულად მკითხე, მაგრამ სკოლის დამთავრებისას, სპორტის 5 სახეობაში მქონდა პირველი თანრიგი! ბავშვობაში ლამის 24 საათი სპორტს მივსდევდი.

ბავშვობა ჩხაიძეების უბანში გავატარე, ჩემი მეზობლები იყვნენ ვახტანგ და ნიგმარ ძიძიგურები. ფაქტობრივად, მათ კისერში გავიზარდე. ვატა ჩემი ნათლია იყო, ფეხბურთის სიყვარული მათგან გამომყვა. სულ რაღაც 7 წლის ვიყავი, როცა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რადიორეპორტაჟებს ვუსმენდი. ჩვენთან, ჩაის ფაბრიკის ბინებში რუსები ცხოვრობდნენ და ენა იოლად ვისწავლე. სხვათა შორის, 13 წლისა პირველად ვიჯექი თვითმფრინავში, როცა მამაჩემმა 1964 წლის "დინამოს" საჩემპიონო თამაშზე წამიყვანა ტაშკენტში; ერთი წლის შემდეგ კი, ჩემი საქომაგო ბრაზილიის ნაკრების მატჩს დავესწარი მოსკოვის "ლუჟნიკებში", სსრკ-ს 3:0 რომ მოუგო.

_ ისევ ბავშვობას დავუბრუნდეთ, ბაღში დადიოდით?

_ ოო, ეს იყო დიდი კურიოზი! ბაღში მხოლოდ ერთი დღე გავატარე! ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრების ჯგუფში ვერ მოვხვდი, რის გამოც მოვიწყინე და ხმას არავის ვცემდი. მეორე დილით, ბაღის მასწავლებელმა უთხრა დედაჩემს, შენს შვილს ვერ მივიღებთ, უმეტყელო ბავშვია და ჯგუფს გაგვიფუჭებსო. მერე, სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, სულ მაძახებდნენ ბაღში ღონისძიებებზე, ჩვენი აღზრდილი ხარო. არადა, მხოლოდ ერთი დღე გავატარე ბაღში.

_ რას აკეთებდა ბაღში დაწუნებული "უმეტყველო" დურმიშხან ჩხაიძე?

_ მთელი დღე ვთამაშობდი. ფეხბურთი, ნიგვზობია, გამარჯობა ვირო, ლახტი... ახლა რომ გამგეობის შენობაა, იქ გვქონდა კარგი სპორტული კომპლექსი. ერთ დღესაც, მოვიდნენ და რაიკომის შენობის გაკეთება გადაწყვიტეს, მეტი ტერიტორია თითქოს არ იყო! რამდენჯერ ჩაასვეს "კოლები", იმდენჯერ ღამით მივიპარებოდით, ვიღებდით და ვყრიდით. მერე მილიცია დააყენეს და ვეღარ ვიპარავდით. 24 საათი იქ ვიყავი, კომენდანტს მეძახდნენ _ ბურთების საწყობის გასაღებიც მე მებარა. სკოლაში ვწერდი დავალებას, სახლში საქმე არაფერი მქონდა და ღამის 12-მდე გარეთ ვიყავი და სულ ვთამაშობდი. გულჩინა დათიაშვილი გვყავდა მასწავლებელი, ჩემი შემყურე სულ ამბობდა _ მოაშორეთ ამ ბიჭს ბურთი, მუსხელიშვილი გამოვაო.

_ "შატალოზე" თუ დადიოდით?

_ კი, როგორ არა, მაგას გამოვაკლდებოდით?! დავდიოდით კლიტეკარასა და ორაგვეში. სხვა მხრივ, სკოლის გაცდენა არ მიყვარდა. ერთხელაც სკოლაში ნაოპერაციები მივედი, წელზე შალი მქონდა მოხვეული. თავი გავიგიჟე, წავალ-მეთქი. იმ დღეს გავიპარეთ "შატალოზე", მაჩხვარეთში ბლის მოსაპარად წავედით. თურმე რუსულის მასწავლებლის, ალექსანდა ცინცაძის ეზოში აღმოვჩნდით. ბიჭები ზემოთ ავიდნენ, მე ქვემოდან რასაც ვწვდები, იმას ვჭამ. ბიჭებმა ალექსანდრა მასწავლებელი დაინახეს, თავზე გადამახტნენ და გაიქცნენ. მე რას გავიქცეოდი და მომისწრო მასწავლებელმა. ის დამეხმარა ჩამოსვლაში, სახლში შემიყვანა და ერთი კალათი ბალი გამომიტანა. შემრცხვა და არ მიჭამია. მეორე დღეს, რუსულის გაკვეთილი გვაქვს და ფანჯრისკენ ვიხედები _ სკოლის გვერდზე წერეთლები ცხოვრობდნენ და ფანჯრიდან სწორედ მათი ბალი ჩანდა. ალექსანდრა მასწავლებელმა მკითხა: _ ჩემი ბალი ჯობია თუ წერეთლებისო, რასაც კლასში ხარხარი მოჰყვა.

_ ბატონო დურმიშხან, რადგან სკოლა ვახსენეთ, გვითხარით, ვინ იყვნენ თქვენი კლასელები?

_ საერთოდ, ტრადიციულად პირველ და მეორე სკოლის მაღალკლასელ ბიჭებს შორის სულ იყო ჩხუბი, მეტოქეობა, არაფერში ინდობდნენ ერთმანეთს. ჩვენი კლასები იყო ამ მხრივ გამორჩეული და ამიტომაც, იქნებ კი გაგიკვირდეთ, მაგრამ კლასელებად ვთვლი პირველსკოლელ თანატოლებსაც! სამწუხაროდ, ბევრი გამოგვაკლდა _ თამაზ წილოსანი, თენგო ჩხიკვაძე, გოგი კვასხვაძე, გურამ ებრალიძე, გელა კეკელიძე, ნოდარ ნადაშვილი... ჩემი კლასელებიდან ლანჩხუთში არიან: შაკო ნაჭყებია, ამირან მენაღარიშვილი, გოგი ჩხარტიშვილი, თემურ ივანიკოვი, გრიშა ამშიკაშვილი, თენგიზ კეჭახმაძე... თბილისში გადავიდნენ: თემურ კეკელიძე, თენგო სულაბერიძე, გიზო ურუშაძე...

_ როგორც ვიცი, მოსკოვში სწავლობდით. რა გინდოდათ კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე და თბილისი რატომ დაიწუნეთ?

_ დღესაც ვერ ვხვდები, "რა მინდოდა წვენებში"! ერთი მეგობარი მყავდა, ამირან ხონელიძე, "კოჭებიდან" ეტყობოდა "სვიაზისტი" გამოვიდოდა და მისი ხათრით, მეც იმავე ფაკულტეტზე ჩავაბარე.

_ რა ჰქენით, გადარიეთ მოსკოველი პროფესორები?

_ კი, ერთი წლით ადრე დავამთავრე, სხვადასხვა კურსის გამოცდებს ერთად ვაბარებდი. ამაზე მაშაყირებდნენ _ ჩხაიძე, შენ სპირტიან "ბანკაში" უნდა ჩაგსვან, თაობების საჩვენებლადო. როგორც სკოლაში, ყველა საგანში ფრიადი გამომყვა. ათი წლის მანძილზე 3-იანი და 4-იანი არ მიმიღია. 2-ჯერ დამიწერეს 2-იანი, ისიც იმიტომ, რომ პროტესტის ნიშნად, მასწავლებელს ხმას არ ვცემდი.

_ თქვენგან დიდი "სვიაზისტი" რომ არ დადგა, ეს ვიცით. მაინც როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

_ თქვენ წარმოიდგინეთ, პირდაპირ კავშირგაბმულობის სამინისტროში მოვხვდი, თავიდან ინჟინრად, შემდეგ მთავარ ინჟინრად ვმუშაობდი. თუმცა გეთანხმებით, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადრე დავოჯახდი და უკეთეს სამსახურზე ნამდვილად ვფიქრობდი. მაქვს აი ცოდვა და კომკავშირის მდივანიც ვიყავი. იმ დროს პარტიის წევრი თუ არ იყავი, კარიერაში წინსვლა არ გელოდა. კომუნისტად გახდომა კი ინჟინრებს ნაკლებად შეეძლოთ _ დაახლოებით 6 კაცს რომ მიიღებდნენ პარტიაში, აქედან, 5 მუშა უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მშვენიერი სქემა მოვიფიქრე _ მე და ჩემი მეგობრები რიგ-რიგობით ვიყავით კომკავშირის მდივანი, რაც პარტიაში მისაღებად ტრამპლინი იყო. ამის შემდეგ, თბილისიდან ლანჩხუთში გადმოვედი. ამის მიზეზი მამაჩემის გარდაცვალება გახდა, მაშინ 25 წლის ვიყავი. აქ მუშაობა დავიწყე რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად, რაშიც დიდი წვლილი ჯუმბერ ღლონტსა და დათიკო გოგუაძეს მიუძღვით. იმ დროს პატრონი თუ არ გყავდა, რაიკომში არავინ მიგიღებდა. სულ 5 ინსტრუქტორი ვიყავით: მე, მიშა მელუა, ცხონებული მიშა გვარჯალაძე, ლევან შალიკაშვილი და გური ბირბიჩაძე.

_ ბატონო დურმიშხან, სანამ თქვენს კარიერას გავყვებით, დაოჯახებაზეც გვითხარით.

_ ჩემი მეუღლე მაყვალა ჟღენტი გერმანული ენის სპეციალისტია. თუკი ცხოვრებაში რაიმემ გამიმართლა, ყველაზე მეტად ეს ამ არჩევანზე ითქმის. 37 წელია ერთად ვცხოვრობთ და ამ წლებმა ეს დაამტკიცა. ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ 37 წელი ერთად ვიქნებით. ერთ კურიოზსაც გავიხსენებ: ერთ დღეს ძმაკაცებში ავიჩემე, საცოლეს უნდა ჩავაკითხო ოზურგეთში-მეთქი. მოულოდნელად დავადექით თავზე. მაშინ სხვა დრო იყო, ასეთი სითამამე მიღებული არ გახლდათ. თუმცა კარგად მიგვიღეს, სტუმართმოყვარე ოჯახში სასწრაფოდ დაიწყო სუფრისთვის მზადება. ჩვენ დრო ვიხელთეთ და "ჩერე" გავაჩაღეთ. ერთ ძმაკაცს 20-კაპიკიანი შეუვარდა კარადის ქვეშ. ლამის ვიხოხეთ მის მოსაძებნად; შემრცხვა და ამ ძმაკაცს ვეუბნები _ სირცხვილია, თავს ნუ მომჭრი და რომ ჩავალთ, მანეთს მოგცემ-თქო. ამანაც მასპინძლების გასაგონად მიპასუხა: _ შენ რაის მანეთის მომცემი ხარ, აგერ "ჩერეში" 20 კაპიკს არ "კრავო"...

_ ისე აზარტული ადამიანი ხართ?

_ კი, ძალიან. კარტის, დომინოს თამაში მიყვარს ძალიან. როცა ვმუშაობდი, სამსახურში თამაშს ვკრძალავდი, თუკი ვინმეს დავუნახავდი _ კარტს ვუხევდი და დომინოს ქვებს ვუყრიდი. მერე, როცა რაიკავშირში მეორედ დავბრუნდი, საქმე რომ აღარაფერი იყო, ყარაულებს დავდევდი კარტით და მთელ დღეს "ჯოკრის" თამაშში ვატარებდი.

_ ბატონო დურმიშხან, მივყვეთ თქვენს კარიერას და ყოველ სამსახურთან დაკავშირებით თითო სახალისო ამბავი მოგვიყევით. რას იტყვით, არ უნდა გაგიჭირდეთ, ხომ?

_ უფ, კურიოზების მეტი რა მქონია. ვეცდები საუკეთესოები შევარჩიო.

_ დიდი მადლობა. მაშ ასე, რაიკომიდან მიდიხართ სად?

_ სათავო ჩაის ფაბრიკის დირექტორად. თუმცა მანამდე რაიკომის ამბებს მოგიყვებით. დამიძახა ოთარ მენაბდემ, შემოთავაზება მომცა _ საერთო განყოფილების გამგედ თუ წახვალო; 50 მანეთი მემატება. რა თქმა უნდა, ეს ფული არ მაწყენს და დავთანხმდი, მაგრამ იქვე დაამატა: _ ოღონდ შენი ძმა პურკომბინატიდან უნდა წამოვიდეს! ერთი ძმა განყოფილების გამგედ და მეორე პურკომბინატის უფროსად არ გამოვაო! არ მინდა, ამხანაგო ოთარ, ეს თქვენი 50 მანეთის დამატება! პურს, ფქვილს, შაქარს, კონიაკს _ ყველაფერს ჩემი ძმა მაძლევს, ქორწილში დასაწერ ფულსაც იგი მჩუქნის და რა ვქნა მაგი რომ წამოვიდეს იქიდან, კონვერტზე ენა ვაწო და აი მიშველის-მეთქი?

ძალიან ხშირად მიწევდა მივლინებები. ნამეტანი ბევრი დამიგროვდა და მენაბდე დაეჭვდა. კადრების განყოფილებას ამოაღებინა ჩემი მივლინებები, იქვე საიდანღაც საფეხბურთო კალენადრი გააძრო და "აღმოჩნდა", რომ თბილისის "დინამოს" თამაშებს ემთხვეოდა ჩემი მივლინებები. მენაბდე გადაირია: _ შენ საქმეზე დადიხარ მივლინებაში თუ "დინამოს" თამაშებს უყურებ რაიონის ფულითო?

რაც შეეხება ჩაის ფაბრიკაში ჩემს მუშაობას _ არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ტრესტის მმართველმა მალაზონიამ რომ მკითხა: ჩაის ფაბრიკასთან ახლოს ხარო? _ ვუპასუხე _ კი, როგორ არა, ჩემი სახლიდან 20 მეტრშია-მეთქი. ენამახვილობა მოეწონა და დამნიშნეს. იქიდან კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის რაიკომის თავმჯდომარედ გადამიყვანეს _ ჩემთან შემოდიოდა 5 ჩაის ფაბრიკა, ყველ-კარაქის და საკონსერვო ქარხანები. ერთი წელი ტაშ-ფანდური მქონდა _ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი გვყავდა, ფეხბურთის, კალათბურთის, მოჭიდავეთა გუნდები...

_ როდის გადახვედით ქარხანა "გურიაში"?

_ 80-იან წლებში. ქარხანა "გურია" მაშინ ტიალ მინდორში იყო, კაბინეტები ვაგონებში გვქონდა. ჩვენი ფორმა მაღალყელიანი "ვალინკები" იყო. ანეკდოტად დადიოდა: ქალაქში ქარხნის ბიჭებმა იჩხუბესო; რა იციო, და _ ყველას "ვალინკები" ეცვაო. ერთხელ ქარხანაში მივლინებით რუსი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. მე და ჩემმა ძმაკაცმა დავპატიჟეთ სასტუმროს ქვემოთ რომ ბარი იყო, კაკოს ბარს ვეძახდით. ათასი შავ-ბნელი აზრი გვაქვს, მოკლედ, გვინდა აი კაცი დავათროთ და... სახლიდან ცეცხლივით ჭაჭა წავიღეთ სამი ლიტრა. სამი ვსვამთ, ქალი ცოტას, მშვიდობიდან ლენინის სადღეგრძელომდე ყველაფერი შევსვით... დილას გამომეღვიძა, არაფერი მახსოვს. დედაჩემი მეუბნება _ ბიჯო, გუშინ რას გავდი, ან იმ რუსის ბაღანას რას ერჩოდით, რომ მოგათრია, მითხრა, აი მეორე სად მივიყვანოო...

ამის შემდეგ რაიკავშირში ვიმუშავე, შემდეგ ქარხანაში დაბრუნდი და ბოლოს ისევ _ რაიკავშირში. მე, საავადმყოფოს, ფოსტის, საყოფაცხოვრებოს და სანეპიდსადგურის უფროსები ბიუროზე გაგვიყვანეს _ სასადილო-მაღაზიები შევამოწმეთ და მღრღნელები და თაგვები აღმოჩნდაო. რაიკომის მეორე მდივანს, თალიკო კილაძეს გამოჰქონდა საკითხი და შევპირდი, ჩაგიშლი მაგ საკითხს-მეთქი. მთელი ბიურო გვიტევს და ბოლოს, პირველი მდივანი ემზარ ბერიძე კითხულობს, ვინმეს სიტყვა ხომ არ გაქვთო.

_ ამხანაგო მდივანო, მართალია ამხანაგი თალიკო, სავსეა ჩემი ობიექტები მღრღნელებით და თაგვებით! _ ჩემი სიტყვის ასეთი დასაწყისი ყველას გაუკვირდა. იქვე განვაგრძე: მაგრამ მიზეზი არ გავარკვიოთ? მე ვაცნობებ ხოლმე სანეპიდსადგურს, ვუხდი ფულს, მოდიან მათი წარმომადგენლები და სპობენ ამ მღრღნელებს. მე კი ვსპობ, მაგრამ ირგვლივ ბევრი უღირსი ორგანიზაციაა, რომლებიც ასე არ იქცევიან, ამიტომ, მათი თაგვები გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე და იკავებენ თავისუფალ ადგილს. კატეგორიულად მოვითხოვ, ყველა ორგანიზაციამ თავისი თაგვი "დაბირკოს" და გავიგებთ, ვისი თაგვი შემოდის ჩვენთან. დარბაზში საშინელი ფხუკუნი ატყდა.

ბიურო ჩაიშალა, არადა, სხვა საკითხებიც იყო. პირველი მდივანი აღშფოთებას ვერ მალავდა: რა გეთაგვებოდათ, საქმე დაგელიათ, სხვა განსახილველი არაფერიაო? იმ დღეს "გადარჩენილი" ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კი სუფრა იკისრეს.

_ როგორც ვიცით, კარგი თამადა ხართ და ერთი მხიარული ამბავი ამ კუთხითაც გაიხსენეთ...

_ ამბობენ, კარგი თამადა ხარო და რა ვიცი, ალბათ, მართლა მოსწონთ. ერთხელ, ახლობლებს მაყრად ვახლდი ვანში. იქაური წესით, მეორე თამადა სტუმარი უნდა იყოს. პირველმა თამადამ განსხვავებული სასმისით დაიწყო და "ბოკალი" არ გადაუდგია. ცოტა პატარა სასმისით სმა მიჭირდა, თორემ ამაში მაგარი ვიყავი. შვიდი-რვა სადღეგრძლოს შემდეგ, თამადა წაიქცა. მესამე თამადამ თქვა, გავაგრძელებო. ვიუარე, მეორე თამადა მე ვარ-მეთქი. მაგრად ვსვი, მეტი აღარ შემიძლია, ლოყები ღვინით მაქვს გაჟღენთილი. სუფრას თავი მოვაბი და გამოვდივარ. ზამთარი იყო და გარეთ გამოსულს სიცივემ გონება დამაკარგვინა, ძლივს ჩამსვეს მანქანაში. ამასობაში მასპინძლებს ჭიშკართან სუფრა გამოუტანიათ, თამადამ კიდევ 5 სასმისი უნდა შესვას და ხონჩას ვაძლევთო. რის დამლევი ვარ?! ცხონებული ჩემი ძმა, მე თუ ვსვამდი, თვითონ არ სვამდა. ერთნაირი ქურთუკი გვაცვია და ქუდებიც ერთნაირი გვახურავს. მან შესვა ის ღვინო და ამაყად წამოვიდა. მას მერე ვანში ლეგენდად დადის ჩემი თამადობის შესახებ _ დურუსნაირი მსმელი ჩვენ არ გვინახავსო.

_ ცოტა ხანი ისევ მოსკოვში იყავით და ბიზნესი გქონდათ...

_ არა, ბიზნესი მეგობრების იყო, მე მათთან ვმუშაობდი. არაფერი გამოვიდა _ რითაც წავედი, იმით ჩამოვედი. მაშინ გაზეთები წერდნენ _ არჩევნების სპეციალისტი მოსკოვიდან ჩამოიყვანესო (იცინის). არადა, თავი ძლივს ჩამოვიტანე, რა არჩევნების სპეციალისტი მე ვიყავი? დილით თავზე დამადგა თემურ კეკელიძე და ასე აღმოვჩნდი ოთარ მენაბდის შტაბში. ერთ დღეს, მათი პარტიული ბოსი გოგი თოფაძე ჩამოდიოდა, შუხუთის შეხვედრა მე უნდა მომეწყო _ თითქოს სპონტანურად შეხვდა ხალხი, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეთ შეხვედრებზე ხალხი მოჰყავთ. როცა შუხუთის შეხვედრის დრომ მოაღწია, საშინლად გაწვიმდა და ხალხი გამექცა _ ვარ მარტო მე! მოვიდა კორტეჟი. მენაბდე მეკითხება _ დური, ხალხი სადააო? მეც "ვინაგლე" და ავტობუსის მოსაცდელისკენ მივანიშნე _ წვიმაში გადაიყუდრეს-მეთქი. მივიდა თოფაძე, დაიწყო აგიტაცია _ არც მან იცის, რომ ესენი რიგითი მგზავრები არიან და არც ხალხმა იცის, რა ხდება. ბოლოს ზოგმა იცნო, წავიდა პოლემიკა... დავინახე, რომ ლესა-ქვიანის ავტობუსი უკვე მოდის. დავასწარი, მძღოლს 5 მანეთი მივეცი და ვთხოვე, ნახევარი საათი არ წამოხვიდე, ვითომ, ავტობუსი გაგიფუჭდა-თქო. ასე მოვუწყვე შეხვედრა თოფაძეს. მენაბდე რომ დეპუტატი გახდა, თეატრში გამართულ ღონისძიებაზე მოვყევი ეს ამბავი და ხალხი დაიხოცა სიცილით.

მართალია, ფეხბურთში ყოველთვის ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში უკვე მთლიანად ჩავერთე ამ სფეროში _ შევქმენით ბავშვთა საფეხბურთო კლუბი, რომელიც 2 წელი კი ვარჩინეთ, მაგრამ შემდეგ ვეღარ შევძელით. გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად ვიმუშავე 7 წელი, ეს იყო გუბერნატორ-გამგებლებთან ომის წლები, მაგრამ ჩემი გავიტანე _ რეგიონული ფედერაცია ლანჩხუთში დავტოვეთ. უმძიმეს პერიოდში შევითავსე კლუბის პრეზიდენტობაც. თავი არ შეგვირცხვენია და კბილებით მოვიტანეთ "გურია". ახლა, როგორც იცით, ბავშვთა სკოლის ხელმძღვანელი ვარ, მართლაც კარგი საქმე კეთდება. თუ "გურია" უფლის წყალობით, უმაღლეს ლიგაში გადავა, ეს კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ბავშვებისთვის, აღარაფერს ვამბობ 4 ასაკობრივი ჯგუფის ბავშვთა ლიგაში ჩართვაზე, რაც მათი წინსვლისთვის აუცილებელია!

_ ბატონო დურმიშხან, ერთი კურიოზი კიდევ მოგვიყევით და შეგეშვებით...

_ იყო ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს არ დავასახელებ და მეცხოველეობის ფერმის შემოწმებისას, მწველავებს კუროზე მიანიშნა, აი რეიზა არ მოგიწველიათ, იმხელა ცური აქვსო. ერთმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ კი, მთლად სასწაული მოიფიქრა: ვალებში რომ ვართ, ეტყობა ჩემს წინამორბედებს თავში ტვინი არ ჰქონდათო. სიმინდს გამხმარს რომ ვყიდით, ჭყიპად მოვტეხოთ და უფრო მეტ ფასში გავყიდითო. კუროებზე კიდევ გამახსენდა: იყო ისეთი ობიექტი, სადაც კუროები ჰყავდათ და კოლმეურნეობებს საქონლის დამაკებაში ეხმარებოდნენ. ამ სამსახურის უფროსს სტადიონიდან დაურეკეს _ 15 აბონემენტი უნდა შეიძინოთო. მაშინ ბილეთის "შეწერები" იყო... "თლა 4 თამაშრომელი ვართ და რაი გინდებიენ, თამაშებზე 10 კურო წამემიყვანო?!!" _ გაგიჟდა.

ერთიც: "გურიის" პრეზიდენტი ვარ და სტადიონზე რაიონის ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. 4:0 მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ბევრის გატანა შეგვეძლო. ახალი ხელმძღვანელი გასახდელში შემოვიდა და ერთ მოთამაშეს დააჯინდა _ შენ ის გოლი კი უნდა გაგეტანაო... 11 კაცში მაინდამაინც მეკარე "ამოარჩია"!!!




 ახალი ამბები
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...