ნაწყვეტები ლანჩხუთის გამგებლის საავტორო წიგნიდან "გურიაში გურულად“

საზოგადოება

ნაწყვეტები ლანჩხუთის გამგებლის საავტორო წიგნიდან "გურიაში გურულად“

2015 იან 29 21:07:48

"ამ პატარა წიგნის მკითხველისთვის შეთავაზება გადამაწყვეტინა ჩემი კუთხის და ჩემი ხალხის სიყვარულმა. სამწუხაროდ, წიგნში წარმოდგენილი პერსონაჟების უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის, ნათელში ამყოფოს ღმერთმა მათი სულები! ამ წიგნის შექმნის მიზანი სწორედ მათი პატივისცემა და გახსენებაა. როგორც მოგეხსენებათ, გურია და გურულები ვერავის წარმოუდგენია სხარტი და ლამაზი ხუმრობების გარეშე. წიგნში ასახული მასალები სინამდვილეა და ყოველგვარი შესწორების გარეშე, გურული გადმოცემით (კილოთი) მინდა შევთავაზე მკითხველს, რაც, ჩემი აზრით უფრო საინტერესოა“. _ ასეთ წინასიტყვაობას უკეთებს მის მიერ 2010 წელს გამოცემულ წიგნს "გურიაში გურულად“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.

წიგნში, ჩანახატებთან ერთად, რომლებიც ავტორის თქმით ნამდვილი ამბებია, ზაზა ურუშაძის რამდენიმე ლექსიცაა შესული.
„გურია ნიუსი“ სტილის დაცვით გთავაზობთ ნაწყვეტებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის საავტორო წიგნიდან:

ჰუმანიტარული

_ რაცხა ჰუმანიტარული რიგდებაო, რომ იძახის მთავრობა, რა ჯანდაბაა ხომ არ იცი? _ ეკითხება ბიჭიკო თავის მეზობელ გიგლას.
_ რაა ბიჭიკო, ჰუმანიტარული იცი? მშიერი რომ კდებოდე და ზურგზე საჭმელი გქონეს დალაგებული. მისტობი?
1999 წელი

ყური გამიხრიტე

გივი ავტომანქანა გაზ-50-ით ქუთაისიდან ლანჩხუთში მოდის. გადაჭარბებული სიჩქარისთვის სამტრედიაში ინსპექტორმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. გივიმ საბუთები მიაწოდა. ინსპექტორმა მართვის მოწმობას ჩახედა და გაკვირვებული მიუბრუნდა გივის _ რა არის, რას გაქვს აგი ტალონი? ადგილი არ არის ზეთ, იმდენჯერაა გახვრეტილი და მე ახლა რა ვქნა?
_ აა, ბატონო ტალონზე ადგილი თვარაა და ვერ ხვრეტ, ნუ ინერვიულეფ, მოი აგერ და ყური გამიხვრიტე. ოღონდ პრავა არ ჩამომართვა.
პასუხისგან გამხიარულებულმა ინსპექტორმა გივის მართვის მოწმობა დაუბრუნა.
1978 წელი

შვაკაცი

მე დავიბადე სოფელში,
იქ გავიზარდე, დავკაცდი,
ქალაქში საურთიერთოდ,
სუ არ მჭირდება შვაკაცი.
1996 წელი

უფულოთ

როდესაც ზიხარ უფულოდ
და არ გაქვს შონის შანსები,
არც მეგობრები გაწუხებს
და აღარც ძველი ნაშები.
2008 წელი

დაკარგული ფერი

მშიერ კაცზე ვარესი
ამ ქვეყნად არაფერია
საცოდავ ხალხის ყურებით
მეც დამეკარგა ფერია.
(ფერი რომ არ დაგეკარგოთ დაეხმარეთ ვისაც უჭირს)
2007 წელი

არ მოგიწონებს

ჩაშვებას და დაბეზღებას
არავინ არ მოგიწონებს,
სხვის კაბინეტს და მაგიდას
ნუ აუღებ შენ ზომებს.
2001 წელი

რუსის ქალი

რუსის ქალი, მართლა ქალი
დაგვავიწყდა, სადღა არი
არჩევნებზე გაიქეცი
აირჩიე ხალხი მრგვალი.
და ხმამაღლა გაჰყვიროდი:
აღა გვინდა, რუსო წაიი...
არ გინდოდა? ჰოდა კაი,
ეხლა მაშინ ნუ ყვირიხარ,
გაჩუმდიო და წყნარად წაი...
2004 წელი

„კომუნისტური პარტიის დაშლა როცა დაიწყო, პირველებმა ლანჩხუთში გურულებმა მოვაბით თოკი ყელში ლენინის ძეგლს და კვარცხლბეგიდან გადმოვაბრძანეთ. ხოლო თბილისში რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა მისი ჩამოგდება. სწორედ მაშინ  გადავწყვიტე, ეს ლექსი დამეწერა“ _ ასეთი შესავალი აქვს ლექს სათაურით „ლენინს“

ჰეი, ნუ სტირი ლენინო
ცრემლი ნუ გიდგას თვალშია,
ჯერ თბილისს მაინც დაჰყურებ
კვარცხლბეგზე შემომდგარია.
კომუნისტების ბელადო,
ლენინო ქარიყლაპიავ
ჩვენთან კი შენი ძეგლები
არცერთი აღარ არიან.
რაც გორბაჩოვი მოვიდა
და მისი დემოკრატია,
ლენინის სახელს ვერ ამბობს
კომუნისტური პარტია.
მტერ იყავ საქართველოსი
ბელადო, შენი დედისა,
ოცდაერთს რა დაგვავიწყებს
დამპყრობო ჩვენი ერისა.
მოსკოვში, მავზოლეუმში
აგდიხარ, როგორც მძორია,
პროლეტარების ბელადო,
წავიდა შენი დრონია.
კომკავშირს ბოლო მოეღო,
მას მოსდევს შენი პარტია
ერთ წელში განთავისუფლდა
ესტინეთ, ლიტვა, ლატვა.
ჩვენი დროც მალე დადგება
თავისუფლება ნანატრი,
შენ გქონდეს შენი პარტიაც,
კომუნიზმიც და ალამიც.
ზაზა ურუშაძე
ლანჩხუთი 1990 წელი




 ახალი ამბები
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...
  • ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს _ თეა წულუკიანი აქციის დაშლაზე"ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების, თუ ბოქლომების საშუალებით," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია აქციის მონაწილეებმა კანონი არ დაარღვიონ და სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალონ. "მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს, იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია," - აღნიშნა თეა ... ...
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყო. პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?