პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

საზოგადოება

პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

2015 თებ 3 14:52:15

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 27 იანვრიდან 3 თებერვლამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, „2014 წელი იყო გამონაკლისი, როცა ბიუჯეტი შესრულდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ 2014 წელს ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ ქაღალდზე და ამ წელს დაგეგმილი პროექტები სრულად არ განხორციელდა.

ფაქტ-მეტრი ბიუჯეტის შესრულების საკითხით დაინტერესდა და ზემოთ მოცემული განცხადებები გადაამოწმა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 100.2%-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 98.9%-ით შესრულდა. რაც შეეხება 2004-2012 წლების ბიუჯეტის შესრულებას, ეკონომიკური ზრდის გამო საბიუჯეტო შემოსავლები ისეთი ტემპით იზრდებოდა, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვნად აჭარბებდა წლის დასაწყისში დამტკიცებულ ბიუჯეტის გეგმას.

შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების კუთხით, წინა წლები შეიძლება ბევრად უფრო წარმატებულად ჩაითვალოს.

ხოლო, რაც შეეხება 2014 წელს, გასული წლის დასაწყისში დაგეგმილი ხარჯების სრულად ათვისების კუთხით, ბიუჯეტის შესრულებაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა შეინიშნებოდა.

თუმცა, საბოლოოდ, 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით, ხოლო გადასახდელების გეგმა 98.9%-ით შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ბიუჯეტის გეგმა შესრულდა, 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულმა არათანაბარმა ხარჯვამ ბიუჯეტის რეალურად შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა. კერძოდ, 2014 წლის დეკემბერში ბიუჯეტიდან გადარიცხულმა თანხამ 1 253 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლის განმავლობაში, საშუალოდ, თვეში 600-700 მლნ იხარჯებოდა.

მნიშვნელოვანი ხარჯვა წლის ბოლო დღეებში, 25-დან 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ამ დღეებში მხარჯავი დაწესებულებებისთვის 489 მილიონი ლარი გადაირიცხა. ლოგიკურია ითქვას, რომ ამ თანხით დასაფინანსებელი პროექტების განხორციელება 2015 წლისთვის გადაიდო, ბიუჯეტის შესრულება კი, არა მხოლოდ დაგეგმილი თანხების გადარიცხვას, არამედ წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განხორციელებასაც ნიშნავს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი, ხოლო ზურაბ ჯაფარიძის განცხადება – მეტწილად სიმართლე.

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტატია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ არ გავაკეთეთ ბიუჯეტის კორექტირება. წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს 100%-ით ასრულებდა ბიუჯეტს“.

2004-2012 წლებში ბიუჯეტის გეგმის ცვლილება მართლაც ხორციელდებოდა, ხოლო 2013 და 2014 წლების ბიუჯეტების კანონში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა.

2004-2012 წლებში ბიუჯეტში ცვლილება იმიტომ ხდებოდა, რომ შემოსავლები იზრდებოდა და ხშირად ბიუჯეტის შემოსავლების შესრულება თავდაპირველ გეგმას 25-30%-ითაც აჭარბებდა. ცვლილება გეგმის 100%-იანი შესრულების მიზნით არ ხდებოდა, პირიქით, გეგმაში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაზრდილი შემოსავლებით და ბიუჯეტის გადაჭარბებული შესრულებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ბიუჯეტის თავდაპირველი გეგმა ცვლილების შემდეგ კი არ იკლებდა, არამედ იზრდებოდა. ამ ფაქტორის გამო, პრემიერის პათოსი, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ცვლილების შედეგად ხდებოდა გეგმის მოჩვენებითი შესრულება, ცალსახად არასწორია.

შესაბამისად, მისი განცხადება მცდარია.

პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი განცხადება საქართველოს ექსპორტის მოცულობას ეხებოდა. პრემიერის თქმით, „ორ წელიწადში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა 24%-ით. ამ პერიოდში ევროკავშირთან ექსპორტი გაიზარდა 70%-ით“.

ორ წელიწადში ექსპორტის მოცულობა 20.5%-ით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან 76%-ით გაიზარდა.

2013 წელს ექსპორტი 22%-ით გაიზარდა და 2013 წლის ხარჯზე, ბოლო ორი წლის ჯამიც საკმაოდ შთამბეჭდავი ჩანს, თუმცა 2014 წელს ექსპორტის მხრივ წარუმატებელი წელი იყო. 2014 წელს ექსპორტის მოცულობა გასულ წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა. ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა დსთ-ს ქვეყნების ჯგუფში, ევროკავშირთან კი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი – 24%, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება რეალურისგან (20.5%), ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ორი წლის ჯამურად წარმოჩენით, პრემიერმა გადაფარა 2014 წლის ექსპორტის უარყოფითი მაჩვენებელი და საქართველოს ექსპორტის ტენდენციის წარმატებულად წარმოჩენას ეცადა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. ბერუჩაშვილის თქმით, „Роснефть“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს ამ ეტაპზე არ არღვევს.

კომპანია „Роснефть“-მა 2009 წელს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან უკანონო ხელშეკრულება გააფორმა, ამასთან, 2010 წლიდან საქართველოს სუვერენულ საზღვრებში მდებარე კონტინენტურ შელფზე ნავთობმოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, რაც არღვევს როგორც საქართველოს “კანონს საზღვაო სივრცის შესახებ,” ისე კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. გარდა ამისა, რუსული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 3 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს, რაც ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონს.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს მიმართოს.

„Роснефть“-მა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი დაარღვია 2009 წელს და ეს  დღემდე გრძელდება. ის, თუ როგორ უნდა მოხდეს კანონით დადგენილი პროცედურების იმპლემენტაცია და რა სახის სანქციები უნდა დაეკისროს რუსულ კომპანიას, შესაძლებელია ცალკე განხილვის თემა და სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა არა თავად ის ფაქტი, რომ კანონი დაირღვა.

შესაბამისად, თამარ ბერუჩაშვილის განცხადება ტყუილია.




 ახალი ამბები
  • გიორგი გახარია: "ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ"შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც ერთად მიღწეული შედეგისთვის: „მოვინახულე პოლიციის დაშავებული თანამშრომლები. ძირითადად, ეს, გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს _ ერთ პოლიციელს დაზიანება აქვს თავის არეში. მას ახლა აკვირდებიან ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ!“ _ განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია: ‘სამინისტრო იძულებული იყო, მოეხდინა ძალების მობილიზება“შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს _ „სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“. როგორც მინისტრმა განაცხადა, „თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც“. მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ: „შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა. შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო გახდა იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, _ თქვა ... ...
  • "გაიღიმეთ" _ უტიფრად გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა"„მთავარი პრობლემა პანკისის ხეობაში არის უპატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ჰესი არის აისბერგის წევრი,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს. გიგი უგულავამ პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიმშვიდე არის მათი თავდაცვის და სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალება. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე ისაუბრა. „მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, უნდა გვესმოდეს რატომ მივიდეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი რაიონი ამ ვითარებამდე. ბოლო 7 წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში აქამდე მიგვიყვანა. აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოდა ცენტრალური მთავრობა, არცერთი შტო აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს. ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, მავნებლურ სახელმწიფოსთვის კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირებს... "გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი გახარიას და მთავრობის მხრიდან,“- აღნიშნა უგულავამ რუსთავის 2-ის ... ...
  • აქციის შედეგად დაზიანებული სპეცტექნიკა _ "გურია ნიუსის" ფოტორეპორტაჟი პანკისიდანმძიმე დღის შედეგი პანკისიდან _ ამ დროის მონაცემებით დაშავებულია 27 ადამიანი. აქედან 12 პანკისის მცხოვრებია, ხოლო დანარჩენები სპეცრაზმელები არიან. დაპირისპირების შედეგად დამწვარია ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • ნიკა მელია: ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანს არ ჰყოლია„ეს იყო თავზე ხელაღებული ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭის ქმედება," - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მან შს მინისტრს, გიორგი გახარიას კრიმინალი უწოდა. ნიკა მელიამ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფელების მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესები ამოძრავებს. „მას და ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოჯადოებული წერე არასოდეს გაირღვევა ხალხის მიერ და ჰგონიათ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაეპატრონა ამ ქვეყანას სამუდამოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის... ბიძინა ივანიშვილი ხალხის ინტერესს და წუხილს არ ითვალისწინებს, მას ბიზნესინტერესები ამოძრავებს და გახარიას, ჩხარტიშვილისა და ფარცხალაძეების მეშვეობით ამ ბიზნესინტერესებს ახორციელებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ. ოპოზიციის წევრმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოლო განცხადებიდან  იკვეთება, რომ ის შეუშინებიათ ხალხს. გახარიას თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის. "შეუშინებია ხალხს ბატონი გახარია," - აღნიშნა ნიკა მელიამ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს ცინიკოსი უწოდა.  „ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანას არ ჰყოლია, ხან თვალს აპაჭუნებს, ხან წერილი გინდათ თუ სიხარულიო, ამაზე ლაზღანდარობს. დღეს თურმე, ჟურნალისტმა, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გადაყლაპა, ამ ადამიანს ეუბნება ცინიკურად, რომ გაიღიმეო,“ - განაცხადა ნიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...