თურქ ტურისტებს შორის საქართველო ყველაზე პოპულარული ქვეყანაა

საზოგადოება

თურქ ტურისტებს შორის საქართველო ყველაზე პოპულარული ქვეყანაა

5 თებ. 2015, 19:30:18

ყველაზე პოპულარული ქვეყანა თურქი ტურისტებისათვის, გასულ წელს საქართველო აღმოჩნდა. უცხოეთში გასული თურქეთის მოქალაქეების 15 პროცენტი სწორედ საქართველოს ეწვია. პოპულარობით კი ყველაზე მეტად ბათუმი გამოირჩეოდა.

ამ მონაცემებს თურქეთის სტატიკის ინსტიტუტი აქვეყნებს, რომლის მონაცემებითაც ქვეყნის გარეთ გასულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი საქართველოს, საბერძნეთს (10,9 პროცენტი), ბულგარეთს (8,7 პროცნტი), გერმანიასა (6,4)  და აზერბაიჯანს (3,0 პროცენტი ეწვია.  დანარჩენები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე მოდის.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, მთლიანობაში უცხოეთში გასული თურქეთის მოქალაქეების რიცხვმა დაახლოებით რვა მილიონი ადამიანი შეადგინა და მათ ხუთი მილიარდ 470 მილიონი დოლარი დახარჯეს.

საშუალოდ კი თითოეული თურქეთის მოქალაქის დახარჯულმა თანხამ მასპინძელ ქვეყანაში 685 დოლარი დახარჯა.

გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გამომდინარე თურქი ტურისტების მიერ საქართველოში გახარჯული თანხა კოლოსალურ შემოსავალს შეადგენს და ეკონომიკისათვის კარგი სტიმულია.




 ახალი ამბები
  • რომელ მეტროსადგურებს ჩაუტარდება რეაბილიტაციათბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე - „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.     „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მომესახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად  ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია, ანუ დღიდან მათი გახსნისა. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები იყო ჩატარებული, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.  „დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, -  განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური  მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. „ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატრებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.       ... ...
  • ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „შვებულების პირველი დღე და 13:00 გამოკითხვა შს სამინისტროში.(ორთაჭალა) თამარ ბაჩალიაშვილის საქმე!“_ წერს ის ... ...
  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყომეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ?  სასწრაფოდ იპოვეთ თავშესაფარი!  პირველ რიგში, უნდა იცოდეთ ჭექა-ქუხილი საფრთხეს როდის წარმოადგენს. ამისათვის გაელვებასა და ჭექა-ქუხილს შორის დრო უნდა დაითვალოთ. თუ ეს შუალედი 10 წამზე ნაკლებია, მაშინ მეხი თქვენგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. თუ შუალედი სამ წამზე ნაკლებია, უკვე მოვლენის ეპიცენტრში იმყოფებით და დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. ადრე ითვლდებოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე საშიში მუხა იყო, თუმცა დღეს უკვე ეს მოსაზრება მითად იქცა. ამის სანაცვლოდ უნდა გახსოდეთ, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხის ქვეშ დგომა საერთოდ არ შეიძლება. ეს განსაკუთრებით ეხება განცალკევებით მდგომ ხეებს, რადგან მეხი მაღალ საგნებს ეტანება. შესაბამისად, ელვისა და ჭექა-ქუხილის დროს უნდა ერიდოთ სწორედ ისეთ ადგილებს, როგორიც არის მაღალი ხეები, ტყის განაპირა ნაწილები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვ. მსგავსი ობიექტებისგან მინიმალური დისტანცია 10 მეტრს უნდა შეადგენდეს. უფრო საიმედოა ახალგაზრდა ბუჩქებში ყოფნა. ჭექა-ქუხილის დროს, პირველ რიგში, ახლოს მდებარე ნებისმიერ შენობას უნდა შეაფაროთ თავი. სახლის გარდა ეს შეიძლება იყოს მაღაზია, პავილიონი ან სხვა რაიმე დაწესებულება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას შეაფაროთ თავი, მაგრამ მის კედლებს არ შეეხოთ. თავშესაფრის ძებნის დროს ქოლგას ნუ გახსნით. საჭესთან ვარ. რა ვქნა? ჭექა-ქუხილის დროს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარი არის მანქანა. თუ უამინდობამ ავტომობილის მართვის დროს მოგისწროთ, გაჩერდით ხეებისა და ელექტროგადამცემი ბოძებისგან მოშორებით, გამორთეთ ძრავა, დახურეთ ფანჯრები. სანამ წვიმს, მანქანის კარის ლითონთან შეხება საშიშია. მაშინაც კი, თუ ავტომობილს მეხი დაეცემა, ის კორპუსის ზედაპირს გაივლის და სველი საბურავების მეშვეობით ნიადაგში ჩავა.  ველოსიპედისტებმა და მოტოციკლეტისტებმა მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ, შეეცადონ უახლოეს შენობაში დაიმალონ ან სხვა უსაფრთხო ადგილი იპოვონ. თუ მიმდებარედ ასეთი არაფერია, უნდა ჩაიმუხლოთ და მუხლებზე ხელები შემოიჭდოთ. უმჯობესია, ეს მოხდეს ასფალტზე და აუცილებლად ველოსიპედიდან ან მოტოციკლეტიდან, სულ ცოტა, 5 მეტრის დაშორებით. ექსპერტები კარვებში მყოფ მოლაშქრეებს ურჩევენ, სანამ ჭექა-ქუხილია, მანქანებში გადაინაცვლონ. თუ საკუთარი ავტომობილით არ ხართ, დახმარება სხვებს სთხოვეთ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში სპორტის სახეობებია გოლფი და ცხენოსნობა, რაც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ახსნას არ საჭიროებს.  თუ ჭექა-ქუხილმა მოგისწროთ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, სადაც ვერანაირ ნაგებობას ვერ პოულობთ, რაც შეიძლება დაბლობი და ჩავარდნილი ადგილი უნდა იპოვოთ. წინასწარ მოიშორეთ მეტალის ყველა ნივთი და სულ ცოტა, 5 მეტრის რადიუსში დადეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ მიწაზე. სადმე ახლომახლო მეხი თუ დაეცა, ეს საფრთხეს გაზრდის. თუ ასეთ სიტუაციაში რამდენიმე ადამიანი ერთად აღმოჩნდით, აუცილებელია, ჯგუფი დაიშალოს. თანამგზავრებს შორის დისტანცია, სულ ცოტა, 1 მეტრი, უკეთეს შემთხვევაში კი 3 მეტრი უნდა იყოს. მთაში შედარებით უსაფრთხო ადგილია კლდეებიდან რამდენიმემეტრიანი დაშორება. მართალია თუ არა, რომ ჭექა-ქუხილის დროს წყალში ყოფნა ძალიან საშიშია?  დიახ. ჭექა-ქუხილის დროს ყველაზე საშიში ადგილია წყალსაცავები და აუზები, სადაც მეხის დაცემის რადიუსი ას მეტრს აღწევს. ამიტომაც მოცურავეებმა წყალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, როგორც კი მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის ნიშნები გამოჩნდება. კატარღები, ნავები, იახტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ ხმელეთისკენ, ბორტზე მყოფებმა კი ლითონის საგნებისა და ანძებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ და რაც შეიძლება დაბლა დასხდნენ.  სხვათა შორის, სველი ტანსაცმელი კარგი ელექტროგამტარია. ასე რომ, ზოგჯერ ახალომახლო მეხის დაცემის შემთხვევაშიც კი მის შედეგს ამსუბუქებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამით სასიკვდილო დაზიანების თავიდან არიდება შეგიძლიათ. კვამლის წყარო დაახშეთ! კერძო სახლსა თუ აბაზანაში ანთებული ღუმელი საშიშროებას წარმოადგენს. ამის მიზეზი არის ის, რომ ბუხრიდან გამოსულ კვამლს მაღალი ელექტროგამტარობა ახასიათებს. ამიტომაც ცეცხლი უნდა ჩააქროთ. გათიშეთ მობილური ტელეფონი! დანამდვილებით არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ჩართული მობილური ტელეფონი მეხის დაცემის ალბათობას, მაგრამ ექსპერიმენტის ჩატარება ნამდვილად არ ღირს. რაც შეეხება სახლის ტელეფონს, უმჯობესია ის ქსელიდან გათიშოთ, თქვენ კი სადენებისა და ჩამრთველებისგან შორს იყოთ. და ბოლოს, დაზარალებულს დახმარება აღმოუჩინეთ!  თუ თქვენს თანამგზავრს მეხი დაეცა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ექიმი უნდა გამოიძახოთ, მაგრამ მაშველების მოსვლამდე დრო არ დაკარგოთ. თუ დაზარალებულმა გონება დაკარგა, ზურგზე დააწვინეთ და თავი ცალ მხარეს მიუტრიალეთ, რათა ენამ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს. კანის დაზიანებული ზედაპირი უნდა გაწმინდოთ და სუფთა ბინტით დაფაროთ. სასურველია, მას ტკივილგამაყუჩებელიც დაალევინოთ. თუ გულის მასაჟის გაკეთების გამოცდილება ან ცოდნა გაქვთ, მაშინ ექიმების მოსვლამდე საქმეს შეუდექით, რათა დაზარალებულს გულის რიტმი აღუდგეს. წყარო: ... ...
  • „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა"- განათლების მინისტრი ბახვშიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გურიას ესტუმრა. მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის“,_ განაცხადა ჩხენკელმა. სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ცნობისთვის, სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე ... ...
  • გორში თიბისის დახმარებით მარწყვის სათბურები გაშენდება (R)ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მარწყვის სათბურების  მფლობელია. თიბისის მხარდაჭერით ფერმერი მეურნეობას მნიშვნელოვნად აფართოებს და მეზობელ სოფელ რეხაში 15-მდე ახალ სათბურს აშენებს. შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობით ფერმერი ბაღების გაშენებას სოფელ კარალეთშიც აპირებს - 3 ჰა ფართობზე ჟოლოს, ხოლო 1 ჰა ფართობზე მსხლის ნერგების დარგვა იგეგმება. „ჩემი ამოცანაა, როგორც ფერმერის მაქსიმალურად ბიოპროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს, რადგან მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. ბიზნესის განვითარებასაც ამ მიმართულებით ვგეგმავ,” - ამბობს ფერმერი რამაზ ყაყიტაშვილი. მარწყვის ჯიში, რომელიც აქ არის გაშენებული, თურქეთში გამოიყვანეს ალბიონისა და სან-ანდრეასის შეჯვარების შედეგად. ახალი ჯიშის მარწყვი პირველად სწორედ გორის რაიონში დაირგო და როგორც ფერმერი ამბობს, ძალიან გაამართლა. „ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, მხოლოდ 3-დან 3 თვენახევარი ისვენებს, ისიც ზამთრის პერიოდში. ერთი ნერგი 800 გრამიდან 1 კილოგრამამდე მარწყვს გვაძლევს,“ - ამბობს ფერმერი. პროდუქციის რეალიზაციას მთლიანად ქართულ ბაზარზე ახდენს, ერთი კილოგრამი მარწყვის საბითუმო ფასი 10 ლარია. მომავალში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დასაფასოებელი დანადგარების შეძენასაც აპირებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა მარწყვის თუ სხვა ხილის საცალო გაყიდვებიც შეძლოს. ახლა მარწყვის სათბურებში ნერგების გამოყვანა მიმდინარეობს, რამაზ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ნერგების შემოტანა შეფერხდა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა მათი გამოყვანა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...