ხუნდაძე თავს დაესხმება, ჩხაიძე დაგვიცავს - საპარლამენტო-საფეხბურთო დელეგაცია თურქეთში

საზოგადოება

ხუნდაძე თავს დაესხმება, ჩხაიძე დაგვიცავს - საპარლამენტო-საფეხბურთო დელეგაცია თურქეთში

2015 თებ 6 15:55:25

ქართველი პარლამენტარები თურქეთში მინი ფეხბურთის  ჩენპიონატში  მონაწილეობას მიიღებენ, რის გამოც დღეს დღეს პარლამენტში  პლენარული სხდომა არ ჩატარდება. 

უკვე ცნობილია, რომ ერთმანეთს  უნგრეთის, თურქეთის, პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. 

პარლამენტის დეპუტატ შოთა ხაბარელი, რომელიც გუნდს ხელმძღვანელობს ამბობს, რომ  ქართული მხარე 13 კაციანი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი. 

"მე გახლავართ დელეგაციის ხელმძღვანელი. ვითამაშებთ მინი ფეხბურთს, თუმცა ცოტა მოზრდილი სტადიონია. რვა კაცით დაკომპლექტებული გადის პირველი შემადგენლობა და მასში იქნება ორი ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე და თემურ ჩხაიძე. იქნება ზურაბ ზვიადაურიც. ვფიქრობ, რომ კარგი ნაკრები გამოვა. საქართველო ამ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ გუნდში ,,ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ იქნება, თუმცა შეთავაზება ჩვენ მათ გავუგზავნეთ", _ განაცხადა ხაბარელმა ჟურნალისტებთან.

"გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დიმიტრი ხუდაძე თავდამსხმელი იქნება, თემურ ჩხაიძე  - ნახევარ დაცვა, გუნდში კი მათთან ერთად პარლამენტარები დავით ლორთქიფანიძე და ზაქარია ქუცნაშვილი ითამაშებენ. გუნდი სულ 8 მოთამაშისგან შედგება,რადგან ეს მინი ფეხბურთია. შესაბამისია სტადიონიც, 60/40-ზე. გუნდს ორი მეკარე ჰყავს, ზურაბ ზვიადაური და გიორგი გოზალიშვილი, რომლებიც საქართველოს კარის დაცვაში ერთმანეთს შეენაცვლებიან. 

როგორც პარლამენტის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, დაზუსტებით იცის, რომ ინგლისისა  და თურქეთის გუნდები თამაშობს.

 "მე რაც დაზუსტებით ვიცი, ინგლისის და თურქეთის საპარლამენტო გუნდები ნამდვილად თამაშობენ. მეც შემომთავაზეს, მაგრამ რომელი ფეხბურთელი მე ვარ და თან არც ასაკი მიწყობს ხელს. შევთავაზე, ისე წამოგყვებით და ინგლისთან რომ წააგებთ აბაულას ვიმღერებ-მეთქი. თუმცა, დამარწმუნეს, რომ მოიგებდნენ და დავრჩი“, _ აღნიშნა ჭკუასელმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას.  

საპარლამენტო-საფეხბურთო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში უკვე გაემგზავრა.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ხულოში _ დამწვარია 7 სახლიაჭარაში  ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში მოხდა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე დახმარება ერთ პირს გაუწია. ხანძრის გამომწვევი მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები ... ...
  • ოზურგეთის მერიასთან პოლიციაა მობილიზებულიამ წუთებში, ოზურგეთის მერიასთან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის ოლქია განთავსებული, მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ დღეს "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად არჩილ თალაკვაძის ოლქის დაბოქლომებას აპირებდნენ. თუმცა, მათ პოლიციამ და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთანამ წუთებში, ხმაურია ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან, სადაც ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს პოლიციასა და ქართული ოცნების წევრებს შორის. "ჩვენ აქ მოვედით და ვაპროტესტებთ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ არევნებს პროპორციული სისტემით", _ ამბობე ... ...
  • დღეს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ბოქლომს დაადებენევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ისინი რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დააბოქლომებენ, მათ შორის, ბოქლომის დადებას ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ოლქზეც გეგმავენ. ოზურგეთის მერიის შენობაში განთავსებულ ოლქში მისვლას დილის 9 საათისთვის გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ... ...
  • “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“ - თამარ ჩუგოშვილის შვილის წერილიპარლამენტარი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე მისი შვილის ნინის ნაწერს აქვეყნებს. “ნინის მიმოწერა კლასელთან. 9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება“- წერს თამარ ჩუგოშვილი. “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“, “არ არის ცუდი უხარია“ - წერს 9 წლის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?