25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემები

საზოგადოება

25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემები

25 სექ. 2020, 12:30:53

მიმდინარე ახალი სასწავლო წელი საიუბილეოა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიისთვის _ მეოთხედი საუკუნის წინ, 1996 წლის 15 ივნისს,  ხელი მოეწერა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის დაარსების დოკუმენტს.

როგორც სასწავლებლის რექტორის მოადგილე, ლევან გიორგაძე ამბობს, საიუბილეო სამოქმედო გეგმა მზად აქვთ, თუმცა, მისი გახორციელება არსებითად დამოკიდებულია შექმნილ ეპიდვითარებაზე:

"იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ ძველი და ახალი გიმნაზიელები სრულფასოვნად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.

25 წელი სტატისტიკისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ გახლავთ იმ გადასახედიდან, საიდანაც მოგვიწია დაძვრა და თითქმის უიმედო სიტუაციიდან დღემდე მოვედით", _ ამბობს გიორგაძე.

ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ სწავლა, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს დაიწყო და როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, აქაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი. თუმცა, როგორც ლევან გიორგაძე ამბობს, გიმნაზიას, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსით მოუხდა ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება:

"ახალ სასწავლო წელს, როგორც ყველა, გიმნაზიაც მზადყოფნით შეხვდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების ზედმიწევნად შესრულება ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. მოსწავლეებმა სასწავლო დრო უსაფრთხო გარემოში უნდა გაატარონ. ჯანმრთელობის და ვითარების პრევენციის გამო, მართალია, მთელი რიგი შეზღუდვები გვექნება სკოლებში, თუმცა მათი დაცვა და შესრულება გარდაუვალია.

ამასთანავე სკოლა მზადყოფნაში შეხვდება მოვლენების ყველაზე არასასურველ განვითარებას _ მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ძალიან მალე შევიძენთ ლიცენზირებულ პორტალს, რომლითაც შეუფერხებლად მოვახერხებთ გიმნაზიის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან დისტანციურ კომუნიკაციას.

ვფიქრობთ, წელსვე გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზეც (მომავალი წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის), რომლისთვისაც თვალყურის დევნების საშუალება მშობლებსაც ექნებათ, მათ მიუვათ სატელეფონო შეტყობინება მისი შვილის აკადემიური მდგომარეობის შესახებ, სმს-ები მიუვათ მეილებზეც.

გიმნაზიამ, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსებით (რომლითაც ნამდვილად არ ვართ დალხინებული, მეტიც, სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე ვდგავართ) უზრუნველყო ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ცუდი არ იქნებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო და დახმარება გაეწია ჩვენთვის.

არის საკითხები, რომელთა ნაწილს პირადად ვეთანხმები, თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ჩვენთვის. ვგულისხმობ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მიდგომას კერძო და საჯარო სკოლების მიმართ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები ასეთ დროს, გლობალური პანდემიის პერიოდში დიფერენცირებას.

კერძო სექტორში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება და პანდემიისგან დაცვა სახელმწიფოს ვალია! ეს ბავშვები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან! მათი მშობლები გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება ყველა სასკოლო პროგრამა. მაშინ რა გამოდის? კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ფულს იხდის იმაში, რომ ყველა პირველკლასელს, გარდა მისი შვილისა, დაურიგდეს კომპიუტერი; ყველა წარჩინებულმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მიიღოს "ჩემი პირველი კომპიუტერი", გარდა მისი შვილისა; ყველას დაურიგეეს სასკოლო სახელმძღვანელოები (მეორე წელია კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები) და არა მათ შვილებს და რითიც დავიწყე, იქ დავბრუნდები: სადეზინფექციო მარაგების შევსება დიდ თანხებს მოითხოვს! მინდა ყველა ქველმოქმედს გადავუხადო მადლობა, ვისაც სურვილი გასჩენია და კვლავ გაუჩნდება, რომ კეთილი საქმის კეთებაში მხარში დაგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს", _ ამბობს ლევან გიორგაძე.

დღეისთვის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში 230-მდე მოსწავლე სწავლობს და როგორც რექტორის მოადგილე ამბობს, აქაური ბავშვები ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ:

"ტრადიციულად, ჩვენი ბავშვები აქტიური, წარმატებული და საინტერესოები არიან. ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სტუდენტი ხდება და წარმატებული კარიერისთვის და ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და მიზანსაც აღწევენ. გამონაკლისები არც 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები იყვნენ _ გვყავს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი. ასევე, სამი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით, 70%-იანი გრანტით ისწავლიან. გიმნაზიელთა პირველი თაობები უკვე მშობლებად გვიბრუნდებიან სკოლაში და თავიანთი შვილების აღზრდას ისევ ჩვენ გვანდობენ", _ ამბობს გიორგაძე, რომლის სიტყვები  სასულიერო გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივზე საუბრისას ასეთია: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!", გიმნაზიაში კი 32 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს:

"დიდი გამოცდილება, უამრავი პროფესიული წარმატება და ახალგაზრდული შემართება, აქ მარტო ახალბედებს არ ვგულისხმობ, ერთად იყრის თავს ჩვენთან და ურთიერთთანადგომით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაშინ, როცა შენი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა სკოლებიდან უფრო მეტს იღებენ გასამრჯელოდ (საბედნიეროდ, წელს სახელფასო თამასა გიმნაზიაშიც აიწია).

რთულია, გულდადებულმა იმუშაო, კონცენტრაცია შეინარჩუნო, გული არ აგიცრუვდეს საქმეზე, მაგრამ გიმნაზიის მასწავლებლებმა არ უღალატეს უპირველეს მოვალეობას _ ბავშვის აღზრდას! რამდენიმე წავიდა სკოლიდან, რამდენიმემ სხვა სკოლაში შეითავსა სამსახური (არც ეს არის უცხო პედაგოგიური სამყაროსთვის). ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. თუმცა, ამით არ დასუსტებულა კოლექტივი _ შევსებაც მივიღეთ საინტერესო ახალგაზრდების სახით.

მინდა ყველა ჩემს მასწავლებელს, მეგობარს დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და კარგი მეგობრობისთვის _ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!" _ დასძენს სასწავლებლის რექტორის მოადგილე.




 ახალი ამბები
  • ვინ არიან ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებულები ლანჩხუთში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის გამარჯვებული იდეები გამოვლინდა და ამ  იდეების შესაბამისად, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცე მოეწყობა, ხოლო სუფსაში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. აკეთის თემში კულტურულ-მემკვიდრეობითი სივრცის მოწყობის იდეა მარიკა ბერიძესა და სალომე გეგიძეს ეკუთვნით. მათი ჩანაფიქრით, აიგება გურული ოდა სახლი, რომელიც „აკეთელების ღიღინის“ კუთხეს, პატარა ბიბლიოთეკას, სხვადასხვა დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისა და გურული ტრადიციების კუთხეს, „კალანდას“ გააერთიანებს. იდეის ავტორების აზრით, ოდა არა მარტო მნიშვნელოვან კულტურულ, არამედ ტურისტულ ცენტრადაც იქცევა. სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია კი  ნიკოლოზ ბერიძის იდეაა. მისი ინიციატივა სახურავის შეცვლას, გარე ფასადის მოხატვასა და სამუსიკო ინვენტარის შეძენას გულისხმობს. სკოლა სარგებელს მოუტანს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სამუსიკო სკოლაში სწავლობენ ან ისწავლიან. ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო სამი აგვისტოდან დაიწყო და ის ლანჩხუთის ნებისმიერ მაცხოვრებელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევდა. მათ მხოლოდ კონკრეტული იდეა უნდა წარედგინათ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა. მთავარ თემებად წელს განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეირჩა. სულ კონკურსში მოქალაქეებმა 47 ინიციატივა წარადგინეს. საბოლოოდ, ელექტრონულ კენჭისყრაზე ის 22 იდეა მოხვდა, რომლებიც 2021 წლის პრიორიტეტულ თემებს - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, სკვერებს, კულტურული კლუბების კეთილმოწყობას, სპორტულ სივრცეებსა და ღონისძიებებს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ხელისუფლებას გურია უბრალოდ არ აინტერესებს„გურიის რეგიონში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, წლებია გრძელდება მკვეთრად ნეგატიური ვითარება“, - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა გურიის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტი -  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  გურიას დაუფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი - მინუს 215 ათასი დოლარი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ გურია ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი მინუსებშია. თავისთავად ფაქტი, პანდემიიდან გამომდინარე ვარდნის მიუხედავად, მაინც ყოვლად მიუღებელი და საგანგაშოა. რეალობა არის ის, რომ გურიის რეგიონი ყოველთვის მოკლებული იყო ყურადღებას ყველა ხელისუფლების მხრიდან. რიცხვები მეტყველებს ყველაფერზე. წინა წლების სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც, სხვათა შორის, გურიასთან მიმართებით, მხოლოდ 2016 წლიდან ითვლიან,  ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს და ეს რიცხვი იყო მილიონ 653 ათასი დოლარი. მანამდე, 2018 წელს იყო 301 ათასი დოლარი, 2017 წელს ერთ მილიონზე ოდნავ მეტი (1,084 მლნ) და 2016 წელს 553 ათასი დოლარი. ეს არის ძალიან დაბალი მონაცემი იმ ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონისთვის, როგორიც არის გურია. ეს ნიშნავს, რომ ხელისფლების ინტერესში არ არის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. სხვაგავრად, წარმოუდგენელია, რომ გურიაში, რომელიც დახუნძლულია ზღვისა და მთის კურორტებით, სადაც იშვიათი სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის წარმოების უნიკალური პირობებია, სადაც ეკოტურიზმის განვითარებისთვის იდეალური წინაპირობაა, ვერ შექმნა კეთილმყოფელი საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, „ლელოს“ ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის საინვესტიციო კლიმატს რეგიონში და ეს დაიწყება „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ თანმიმდევრული განხორციელების შედეგად. „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე ამომრჩეველი დაინახავს რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს. „ლელო“ მოდის იმისთვის, რომ ემსახუროს ქვეყანას და არა ეპატრონოს მას. ჩვენ არჩევნების მეორე დღიდანვე დავიწყებთ „მარშალის გეგმით“ გაწერილ სამუშაოს. ერთად დავდებთ ლელოს საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში გურიაც ყოველთვის იტყვის თავის წონად სიტყვას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. ... ...
  • მაკა ჭყონია: „ოზურგეთის ბაღებში კვების პროდუქტებით ბავშვების მოწამვლა გამოირიცხა“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში,  ბავშვებში გავრცელებულმა ვირუსმა, რის გამოც ბევრ ბავშვს 11 სკოლამდელ დაწესებულებაში აღენიშნებოდა დიარეა, პირღებინება, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა კვების პროდუქტების მიმართ. „გურია ნიუსის“  ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ და დასკვნაც დაიდო, რის შესახებაც უკვე ვწერდით. „გურია ნიუსი“ ამ დილით სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს,  მაკა ჭყონიას კვლავ ესაუბრა, რადგან გუშინ მან გვითხრა, რომ  საღამოსთვის ეცოდინებოდა ლაბორატორიული დასკვნის შესახებ. სრული პასუხი ეცოდინებოდა. _ დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს,  რომ ამ ფაქტის ირგვლივ, კვების პროდუქტები გამოირიცხა. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნა არ მიგვიღია, _ გვითხრა მან.  ჩვენ, ასევე,  სეს-ის გურიის  რეგიონული სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი. _ გეტყვით, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. კვლევები კვლავ   გრძელდება.  მას თავისი მეთოდოლოგია აქვს. რაც  აქამდე გაკეთდა, იმ კვლევების მიხედვით, საკვები პროდუქტებით მოწამვლა ნამდვილად გამოირიცხა. თუმცა, კვლევა გრძელდება და როცა გვექნებ პასუხი, გპირდებით, მაშინვე გაცნობებთ და გახდება საჯარო, _ გვითხრა ... ...
  • რას იწვევს კანაფის ყოველდღიური მოხმარებამარიხუანას, როგორც სამედიცინო მიზნით გამოყენება, ასევე, მოხმარება დღეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაუწყებლობა Wbsu მედიკოსებთან კონსულტირების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას. თავდაპირველად მაუწყებლობა მარიხუანის გამოყენების დადებით მხარეებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტკივილსგან ათავისუფლებს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებული მედიკამენტების გამოყენებამ, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში ტკივილი 50%-ით შეამცირა. მსგავსი ეფექტი აქვს პარკისონის დაავადების მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, მას შეუძლია შფოთვის შემცირება. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს. რაც შეეხება მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების უარყოფით გავლენას, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს უვითარდება სურვილი მისი მოხმარების, რომ ისევ ის ეიფორია განიცადოს, რასაც მოწევა იწვევს და ამიტომ მასზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარება კარდიოვასკულარულ რისკს ზრდის. ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას, რაც საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას ორიენტაციის უნარის დაკარგვის და აზროვნების, მეხსიერების დაქვეითება შეუძლია. მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. გარდა ამისა, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, მაგალითად, ქრონიკულ ხველას და დეპრესიასაც ... ...
  • ჩატარდება თუ არა ნოემბერში პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდები? _ სამინისტრო ვერ პასუხობსეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე. 28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია. პრაქტიკოს მასწავლებელთა თქმით კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში. “ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს. პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის, მათი ინფორმაციით, არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...