ოზურგეთის მერსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

საზოგადოება

ოზურგეთის მერსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

14 თებ. 2015, 21:25:02

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, თამარ ნადირიძე, ქალაქ ოზურგეთის მერისა და თანამშრომლების მისამართით განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ისინი განსხვავებული აზრის დისკრედიტაციას ეწევიან.

"მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო სოციალურ ქსელებში ოზურგეთის მერიის თანამშრომლებისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ბოლო დროს გახშირებულ დაპირისპირებებზე ოპოზიციონერ საკრებულოს წევრებთან, ჟურნალისტებთან და უბრალო ადამიანებთან, რომლებიც მერისათვის არასასურველ ინფორმაციას ავრცელებენ.

ზემოხსენებულ მოვლენებს სათავე დაუდო თავად მერის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ჩემს მიმართ საჯაროდ გამოთქმულმა პრეტენზიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებზე. ამავე მოვლენებთან აშკარა კავშირშია იგივე სხდომაზე მერიის თანამშრომლების მობილიზაცია, რასაც შედეგად მოყვა მათი საჯარო დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატთან.

ოზურგეთში არსებული ზოგადი სიტუაციის გაანალიზებით ნათელია, რომ ამგვარი საქციელი მერის მხრიდან წახალისებისა და ორგანიზების გარეშე შეუძლებელია. ასევე ნათელია, რომ მერი ნებისმიერი საშუალებებით ცდილობს შეავიწროვოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. არსებულ სიტუაციაში გასარკვევად საკმარისია თვალი გადაავლოთ მერიის თანამშრომლების მიერ ბოლო თვეებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალას, რომელთა ერთობლიობიდან ნათლად ირკვევა, რომ მერისა და მასთან დაახლოებული პირების მიერ შექმნილია არაფორმალური ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა განსხვავებული აზრის ადამიანების დისკრედიტაციას.

ახალი არ არის ის, რომ ოზურგეთის მერს მის პოლიტიკურ ოპონენტებთან, პრესასთან და საზოგადოებასთან ლეგიტიმური ოპონირების და ურთიერთობის არც სურვილი და არც რესურსი არ გააჩნია, შესაბამისად ასეთი გზით ცდილობს მისთვის მეტად მტკივნეული და არასასურველი პროცესები არაფორმალურ საზოგადოებისათვის ნაკლებად თვალსაჩინო და ემოციებით გადატვირთულ ფორმაში გადაიტანოს.

მინდა განვაცხადო, რომ მერიის დაფინანსებაზე მყოფი ადამიანებისაგან ნებისმიერი სახის არაფორმალური ჯგუფის შექმნა და მისი საშუალებით საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება არის უკანონო და დაუშვებელი. ასევე მინდა განვაცხადო რომ ამ ჯგუფის მოქმედებებზე, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ოზურგეთის მერს.

მივმართავ ყველას ვისაც ევალება ან ხელეწიფება არსებულ არანორმალურ სიტუაციაზე მოახდინოს დადებითი ზეგავლენა, განსაკუთრებული ყურადღებით და დაუყოვნებლივ შეისწავლონ ოზურგეთის მერისა და მერიის დაფინასებაზე მყოფი ადამიანებისაგან შექმნილი არაფორმალური ჯგუფის მოღვაწეობა და აღკვეთონ მერის უკანონო მოქმედებები."

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:

"ქალბატონი თამილას სერიულ სიზმრებზე, კომენტარის გაკეთება არასერიოზული გვეჩვენება. ქალმა, რომელმაც თანამდებობა პოსტების ლეგიტიმაციისათვის დატოვა, ვთვლით,  რომ მერიის მხრიდან არანაირ შეფასებასა და კომენტარს არ იმსახურებს."




 ახალი ამბები
  • აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა (R)დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად.  დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.  კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:  ●    გინეკოლოგია ●      რეპროდუქტოლოგია ●      მშობელთა სკოლა ●      სამეანო განყოფილება ●      ორსულთა მეთვალყურეობა ●      ექოსკოპიური გამოკვლევები ●      ლაბორატორია ●      ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია  ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს.  დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა.  თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.  დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე - www.ddc.ge   ... ...
  • სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია (R)ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.   ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.  2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:  ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს. ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან. სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს. იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით. „ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - აცხადებს  ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოროღლიშვილი. ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა ... ...
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი აგვისტოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემადაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა. 12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს. კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო). შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი ... ...
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება _ როგორ და როდის მიიღებენ თანხას17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...