"საქართველოს ტერიტორიის მესამედს მხოლოდ ერთი სამინისტრო განაგებს"

საზოგადოება

"საქართველოს ტერიტორიის მესამედს მხოლოდ ერთი სამინისტრო განაგებს"

2011 ნოე 24 06:07:31
ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის 2011 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მორიგი საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია " CENN" გახლდათ. საჯარო შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყველა ის პუნქტი განიხილეს, რაზეც არასამთავრობოები და სამინიტროს წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. ასევე, განხილულ იქნა ის რისკები, ჰიპოთეზის დონეზე, რომელსაც შემუშავებული სამოქმედო გეგმა შეიცავს.

2011 წელი დატვირთული იყო გარემოს დაცვით სფეროში გახორციელებული ცვლილებებით. ერთ-ერთი მთავარი რეფორმის, ტყის ახალი კოდექსის შექმნის შესახებ, "გურია ნიუსმა" მკითხველს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

" CENN"-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა წარადგინა ინიციატივა თანამონაწილეობრივი შეფასებისთვის და განმარტა, რომ ეს ინიციატივა გულისხმობს ხელისუფლებასთან ღია და აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირი-საქართველოს 2011 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშის მომზადების პროცესში, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ევროკავშირს დაეხმარება მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების გააზრებასა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტებთან მათი შესაბამისობის დადგენაში.

გთავაზობთ ძირითად საკვანძო პრობლემებს: ქვეყნის სატყეო ფონდის 100%-ის იჯარით გაცემისა და მართვისთვის არ არსებობს შემდეგი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტები: სატყეო პოლიტიკა, სტრატეგია და საკანონმდებლო ბაზა (ტყის ახალ კანონპროექტში ოცამდე არარსებული საკანონმდებლო აქტია მოხსენიებული); ტყეები ინვენტარიზაციის გარეშე გაიცემა (უცნობია გასაცემი რესურსის ოდენობა, ტყეების ეკონომიკური პოტენციალი და მათი ეკოლოგიური ღირებულება);

არ ჩატარებულა ტყეების კატეგორიზაცია (სხვადასხვა კატეგორიის ტყეებში მართვის ფორმების მკაცრი გამიჯვნის გარეშე, შესაძლოა, გარემოს, მოსახლეობას და ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგეს. უსისტემო ჭრის შედეგად გააქტიურებული ეროზიული პროცესებისა და ტყის ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციის მოშლის გამო, წლიდან წლამდე იზრდება ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით აზარალებს. დიდია მსხვერპლი. დეგრადირებული უბნების გარდა, პრობლემურია ხელშეუხებელი კორომებისა და ძლიერდახრილი ფერდობების ათვისება. ასეთ პირობებში, პრობლემური უბნების იდენტიფიცირება, ამორიცხვა და მონიტორინგი სასიცოცხლოა); იჯარა ითვალისწინებს ტყის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას და ტყის ტერიტორიის გამოყენებას სხვა დანიშნულებებით; ასევე წყლისა და მინერალური რესურსების ათვისებას; საფრთხე ექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რომელიც მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების სიაშია; რეფორმა თემებს, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს ბუნებრივი რესურსების გარეშე ტოვებს, რამაც მომდევნო 49 წლის განმავლობაში შეიძლება შეაფერხოს რეგიონების განვითარება და, ზოგადად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესი; სატყეო სექტორის მართვის შემოთავაზებული მოდელი გამორიცხავს ახალი, მათ შორის, გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დაფინანსებით წლების განმავლობაში მუშაობდა; ტყეების მართვის სახელმწიფო მონიტორინგი ძირითადად ბაზრის კონტროლით შემოიფარგლება, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებისთვის კი, როგორიც დაცვითი ტყეების მართვაა, ხელისუფლებას კონტროლის შესაძლებლობა და რესურსები არ გააჩნია.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, " CENN"-მა სხვადასხვა სამინისტროებს მიმართა წერილობითი კომენტარებისთვის, ამგვარი პასუხები მიიღო:

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო: "2011 წლის 11 მარტის კანონის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ის უფლებამოსილებანი, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გახორციელებას, გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ საკითხებში უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ტყეების გაიჯარების საკითხი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება" (25.07.2011).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2011 წლის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ამ უწყებაში შედის გარემოს დაცვის სამინისტროს კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეული _ ნაპირდაცვის დეპარტამენტი): "დებულების შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა... აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროსადმი თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება სცილდება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს" (26.09.2011).

გარემოს ეროვნული სააგენტო: "სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მოაწყოს საჯარო განხილვა იმ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს მის კომპეტენციას" (15.09.2011).

დაცული ტერიტორიების სააგენტო: "გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შენიშვნებს და წინადადებებს "ტყის კოდექსის" პროექტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო დააფიქსირებს მისი ოფიციალური წესით წარმოდგენის შემდეგ" (27.09.2011).

როგორც ირკვევა, ერთადერთი უწყება, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მესამედის მართვაში საკუთარ კომპეტენციას ხედავს, დაცული ტერიტორიების სააგენტოა. საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2011 წლის გაზაფხულზე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ბუნებრივი რესურსების სააგენტო ჩამოყალიბდა, რომელშიც გადავიდა გარემოს დაცვის ინსპექცია (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); საგამოძიებო დეპარტამენტი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); სსიპ სატყეო სააგენტო (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან); ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტი (ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან).

გარდა ამისა, რაც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ტერიტორიების მსხვილ ლოტებად გაცემა შესაბამისად, მონოპოლიების წარმოქმნის დიდი რისკია.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური: "საქართველო 44 პუნქტად დაიყოფა, 44 უბანზე გამოცხადდება იჯარა. თავისთავად, ვინც რამდენიმეში გაიმარჯვებს, მერე უკვე გააერთიანებს".

"CENN"-ის განმარტების თანახმად, სახელმწიფოს რჩება საკმაოდ სუსტი მექანიზმები ტყის ინსპექტირებისათვის. ისინი ამ მოსაზრებას კვლავ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადების საფუძველზე აკეთებენ: "სახელმწიფო კონტროლის გარდა, შემოგვაქვს დამოუკიდებელი კონტროლიც. კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უპირობო დასკვნებს მოიტანენ იმის შესახებ, რომ ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება, აღარ გადავამოწმებთ," _ ამბობს ხეთაგური. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მან 2011 წლის ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის გეგმა დადებითად შეაფასა. დადებითი შეფასების ძირითად არგუმენტად კი, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია დაასახელა. ხელისუფლების განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ბუნებრივი რესურსების მართვაში სარგებლობისა და დაცვის ფუნქციები გაიმიჯნა, რასაც მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მხრიდან.

ევროინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის გამოსვლაში, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის, სამოქალაქო საზოგადოების, "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მსგავსმა ფრაზებმა გაიჟღერა: "გარემოს დაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებები 2011 წელს წარმატებით შესრულდა; გახორციელდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია; გაიმიჯნა სარგებლობისა და დაცვის ფუნქციები; ამ ფაქტს მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მხრიდან."

თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა, ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის სატელევიზიო განცხადებამ, რომელიც მან ვახო სანაიას გადაცემა "ევროპულ არჩევანში" გააკეთა: "იმედგაცრუებულები დავრჩით, როცა ტყე გახდა რესურსი ენერგეტიკის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ და ჩამოსცილდა გარემოს დაცვის სამინისტროს".

გარდა ამისა, ურთიერთსაწინააღმდეგოა მთავრობის განცხადებებიც. ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვის შესაძლებლობას ისინი მეიჯარეს უტოვებენ, ამის მიზეზად კი ადამიანთა და ფინანსთა რესურსის არქონას ასახელებენ. ამასთან დაკავშირებით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემაც ისაუბრა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. თუმცა, ამავდროულად, NEAP2-ში (გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა) წერია: "ტყეების 50%-ისთვის შემუშავებულია ტყის მართვის გეგმები, ტყეთმოწყობის სამუშაოების ჩათვლით".

ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ტყის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნათია იორდანიშვილის თქმით, სამინისტრო ღიაა ყოველგვარი აზრისთვის: "ერთი საჯარო შეხვედრა უკვე გაიმართა ტყის ახალ კოდექსთან დაკავშირებით და კვლავ მიმდინარეობს მუშაობა საუკეთესო პროდუქტის შესაქმნელად. შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯელობა ტყის 44 ლოტად დაყოფასთან დაკავშირებით და გამორიცხული არ არის მისი შეცვლა. ამჟამინდელი დაყოფა კი მდინარის აუზების მიხედვით მოხდა", _ აღნიშნა იორდანიშვილმა.

რაც შეეხება ინსპექტირების პრობლემას, მისი თქმით, მთავარი მოთამაშეები ამ შემთხვევაში მოიჯარე და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნებიან. ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამავდროულად გააკონტროლებს მოიჯარესაც. მართვა სახელმწიფოს მხრიდანაც გახორცილდება, შპს-ების სახით.

როგორც შეხვედრისას ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, "ტყის კანონის მიღების შემდეგ აუცილებლად მოხდება მისი კატეგორიზაცია. ხოლო ინვენტარიზაცია მოიჯარის ვალდებულება იქნება. რაც შეეხება ტყის 50%-ის ინვენტარიზაციას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ NEAP-ში უკვე ლიცენზირებულ ტყეებზეა საუბარი, რომლებზეც უკვე მართვის გეგმები არსებობს."

არსებობს კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და რომლებზეც პასუხის გაცემა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ხელისუფლების პოზიცია კი ასეთია: "ჯერ კანონპროექტი მუშაობის პროცესშია, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ზიანი მიადგეს ქართულ საგანძურს და ქვეყნის მოსახლეობა დაზარალდეს".




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...