“ბიძის კერძო ნაკვეთში გაუმართავი ხაფანგის ატანით, სამართალდარღვევა არ ჩამიდენია“

საზოგადოება

“ბიძის კერძო ნაკვეთში გაუმართავი ხაფანგის ატანით, სამართალდარღვევა არ ჩამიდენია“

5 მარ. 2015, 17:49:29

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა კიკნაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები თენგიზ ყაზაიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ყაზაიშვილს უკანონო ნადირობას ედავებოდნენ.

"2014 წლის 25 ნოემბერს გამოვლენილი იქნა უკანონო ნადირობის ფაქტი, რაც გამოიხატა მასზედ, რომ მოქალაქე თენგიზ ყაზაიშვილს ოზურგეთის რაიონის სოფ. შემოქმედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში დაგებული ჰქონდა დათვის ხაფანგი ცხოველის დაჭერის მიზნით.

აღნიშნულის გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, გრიგოლ კალანდაძის მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდდარღვევათა კოდექსის 239-ე-240-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი", _ წერია ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის თებერვლის დადგენილებაში.

თენგიზ ყაზაიშვილი არ ეთანხმება მოსამართლის გადაწყვეტილებას. მან უკვე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

"ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, 2015 წლის 16 თებერვლის დადგენილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-15 ნაწილით მცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით განმისაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია ის გარემოება, თითქოს, 2014 წლის 25 ნოემბერს გამოვლენილი იქნა უკანონო ნადირობის ფაქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, მე, თენგიზ ყაზაიშვილს, დაგებული მქონდა დათვის ხაფანგი ცხოველის დაჭერის მიზნით",_ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს თენგიზ ყაზაიშვილი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი მე-15 ნაწილის შემადგენლობის არსებობისთვის (ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია) აუცილებელია, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურდეს უკანონო ნადირობის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქ ჰქონია.

"კერძოდ, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დათვის ხაფანგი ატანილი იყო საკარმიდამო ნაკვეთში, მაგრამ ის არ იყო დაგებული. 2014 წლის 12 დეკემბერს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში არსებულ ჩემს ახსნა-განმარტებაშიც მითითებულია, რომ "სოფელ შემოქმედის მიმდებარე ტერიტორიაზე საკარმიდამო ნაკვეთში დათვის დაჭერის მიზნით ავიტანე დათვის ხაფანგი.

საკარმიდამო ნაკვეთში ხაფანგის ატანის ფაქტი კი არ მიუთითებს იმაზე, რომ დათვის ხაფანგი მომართული იყო ცხოველის დასაჭერად, ანუ არ ადასტურებს უკანონო ნადირობის ფაქტს. იმავე დღეს, 2014 წლის 12 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის სახელზე დაწერილ წერილობით ახსნა-განმარტებაშიც განვმარტავ, რომ "ბენო სურგულაძის საკარმიდამო ნაკვეთში ავიტანე მამაჩემის დატოვებული ხაფანგი... მაგრამ რომ გამერკვია, რამდენად მქონდა ამის უფლება, ხაფანგი არ დამიმუხტია. იმავე საღამოს ხაფანგი დაიკარგა.
ხაფანგი ჩემს მიერ ატანილი იყო ბიძაჩემის, ბენო სურგულაძის საკარმიდამო ნაკვეთში. სასამართლო დადგენილების 3.2. პუნქტში მითითებულია, რომ მოწმე ზვიად აბაშმაძის განმარტებით, მან ნადირის დასაჭერი ხაფანგი ნახა სურგულაძის ეზოში. გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის სახელზე დაწერილ წერილობით ახსნა-განმარტებაში კი მოწმე ზვიად აბაშმაძე მიუთითებს, რომ "2014 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა სოფელ შემოქმედის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნახა დათვის ხაფანგი.

გარესმოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსის სახელზე დაწერილ წერილობით ახსნა-განმარტებაში მოწმე ნატო ნადირაძეც მიუთითებს, რომ ხაფანგი ნახა სოფელ შემოქმედის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფელ შემოქმედის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია დიდი მანძილითაა დაშორებული ბენო სურგულაძის საკარმიდამო ნაკვეთიდან, სადაც რეალურად ხაფანგი იყო ატანილი, ამდენად, ხაფანგის მდებარეობასთან დაკავშირებული მოწმეების ჩვენება არ შეესაბამება რეალობას. ერთმანეთთან შეუსაბამოა თავად მოწმე ზვიად აბაშმაძის მიერ სასამართლოსთვის მოცემული განმარტება ხაფანგის სურგულაძის ეზოში პოვნასთან დაკავშირებით და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამსახურის უფროსისთვის მიცემული განმარტება ხაფანგის სოფელ შემოქმედის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობასთან დაკავშირებით.

ხაფანგის აწყობილ (მომართულ) მდგომარეობაში არსებობაზე მიუთითებს მხოლოდ ზვიად აბაშმაძისა და ნატო ნადირიძის ჩვენებები. აღნიშნულთან დაკავშირებით განგიმარტავ შემდეგს: ხაფანგი, როდესაც ის აწყობილ მდგომარეობაშია, შეუმჩნეველია თვალისთვის, ის იფარება იმგვარად, რომ შეუძლებელია მისი დანახვა. ხაფანგის აწყობის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ნადირმა ვერ შეამჩნიოს ის. ადამიანებისთვის კი იმ ადგილას, სადაც ხაფანგია აწყობილი იდგმება გამაფრთხილებელი ნიშანი.

რადგან ხაფანგი მოუმართავი იყო, შესაბამისად, ადგილზე არც გამაფრთხილებელი ნიშანი იყო. გამაფრთხილებელი ნიშნის არსებობაზე არც მოწმეთა ახსნა-განმარტებებშია მითითებული. ამდენად, განგიმარტავთ, რომ ზვიად აბაშმაძემ სწორედ იმიტომ შეძლო ხაფანგის პოვნა, რომ ის არ იყო მომართულ მდგომარეობაში. ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, თუ რატომ გახდა მათ მიერ ხაფანგის სახლში წაღება აუცილებელი. თუკი, როგორც ისინი ახსნა-განმარტებაში მიუთითებენ, ხაფანგი უკვე გააუვნებელყვეს ჯოხის მეშვეობით. მაშინ ის უკვე აღარ წარმოადგენდა საშიშროებას შინაური ცხოველებისთვისაც და სხვის კერძო საკუთრებაში ნაპოვნი სხვისი ნივთის სახლში წაღება რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, იკვეთება აღნიშნული პირების ინტერესი, მითითებული ადგილიდან მოეშორებინათ ხაფანგი, რათა შემდგომში, ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელი გამხდარიყო იმ ფაქტის დადგენა, ხაფანგი მოუმართავ მდგომარეობაში იყო თუ აწყობილი.

ჩემ მიერ სამართალდარღვევის ჩაუდენლობის ფაქტს, ვფიქრობ, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს საკუთარი ნებით მივეცი ახსნა-განმარტება ნაკვეთში ხაფანგის ჩემ მიერ ატანის თაობაზე. სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადვილად შეიძლებოდა, უარმეყო ხაფანგის ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებობის ფაქტი. მაგრამ ახსნა-განმარტების მიცემის დროსაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი ბიძის კერძო საკარმიდამო ნაკვეთში მოუმართავი ხაფანგის ატანით სამართალდარღვევა არ ჩამიდენია.

დღემდე პასუხგაუცემელი რჩება ჩემი მთავარი კითხვა _ რატომ დარეკა აბაშმაძემ ხაფანგის აღმოჩენიდან ორი დღის შემდეგ გარემოს დაცვის ინსპექცია და როგორ ამტკიცებს, რომ ეს ხაფანგი იყო აწყობილი?

მივიჩნევ, რომ მოწმეების ჩვენება არ არის ობიექტური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ დაწერილი აქტი, სადაც ბრმად ენდობიან აბაშმაძის და ნადირაძის ჩვენებებს. ასევე, ჩემთვის გაურკვეველია გარემოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ქმედება, რატომ არ დაასწრო ხაფანგის ამოღების დროს თუნდაც აბაშმაძის რომელიმე მეზობელი ან თუნდაც მე", _ თქვა ყაზაიშვილმა.

"გურია ნიუსი" ყაზაიშვილის ერთ-ერთ სასამართლოს პროცესს დაესწრო, სადაც  მოწმე ზვიად აბაშმაძე დაიკითხა.

აბაშმაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მან ხაფანგი ყაზაიშვილის ბიძის საკარმიდამო ნაკვეთში ნახა, ხოლო მის მიერ დაწერილ ჩვენებაში ნახსენები აქვს, რომ ხაფანგი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. მოსამართლე მარინა კიკნაძემ კი აბაშმაძეს მის მიერ დაწერილი ჩვენება შეახსენა.

"არა, ხაფანგი თენგიზ ყაზაიშვილის ბიძის ნაკვეთში ვნახე, მაშინ დაბნეული ვიყავი და ამიტომ აღვნიშნე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია", _ აღნიშნა აბაშმაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა, ოთარ ბობოხიძემ და ალექსანდრე მიროდაძემ, 2014 წლის 27 ნოემბერს შეადგინეს აქტი, რომელშიც წერია:

"2014 წლის 27 ნოემბერს, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გამოვცხადდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სადაც გავესაუბრეთ და ახსნა-განმარტება ჩამოვართვით მოქალაქე ზვიად აბაშმაძეს და ნატო ნადირიძეს. ზვიად აბაშმაძის ახსნა-განმარტებიდან გაირკვა, რომ მან 2014 წლის 26 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინა ხელნაკეთი ხაფანგი. აღნიშნული აცნობა მოქალაქე ნატო ნადირაძეს და მათ ერთობლივად, იმის შიშით, რომ ხსენებული ხაფანგში არ გაბმულიყო შინაური ან გარეული ცხოველი, ხაფანგი გადაიტანეს ზვიად აბაშმაძის საკარმიდამო საცხოვრებელ ადგილას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დათვალიერებული იქნა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და, ასევე, დათვალიერებული იქნა ზვიად აბაშმაძის თანხმობით, მისი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთი. საიდანაც ამოღებული იქნა ხელნაკეთი ნადირის ხაფანგი".




 ახალი ამბები
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიესსაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. ბერძენიშვილის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა და მხარი ბერძენიშვილს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls