ვინ "თამაშობს" თხილის ფასით

საზოგადოება

ვინ "თამაშობს" თხილის ფასით

2015 მარ 18 16:08:49

ბოლო რამდენიმე დღეა, მოულოდნელად დაკლებული თხილის ფასი მცირე მეწარმეების თავსატეხი გახდა. როგორც მეწარმეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, თხილის ფასი 4 ლარით გაიაფდა, რამაც მცირე მეწარმეები ზარალის საფრთხის წინაშე დააყენა. მცირე მეწარმე კობა ფაჟავა აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ზუსტად ორი დღის წინ, 1 კგ თხილის ფასი 11 ლარი იყო, 17 მარტის მონაცემებით კი 10 ლარამდე ჩამოვიდა. მომდევნო ორ დღეში კი როგორც ამბობენ, ფასს "დაარეგულირებენ" და 7 ლარამდე ჩამოვა. მისივე თქმით, 15 მარტს მთელი დღის განმავლობაში 1 კგ. თხილის ფასი 12 ლარს აღემატებოდა.

ფასის ცვლილება რეალურია, მაგრამ აქტიურად საუბრობენ, რომ ამ ბიზნესის მონოპილია ხდება, ანუ საქმეში ჩაერთნენ ადამიანები, რომელთა უკანაც დიდი ფული და გავლენიანი პიროვნებები დგანან.

_თუ ბაზარი თავისუფალია, ფასს თავად ბაზარი უნდა არეგულირებდეს, როგორც აქამდე იყო და არა - კონკრეტული პიროვნებები. ორ დღეში თხილის 4 ლარით გაიაფება კითხვებს აჩენს, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიღაც გასცემს ბრძანებას, რომ თხილის შესყიდვა შეჩერდეს. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ძალიან შეიცვალა სიტუაცია და შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელს დაემსგავსა. წლებია ამ საქმეში ვარ და ასევე წლებია არც ბიზნესმენებისგან და არც ქარხნებისგან არ გამიგია, დღეს თხილს არ ვიბარებთო. ამ ყველაფერს კარგი პირი არ უჩანს.

_ შემსყიდველები ადგილობრივები არიან?

_დიახ, თურქებს არ უშვებენ, რადგან ისინი უფრო მეტ ფასს იხდიან. თურქები რომ არ ყოფილიყვნენ, გასულ წელს თხილი ფასი ასეთი მაღალი არ იქნებოდა. თურქეთში არსებულმა მოსავლის დეფიციტმა გაზარდა მოთხოვნა. რაც შეეხება დანარჩენ შემსყიდველებს, თუნდაც გერმანელებს, არც ისინი ჩანან ისე აქტიურად. დანარჩენი მუდმივი კლიენტები კი, რომელთაც თხილი ევროპის სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ, გვეუბნებიან, რომ ლიმიტი დაგვიწესესო. რაც ტყუილია, რადგან ორ დღეში ასეთი რამ არ ხდება.

ზარალზე საუბრობს კიდევ ერთი მცირე მეწარმე თემურ დარასელია, რომლის თქმითაც, თხილის ბიზნესზე ინტერესები კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ.

"თავიდან, თხილის ფასის თამაში დოლარის კურსს მივაბით, მაგრამ შემდეგ მალევე გაირკვა, რომ ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი კონკრეტულ პიროვნებებს გაუჩნდათ. მეც და უამრავ ჩემნაირსაც 1 კგ თხილში 11 ლარამდე გვაქვს გადახდილი. უკვე დავზარალდი, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროდუქტი ბრუნვაში არ გამიშვია, რადგან ფასის აწევას ველოდები. თუ რამდენიმე დღეში თხილის ფასი 7 ლარი გახდება, ფაქტობრივად, გავკოტრდები და ჩემს დღეში რამდენიმე ასეული ადამიანია. არადა, არიან ბიზნესმენები, რომელთაც ტონობით თხილი იყიდეს და დაალაგეს, რადგან იყო საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მაისში 15 ლარამდე აიწეოდა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ასეც მოხდებოდა", - აცხადებს თემურ დარასელია.

წყარო: www.bpn.ge



 ახალი ამბები
  • 65 წლამდე კაცმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო გააუპატიურა65 წლამდე კაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს გაუპატიურებისთვის დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. უწყების ცნობით, დაკავებულია 1955 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, სოფელში დაზარალებულისა და დაკავებულის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა და ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი ... ...
  • ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვენსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ქუთაისში დადგმის მოთხოვნით  პეტიცია შეიქმნა. „საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძლზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ძეგლი,“_წერია ... ...
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...