ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარებაა - რა იგეგმება რეგიონის დასახმარებლად

საზოგადოება

ჭიათურაში უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარებაა - რა იგეგმება რეგიონის დასახმარებლად

2015 მარ 27 22:54:51

ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების პრობლემა დიდი ხანია დგას. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში გარემოზე მიყენებულმა ზიანმა, დაახლოებით, 2 500 000 ლარი შეადგინა. აქედან ჭიათურის მუნიციპალიტეტზე 2 200 000 ლარი მოდის, ანუ გარემოზე მიყენებული ზიანის 80% მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მოსახლეობა შველას ითხოვს.

ამ საკითხთან დაკავშირებით 26 მარტს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში  მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში - "ეკოლოგიური პრობლემები ჭიათურაში"- მონაწილეობა მიიღეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ხელისუფლების და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირის" თავმჯდომარე  შოთა გაფრინდაშვილი ყველაზე კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც ჭიათურაში, წლებია, არსებობს:

"2006 წელს შემოვიდა კომპანია  "ჯორჯიან მანგანეზი" საქართველოში, რითაც "ბიზნეს-შეთქმულება" მოეწყო ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტორების შემოსვლას,  მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ინვესტიციებმა გაანადგუროს გარემო. "ჯორჯიან მანგანეზი" საქმეს უსიყვარულოდ აკეთებს. ასე გაკეთებულ საქმეს კი არ შეიძლება, შედეგი მოჰყვეს", _ამბობს გაფრინდაშვილი.

შეხვედრაზე ფილმის "ნაცრისფერი ჭიათურის" ჩვენება გაიმართა, სადაც აღწერილი იყო რეგიონში არსებული ვითარება. ფილმში კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდებიან მანგანუმით დატვირთული მანქანები ქალაქის ქუჩებში და ანაგვიანებენ გარემოს.

"ქალაქში უფრო მეტადაა ხალხი დაავადებული, ვიდრე სოფლებში. ჭიათურა მანგანუმის მტვერშია გახვეული. მანქანების საბურავები არ ირეცხება, ისე გადის ქალაქში.  ეს არის მომწამვლელი მტვერი, რომელიც იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს. რაც შეეხება წყალს, წლების მანძილზე არ გაწმენდილა "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილი რეზერვუარები. მისახედია ქალაქი, მაგრამ ძვრას ვერ ვხედავ", _ ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.
2013 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქში მანგანუმით დატვირთული მანქანებით გადაადგილება აკრძალა. დაწესდა შეზღუდვები.

" ისევ დაიწყეს სიარული. საათში, მაგალითად, 6 მანქანას, რომ უნდა გაევლო, დადიოდა 26.  "ჯორჯიან მანგანეზმა" საკრებულოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.  ამბობენ, რომ მეწარმეობის  შესახებ კანონი ირღვევა. სასამართლო დავა მიმდინარეობს ახლაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან გარდა სამეწარმეო კანონისა, არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება", _ გვეუბნება "ჭიათურელთა კავშირის" თავმჯდომარე.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ აღნიშნა, რომ გარემოს დაბინძურებასთან ერთად ჭიათურაში, მაღაროს მუშებს გაუსაძლის პირობებში უწევთ თავისი საქმის განხორციელება და საქმე ორმაგ სტრესთან გვაქვს:

"მოწყობილობები, რომლებსაც ისინი იყენებენ, ძალიან ძველია.  2013 წლის შემოდგომაზე როდესაც მუშებმა გაფიცვები მოაწყვეს, იყო დაპირება, რომ ახალი დანადგარები შემოვიდოდა ქალქაში, მაგრამ რამდენიმე საშხაპე და  გასახდელი თვალისასახვევად მოწესრიგდა.  ბევრგან კი იგივე სიტუაცია დარჩა. საპირფარეშოში არ შეისვლება. ჭიათურელ მუშებს სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. ამას დაბინძურების პრობლემაც  ემატება და ორმაგი დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე. ძალიან ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. რამდენი უბედური შეთხვევაც მოხდა, სასამართლო დაგვჭირდა ყოველთვის. ადმინისტრაცია ისე არ მოდიოდა დათმობაზე. ადვოკატის დაქირავების ფული არ აქვთ. შრომის ინსპექცია არ არსებობს.  ჩვენ უნდა ვიაქტიურთ, არასამთვარობო ორგანიზაციებს იურისტები ყველას გვყავს,  ჩვენ თუ ველოდეთ აღმასრულებელ უწყებებს,  კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი", _ განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.

გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე მინდორაშვილი შეშფოთებულია ჭიათურაში არსებული სურათით და ამბობს, რომ ამ პრობლემას მარტო ერთი უწყება ვერ გადაჭრის. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სამინისტროების, და  კომპანიის მხიდან კომპლექსური მიდგომაა საჭირო:
"ჯორჯიან მანგანეზი" გეგმავს ახალი ქარხნის შემოტანას. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. საუბარია არამარტო ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე, არამედ წყლის რესურსების დაცვაზეც. ვფიქრობთ, რომ ეს მისასალმებელია. კომპლექსურად უნდა მივუდეთ ამ პრობლემას, რომ ჭიათურა არ იქცეს არამარტო ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, არამედ ადამიანური რესურსების ნაკლებობის ზონად. სახელმწიფო უწყებებს აქვს ვალდებულებები და მოვალეობები, მაგრამ უფრო მეტი ვალდებულებები აკისრია თავად საწარმოს", _ განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

"ჯორჯიან მანგანეზის" გადაწყვეტილება, შემოიტანოს ტექნიკა, რომელიც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების და ჰაერის დაცვას, დადებითად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა.  თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ პრობლემის გამოსწორებამდე ჯერ კიდევ შორია და ჭიათურელი ხალხის დასახმარებლად სერიოზული ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დიდი სამუშაოები აქვს ჩატარებული. ორგანიზაცია ამჟამადაც აპირებს, ჭიათურის პრობლემებს ადვოკატირება გაუწიოს:

"მნიშვნელოვანი საკითხია გარემოს დაცვა.  გარემო სათანადოდ თუ არ არის დაცული, ირღვევა ადამიანის ბევრი უფლება, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და  სხვა უფლებები. საიასთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ  მსგავს თემებზე გვიმუშავია. ადამიანები ზარალდებიან პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ერღვევათ საცხოვრებელი ადგილის, საკუთრების, ჯანმრთელობის უფლება. ხუდონჰესის და კაზრეთის პრობლემატიკასთან ერთად ვგეგმავთ,  ჭიათურაში არსებული სიტუაციის შესწავლას, რომ დაზარალებულთა დაცვის მიზნით კონკრეტულ საქმეებზე ვიმუშაოთ" _ ამბობს საიას იურისტი ქეთი შუბაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (სენი) ჭიათურაში ნიადაგისა და წყლის დაბინძურების ხარისხის გასარკვევად ანალიზების ჩატარებას გეგმავს: 

"ჩვენი ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს კვლევაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას  რა გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთლეობაზე. გვინდა შევქმნათ თემატური პლატფორმა, რომლებშიც ჩაერთვებიან დაინტერესებული ის მხარეები, ვინც ჭიათურის საკითხზე მუშაობს. გაზაფხულზე გვინდა ჩავატაროთ ნიადაგის და წყლის ანალიზები, სინჯებს საზღვარგარეთ გავგზავნით", _ აცხადებს  "სენის" წარმომადგენელი ნინო გაფრინდაშვილი.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...