12 ქართველი მოსწავლე ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენციის ფინალშია

საზოგადოება

12 ქართველი მოსწავლე ევროპის მოსწავლეთა მათემატიკური კონფერენციის ფინალშია

2015 მარ 28 17:43:07

მოსწავლეთა ევროპული მათემატიკური კონფერენციის -European Student Conference  ,,EUROMATH 2015”- ფინალში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს  5 რაიონიდან 12 მოსწავლე  გაემგზავრა.

 მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბერ-დეკემბერში,  განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და  საერთაშორისო ასოციაცია "ბალავარის” ორგანიზებით, ევროკავშირის  პროექტის _ ,,Le- MATH’’-ის საფუძველზე, საქართველოს 55 რაიონში განხორციელდა პროექტი ,,ვუერთდებით ევროპას!“.

საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაცია ,,ბალავარის’’ პრეზიდენტის ლალი ბერძენიშვილის ინფორმაციით მასში მონაწილეობა მიიღო  570-მა სკოლამ, 5000-ზე მეტმა მოსწავლემ, მასწავლებელმა და მშობელმა.

_ ასოციაცია ბალავარის სწავლისა და სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებით პროექტი მიზნად ისახავს მათემატიკით მოსწავლეთა მასობრივად დაინტერესებას, მათემატიკის სწავლებაში სულ უფრო და უფრო მეტი მოსწავლისა და მშობლის  ჩართულობას.
  ჩვენ ეროვნულ დონეზე ოთხი საერთაშორისო მათემატიკური კონკურსი(Math-ea¬tre, MathFactor, MathPoster, MathPresentation)  ჩავატარეთ და გამარჯვებულები ევროპული კონკურსის EUROMATH 2015-ის შესარჩევ ეტაპზე წარვადგინეთ,
_ ამბობს ბერძენიშვილი.

საერთაშორისო კონკურსში Matheatre სამი სკოლის გუნდი იქნა წარდგენილი, კონკურსში MathFactor _  2 მოსწავლე, კონკურსში MathPoster  ასევე  2 მოსწავლე; საერთაშორისო ჟიურიმ მოიწონა საქართველოს მიერ წარდგენილი ყველა სკოლისა და მოს¬წავლის ნამუშევარი და გადაიყვანა ისინი ევროპის ფინალურ ტურში. გამარჯვებულთა შორის არიან როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული სკოლების მოსწავლეები.

ევროპის ქვეყნებიდან კონფერენციაზე მონაწილეობას იღებს 16 ქვეყნის 350 მოსწავლე, ასევე მონაწილეობენ ირანის, ლიბიისა და თურქეთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ცხადია, ქართველი მოსწავლეები EUROMATH 2015-ზე მონაწილეობით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ძალიან დიდ გამოცდილებასაც შეიძენენ; ევროპულ კონფერენციაზე მათი მონაწილეობა საქართველოს სკოლებში ,,Le-MATH’’ პროექტის წარმატებით დანერგვის საწინდარი იქნება,  რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს მათემატიკის პოპულარიზაციას და ამ საგნით მოსწავლეთა მასობრივ დაინტერესებას, _ აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, კონკურენცია ძალიან დიდია, თუმცა, იმედოვნებს, რომ ქართველი მოსწავლეები საპრიზო ადგილებს დაიკავებენ:

_ მას შემდეგ, რაც ათენში ჩამოვედით, კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერეთ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ამ საერთაშორისო ინტელექტუალურ შეჯიბრში. ქართველი მოსწავლეები ტოლს არ უდებენ თავიანთ ევროპელ თანატოლებს, კონკურენცია ძალიან სერიოზულია, მაგრამ ჩვენ არ ვკარგავთ საპრიზო ადგილებზე გასვლის იმედს.

თუმცა, დიდი ვნებათა ღელვა გადავიტანეთ ათენში გამომგზავრების წინ, რადგან საქართველოს მოსწავლეთა მონაწილეობა საერთაშორისო მათემატიკურ კონფერენციაზე, მიზეზთა გამო,  სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. მაშინ, როცა იმედი უკვე თითქმის გადაწურული გვქონდა, ასოციაციამ დახმარებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,  მიმართა.

ჩვენდა გასაოცრად (იმავდროულად, სასიხარულოდ!) მოქალაქეთა ხმამ ძალიან მოკლე დროში მიაღწია პრემიერ-მინისტრამდე, რაც ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ამას ხომ ოდითგან მიჩვეული არ ვიყავით! ბატონმა პრემიერმა  განსაკუთრებული  გულისხმიერება გამოიჩინა ნიჭიერი ბავშვების მიმართ, ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ქართველ მოსწავლეებსაც მისცემოდათ შან-სი თავიანთი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარები ევროპელ მოსწავლეთა ძალიან პრესტიჟულ მათემატიკურ კონფერენციაზე გამოევლინათ. 

  პრემიერ-მინისტრის მიერ  გამოჩენილი განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ოპერატიული დახმარებით, სახელმწიფო უწყებებისა და საბერძნეთის კონსულის ხელშეწყობით, ასევე  ძალიან მოკლე დროში აღმოიფხვრა სერიოზული პრობლემები,  რამაც საშუალება მისცა ევროპული კონკურსების პირველ ეტაპზე გამარჯვებულ ქართველ  ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ EUROMATH 2015-ის ფინალურ ტურში, _ ამბობს ბერძენიშვილი.




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...