დღეს პირველი აპრილია...

საზოგადოება

დღეს პირველი აპრილია...

2015 აპრ 1 16:49:20

„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“ - ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზა ბავშვობის ასაკიდან თითოეულ ჩვენთაგანს არაერთხელ გაუგონია. აპრილის პირველ დღეს ნაცნობ-მეგობრების მოტყუებას ყოველთვის გულმოდგინედ ვცდილობთ. ეს რთული საქმე ზოგჯერ „წარმატებით“ გამოგვდის, თუმცა ხშირად „გათამაშების“ მსხვერპლი თავად ვხვდებით. ამ „შეჯიბრში“ გამარჯვებული „ბარონ მიუნჰაუზენის“ მიმბაძველი გამოდის, რომელიც საკუთარი დამაჯერებელი ტყუილით მეტი ადამიანის „გაცურებას“ მოახერხებს.

პირველი აპრილის „საქმიანობაში“, მსოფლიოში არსებული სოლიდური მას-მედიის საშუალებებიც აქტიურად ერთვებიან. ზოგჯერ საქმე კურიოზებამდეც მიდის და საპირველაპრილო ტყუილებს ოფიციალური ორგანოებიც კი იჯერებენ. პირველი აპრილის ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილი და დრო სამწუხაროდ ზუსტად არავინ იცის.

ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან გავრცელდა. 1508 და 1539 წლების ფრანგული და დანიური წყაროები ადასტურებენ, რომ „სულელების დღეს“ გაშაყირების ტრადიცია სწორედ პირველ აპრილს იყო დამკვიდრებული.

დადგა მე-20 საუკუნე, მოვიდა მასმედიის და ინტერნეტის ხანა და პირველი აპრილის ტრადიციამ ფრთები გაშალა - ახლა ხომ უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამოდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი!

მსოფლიო მას-მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი პირველი „ცნობილი“ საპირველაპრილო „ხუმრობა“ 1934 წლით გახლავთ დათარიღებული.

იმ წელს არაერთმა ამერიკულმა გაზეთმა, მათ შორის „The New York Times“-მაც, დაბეჭდა მფრინავი კაცის ფოტო, რომელიც ჰაერში საკუთარი სუნთქვით მომუშავე აპარატს ეჭირა. თანმდევი სტატიები აღტაცებით აღწერდნენ ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას. კაცი, რომელიც გაზეთების მტკიცებით, გერმანელი მფრინავი ერიკ კოხერი გახლდათ, მკერდზე მიმაგრებულ ყუთში ჰაერს ბერავდა, რაც ძლიერი შემწოვი ეფექტის შემქმნელ როტორებს ააქტიურებდა. ამ ყველაფრის შედეგად კი ადამიანი ჰაერში იწეოდა. თუმცა ამერიკულმა გაზეთებმა ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს - მთელი ეს ისტორია უბრალოდ ხუმრობა იყო. აღნიშნული ფოტო პირველად გერმანული გაზეთის „Berliner Illustrirte Zeitung“  საპირველაპრილო ნომერში გამოქვეყნდა. ამერიკაში კი იგი „Hearst“-ის ფოტოგამავრცელებელი საერთაშორისო სააგენტოს წყალობით მოხვდა, რომელიც თავად აღმოჩნდა მოტყუებული.

1957 წელს, საკმაოდ ავტორიტეტულმა ახალი ამბების შოუმ „Panorama“ გამოაცხადა, რომ ნაკლებად მკაცრი ზამთრის წყალობით, შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის ერთი-ორად გაზრდილ მოსავალს იღებდნენ. სიახლის ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც შვეიცარიელი გლეხები სპაგეტის გროვ-გროვად ხსნიდნენ ხეებიდან. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი ჩაითრია. BBC-ის ოფისში ზარები არ წყდებოდა - ყველას აინტერესებდა, თავად როგორ უნდა გაეზარდათ სპაგეტის ხე. მსგავს კითხვებზე BBC დიპლომატიურად პასუხობდა - ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში მოათავსეთ და უკეთესის იმედი გქონდეთო.

1962 წელს შვედეთში მხოლოდ ერთი ტელეარხი მაუწყებლობდა - რა თქმა უნდა, შავ-თეთრ ფორმატში. პირველ აპრილს ამ არხის ტექნიკური ექსპერტი კიელ შტენსონი ახალი ამბების შემდეგ საზოგადოებას წარუდგა და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიის დამსახურებით, ყველა მაყურებელს შეეძლო თავიანთი ტელევიზორები ფერადი ტელესიგნალის მიმღებებად გადაექციათ. ამისათვის კი ტელეეკრანზე სულ რაღაც, ნეილონის ნაჭრისა ან კოლგოტის გადაფარება იყო საჭირო. სიახლემ ბევრი აიყოლია... დღესაც კი არაერთი შვედი იხსენებს საკუთარ ბავშვობას, როდესაც გაოცებულები უყურებდნენ მშობლებს, რომლებიც ეკრანზე ნაჭერმიფარებულები უშედეგოდ ელოდნენ ფერების გამოჩენას.

1976 წელს BBC-ის „Radio 2“-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეული იყო ასტრონომი პატრიკ მური. მან პირდაპირ ეთერში მთელ ბრიტანეთს აცნობა, რომ ზუსტად 21:47 წუთზე მოხდებოდა უნიკალური ასტრონომიული მოვლენა, რომლის განცდა ყველა მსმენელს  სახლიდან გაუსვლელად შეეძლებოდა. ამ მომენტში პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც გამოიწვევდა დროებით გრავიტაციულ სწორებას. ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას მოახდენდა დედამიწის გრავიტაციაზე. მურმა მსმენელებს უთხრა, რომ თუ ზუსტად ამ დროს ისინი ჰაერში ახტებოდნენ, იგრძნობდნენ უცნაურ ფარფატს და რამდენიმე მილიწამით ჰაერში გაჩერდებოდნენ. 21:47-ის შემდეგ, BBC-ის სტუდიაში  უწყვეტი ზარები დაიწყო. ხალხი ამტკიცებდა, რომ მათ მართლაც შეიგრძნეს ფარფატი.

1977 წელს ბრიტანულმა გაზეთმა „The Guardian“ გამოაქვეყნა სპეციალური შვიდგვერდიანი ჩანართი, რომელიც ეძღვნებოდა ინდოეთის ოკეანეში არსებულ ორ პატარა კუნძულზე განთავსებულ სახელმწიფო სან-შერის. სტატიების სერია დეტალურად აღწერდა ადგილობრივი მოსახლეობის გეოგრაფიასა და კულტურას. გაზეთის მტკიცებით, კუნძულებს ზედა და ქვედა ჩაისები ეწოდებოდა. მისი დედაქალაქი იყო ბოდონი, სადაც ქვეყნის პირველი პირი - გენერალი პიკა ცხოვრობდა. გაზეთის გამოსვლის დღესვე რედაქციაში ბრიტანელების ზარები არ წყდებოდა. ყველას სურდა ამ იდეალური ადგილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაეგო. მხოლოდ ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ამ „ისტორიაში“ ყველაფრის სახელი ტიპოგრაფიული ტერმონოლოგიიდან მოდიოდა.

1984 წლის პირველ აპრილს, Usenet-ის ქსელში სენსაციური შეტყობინება გავრცელდა - საბჭოთა კავშირი იუზნეტში გაერთიანების სურვილს გამოთქვამდა. უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა ეს შოკისმომგვრელი სიახლე იყო - ცივი ომის პირობებში მსგავსი სახით ქვეყნების დაკავშირება წარმოუდგენელი გახლდათ. შეტყობინების ავტორი ვინმე კონსტანტინ ჩერნენკო იყო, რომლის განცხადებით საბჭოთა კავშირს ქსელში გაერთიანება „ევროპელ და ამერიკელ ხალხთან ღიად სასაუბროდ“ სურდა. შეტყობინებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, იგი Usenet-ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა გახდა. ორი კვირის შემდეგ კი მისი ნამდვილი ავტორიც გამოჩნდა - ბრიტანელი პიტ ბირტემა გამოტყდა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა გახლდათ.

1992 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ გადაცემაში „ხალხის საუბარი“ გამოაცხადა, რომ რიჩარდ ნიქსონი კვლავ აპირებდა საპრეზიდენტო კანდიდატურად საკუთარი თავის წამოყენებას. მისი კამპანიის ახალი სლოგანი უნდა ყოფილიყო „მე არაფერი დამიშავებია და არც მომავალში დავაშავებ“. ამ განცხადებას მოჰყვა აუდიოჩანაწერი, სადაც ნიქსონი თავის საპრეზიდენტო სიტყვით გამოდიოდა. მსმენელებმა ეს სიახლე სხვადასხვაგვარად მიიღეს. მათი უმრავლესობა რადიოს პირდაპირ ეთერში აღშფოთებისა და შოკის გამოსახატავად რეკავდა. წამყვანმა ჯონ ჰოკენბერიმ კი შოუს მხოლოდ მეორე ნაწილში აღიარა, რომ ყველაფერი ხუმრობა იყო. რიჩარდ ნიქსონის ხმის პაროდიას კი კომიკოსი რიჩ ლითლი აკეთებდა.

1996 წელს ამერიკულმა კორპორაციამ „Taco Bell Corporation“ საზოგადოებას „Liberty Bell“-ის შესყიდვის შესახებ ამცნო. ამიერიდან, უამრავი ამერიკელის სათაყვანებელ ზარს სახელი გადაერქმეოდა და მას „Taco Liberty Bell“ ეწოდებოდა. ამ ცნობით შეშფოთებული ასობით მოქალაქე სიბრაზის გამოსახატავად ფილადელფიის ეროვნულ ისტორიულ პარკში შეიკრიბა. გააფთრებული ბრბოს დამშვიდება მხოლოდ მაშინ მოხერხდა, როცა რამდენიმე საათში „Taco Bell“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა გახლდათ. ის „ისტორიული“ დღე კი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა მაიკ მაკქურიმ დააგვირგვინა, როდესაც გაყიდვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან ჟურნალისტს ხუმრობით უპასუხა - ზართან ერთად ლინკოლნის მემორიალიც გაიყიდა და მას აწი „Ford Lincoln Mercury Memorial“ დაერქმევაო.

2002 წელს ბრიტანულმა სუპერმარკეტმა „Tesco“ ჟურნალ „The Sun“-ში  რეკლამა გამოაქვეყნა, რომელიც იუწყებოდა, რომ გაყიდვაში გენეტიკურად მოდიფიცირებული „სასტვენიანი სტაფილოები“ გამოვიდა. რეკლამის მიხედვით, ახალი ჯიშის სტაფილოები სპეციალურად იმგვარად იყვნენ გამოყვანილნი, რომ გაზრდისას ცალ მხარეზე მცირე ხვრელი დარჩენოდათ. ეს ხვრელი კი, დიასახლისს სტაფილოს ბოლომდე მოხარშვას  სტვენით შეატყობინებდა. რა თქმა უნდა შედეგმა არ დააყოვნა და „Tesco“-ს ქსელიდან უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებელი სახლში ჩვეულებრივი, მუნჯი სტაფილოებით დაბრუნდა.

2005 წელს NASA-მაც გადაწყვიტა ხუმრობა. ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ თავის საიტზე სენსაციური სიახლე განათავსა - სტატიის მიხედვით, NASA-ს მკვლევარებს მარსზე წყალი აღმოუჩენიათ. ფოტოების ნახვა დამატებით გალერეაში იყო შესაძლებელი. შოკირებულ მკითხველებს კი გალერეაში მხოლოდ ერთი ფოტო ხვდებოდათ - წყლიანი ჭიქა შოკოლად „Mars“-ზე.

მსოფლიოს კიდევ არაერთი ანალოგიური ტყუილი ახსოვს. ქალაქ სან-დიეგოში უზარმაზარი მუზეუმიც არსებობს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გამასხრებებს აგროვებს.

უკანასკნელ წლებში, ტრადიციულ მედია-საშუალებებთან ერთად, მსოფლიოს ინტერნეტით გაბითურება  სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამ საკითხში, რა თქმა უნდა Google გამორჩეულია.

2004 წლის პირველ აპრილს Googl-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ცენტრის გახსნის შესახებ... მთვარეზე! ცენტრში, სახელად „კოპერნიკი“ ძირითადი სამუშაო ოპერაციული სისტემა იქნებოდა ამავე კომპანიის პროდუქტი „Luna/X“ (პაროდია „Linux“-სა და „Mac Os X“-ის ვიზუალურ სტილზე).

2005 წელს კომპანიამ მსოფლიოს ამცნო, რომ იგი საკუთარი გამაგრილებელი სასმელის - „Google Gulp“-ის გამოშვებას აპირებდა. ამ სასმელის მომხმარებლებს შესამჩნევად გაეზრდებოდათ ინტელექტის კოეფიციენტი, რაც Google-ის საძიებო სისტემისა და სხვა სერვისების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემდათ.

2006 წელს Google-მა განაცხადა, რომ ახალი სერვისის - „Google Romance“-ის ჩაშვებას აპირებდა. მას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა პაემნების პრობლემა - ამ საძიებო სისტემის საშუალებით ნებისმიერს შეეძლო კონტექსტურად ამოერჩია სასურველი წყვილი და მასთან ერთად წასულიყო პაემანზე.

2008 წელს Google-მა Gmail-ის მომხმარებლებს ახალი სერვისი - „Gmail Paper“ შესთავაზა. Gmail-ის ყველა მომხმარებელს შეეძლო საკუთარი იმეილები ნამდვილ ფურცელზე ამობეჭდილი მიეღო სახლში. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ! საკმარისი იყო, უბრალოდ მოგენიშნათ სასურველი წერილები და მათ რამდენიმე დღეში კურიერი მოგართმევდათ.

რაც შეეხება ქართულ ინტერნეტს. პირველი საპირველაპრილო ოინი 2007 წელს Font. ge -მ მოაწყო. მომხმარებლებს საიტზე შესვლისას ხვდებოდათ განცხადება, რომელიც იტყობინებოდა, რომ უახლოეს მომავალში საიტი კომერციულ საწყისებზე აპირებდა გადასვლას. თითო ფონტის ჩამოქაჩვა კონკრეტული თანხა ეღირებოდა, რომლის გადახდაც SMS-ით იყო შესაძლებელი.

ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველ აპრილს მომხდარ რეალურ სიახლეებს ხალხი არ იჯერებს, არცაა გასაკვირი - ამ დღეს მასმედიას ნაკლებად დაეჯერება.

1946 წლის 1 აპრილს ჰავაის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ და ცუნამიმ 165 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმრავლესობა კი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ რადიოგამოშვებებში მოსმენილი გაფრთხილებები საპირველაპრილო ხუმრობა ეგონათ და ევაკუაციის ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

2005 წელს კომიკოსის, მიტჩ ჰედბერგის გარდაცვალებაც ასევე ხუმრობად ჩათვალეს.

დღევანდელი საპირველაპრილო „დაიჯესტის“ დასასრულს ერთ „ხუმრობას“ შემოგთავაზებთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქუთაისში ოფიციალურად გავრცელდა. რასაკვირველია ეს „ნიუსი“ პირველ აპრილს გამოქვეყნდა და ქუთაისელების დიდმა ნაწილმა სრულ ჭეშმარიტებად მონათლა.

„მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია „ნაიკი“ აპირებს საწარმოს გახსნას ქუთაისში, კერძოდ ყოფილი ლითოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია. სამუშაოებს აწარმოებს ადგილობრივი სამშენებლო ფირმა „დაკა დაკა“.

კარგად ვიცით რომ ამერიკული კომპანია  ერთ-ერთი ლიდერია გაყიდვების კუთხით მსოფლიო ბაზარზე, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც  სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა სპორტული აქსესუარების ფართო ასორტიმენტით.

თუმცა ქართული კულინარიის და სტუმართმასპინძლობით აღფრთოვანებულმა „ნაიკის“ წარმომადგენლებმა განიზრახეს ქართული ინვესტიცია ოდნავ სხვანაირი, განსხვავებული და მეტწილად კრეატიული ყოფილიყო.

„ნაიკის“ ფუნთუშა ქუთაისის სავიზიტო ბარათი იქნება, ჩვენ ყველა ვიამაყებთ ჩვენი მიღწევებით“ - აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში „ნაიკის“ ოფიციალური დილერი აღმოსავლეთ ევროპაში თასმა შუზი

ჩვენის მხრივ ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ამ საინტერესო ინიციატივას და გთავაზობთ ბრენდ „ნაიკ ბულკის“ სადეგუსტაციო ნიმუშის ფოტოებს. აქვე დავძენთ რომ ფუნთუშას აქვს ქიშმიში და არ იფჩხვნება“.




 ახალი ამბები
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე  საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის  ადმინისტრაციულ შენობაში,  კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც  გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში  ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _  თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _  რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...