საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

საზოგადოება

საქართველომ EENA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

23 აპრ. 2015, 15:32:58

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს 112-ს, 5 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჯილდო გადაეცა განხორციელებული საქმიანობისთვის, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ხელი შეეწყო საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფას.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ემოციებით დატვირთული, დაუვიწყარი საღამო იყო, რომელსაც 500-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერეტები.

საქართველომ „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. 8 წლის ლექსო ბოჟაძემ საკუთარი დედის სიცოცხლე გადაარჩინა, მხოლოდ იმით, რომ მან იცოდა სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა-იოანა ვალეანმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს პირადად გადასცა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ჯილდო და ღრმა პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.

„ეს არის დიდი სიამოვნება და პატივი, რომ დავაჯილდოვო მიღწევებისთვის ორგანიზაციები, მამაკაცები, ქალები და ბავშვები რომელთა ქმედებებმა და ჩართულობამ ხელი შეუწყო 112-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცნობიერების დონის ამაღლებას მთელს ევროპაში. ამისათვის ისინი იმსახურებენ ჩვენი მხრიდან აღიარებასა და აღტაცებას. ვულოცავ ყველა გამარჯვებულსა და ნომინანტს, მათ შეძლეს და ჩვენც უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ადინა-იოანა ვალეანმა.

112-ის ყოველწლიურ ცერემონიაში გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო ზარის მიმღები - ლიტვა

განსაკუთრებული მოქალაქე - 8 წლის ლექსო საქართველოდან

საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ქოლ-ცენტრი - იტალია და რუმინეთი

საუკეთესო სამაშველო ოპერაცია - შვედეთი

საუკეთესო ინოვაცია - დიდი ბრიტანეთი

ნომინაციაში - „განსაკუთრებული მოქალაქე“ - ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია აჯილდოვებს პირს/პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იმით რომ დარეკეს 112-ზე საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად.

ნომინანტების შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, ყველა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნის მიერ იგზავნება სხვადასხვა კატეგორიაზე შესაბამისი ისტორიები, რომელსაც აფასებს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები. ჟიურის წევრების მიერ ხდება ორი ან სამი ისტორიის შერჩევა თითოეული კატეგორიისთვის. ნომინანტების ფინალური შერჩევა კი ხდება, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ, პირდაპირი ხმის მიცემის წესით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გამარჯვებულად შერჩევის პირველივე ეტაპზე, ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა.

„112-ის დანიშნულების და მისი გამოყენების შესახებ ბავშვების ინფორმირება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ნომერი 1-1-2 რისთვის, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენონ. პატარა ლექსოს ინფორმირებულობამ, თუ როგორ მოქცეულიყო გადაუდებელ შემთხვევაში საკუთარი დედის სოცოცხლე იხსნა“, აღნიშნა 112-ის დირექტორის მოადგილემ, თეა გზირიშვილმა.


ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA)

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA-European Emergency Number Association) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა, ქ. ბრიუსელში.

ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.

EENA 80-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 15 საერთაშორისო ასოციაციას/ორგანიზაციას, ევროპარლამენტის 150-ზე მეტ წევრსა და 70 მკვლევარს აერთიანებს.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის, 3 სექტემბერს გახდა.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...