„დემოკრატიული მოძრაობა“ ლაითურის აქციას ეხმაურება

საზოგადოება

„დემოკრატიული მოძრაობა“ ლაითურის აქციას ეხმაურება

2015 აპრ 25 19:36:03

"დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია, დაბა ლაითურში უმიწოდ დატოვებული ეკომიგრანტების სამართლიან პროტესტს მხარს უჭერს და განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

"ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ დღეს არსებულ ხელისუფლებას, რომ ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა, სრულფასოვნად შეესწავლა იგი და დაესახა მისი გადაჭრის გზები, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ რეგულირებას საჭიროებს, რადგანაც პრობლემის მასშტაბი და არეალი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის შედეგად ან მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების (ხელსაყრელ ფასად გლეხებისათვის მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით) გზით გადაიჭრას იგი, რადგანაც პრობლემა შემხებლობაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამი დაბის ათიათასზე მეტ მოსახლესთან.

ფაქტია, რომ 1992-1998 წლებში მიმდინარე მიწის რეფორმის მიმდინარეობისას და შემდეგშიც ამ ადამიანების მიმართ ხელისუფლების მოქმედებები აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. უსამართლო დამოკიდებულების შედეგად ეკომიგრანტებით დასახლებული დაბების მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, პრობლემები და ინტერესები მნიშვნელოვნად განსხვავდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისაგან. აღნიშნული ფაქტი, გარდა იმისა, რომ არ აძლევს მათ ადგილობრივ საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალებას, ასევე ანგრევს მათში მოქალაქეობრივ ცნობიერებას. ყველაფერი ეს კი მთლიანობაში მნიშვნელოვნად აფერხებს ჩვენში მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული პროცესების განვითარებას.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით აუცილებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

- მიეცეს სათანადო სასმართლებრივი და პოლიტიკური შეფასება 1992-1998 წლებში განხორციელებული მიწის რეფორმისას ეკომიგრანტებით დასახლებული დაბების მცხოვრებთა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას, რამაც მათი მიწის გარეშე დატოვება გამოიწვია;

- სათანადოდ შესწავლილი იქნას ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც შესაძლებელია წარმოიშვას მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტებისადმი უსამართლო დამოკიდებულებით;

- შემუშავებული იქნეს სათანადო ნორმატიული ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს უმიწოდ დარჩენილი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად გაითავისოს პრობლემის არსი, მისი მასშტაბები და ის მოსალოდნელი პროცესები რამაც შესაძლებელია განვითარება ჰპოვოს იგივე დამოკიდებულების შენარჩუნებით ამ მეტად მტკივნეული პრობლემისადმი.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია დაბების - ლაითურის, ნასაკირალის და ნარუჯის მოსახლეობას უცხადებს სრულ მხარდაჭერას და სთავაზობს მათთან ერთად პრობლემების რეალურად გადაჭრის გზების დასახვას და რეალიზებას", _ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...