პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

საზოგადოება

პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

2015 აპრ 27 15:45:01

FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 21-დან 27 აპრილამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებას ეხებოდა. ხადურის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ მრავალი სახის გადასახადი შეამცირა.

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია დაუბეგრავი მინიმუმი, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ხელშემწყობი შეღავათები, ჩამოწერას დაქვემდებარებული გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებები და მომსახურების შემცირებული საფასურები.

ამასთან, 2013-2014 წლებში საგადასახადო ტვირთი შემცირდა და 24.8% შეადგინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ძირითადი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, იმპორტის გადასახადი) არ შემცირებულა. მეტიც, ზოგიერთი გადასახადი გაიზარდა, მაგალითად აქციზის გადასახადი თამბაქოსა და ლუდზე. აგრეთვე, აღსანიშნავია ისიც, რომ “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გავითარების სტრატეგიის” მიხედვით, 2020 წლისთვის საგადასახადო ტვირთის 25%-მდე ზრდა იგეგმება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ნოდარ ხადურის განცხადება მეტწილად მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “წელს, პირველ კვარტალში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისება 107%-ია. ეს რეკორდული მაჩვენებელია”.

2015 წლის პირველ კვარტალში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით, 107.2%-ით შესრულდა. ბიუჯეტის მსგავსი ათვისების მაჩვენებელი გასული წლების (2009-2014) ანალოგიურ პერიოდში არ დაფიქსირებულა. თუმცა, ინფორმაციისთვის აღსანიშნავია, რომ 2011 წლის პირველ კვარტალში სამინისტროს ბიუჯეტი 107.1%-ით შესრულდა, რაც 0.1% ჩამორჩება წლევანდელ მონაცემს.

ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლედ შეაფასა.

კიდევ ერთი გადამოწმებული ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხებოდა. ჯაფარიძის თქმით, “2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული, უკვე ზედიზედ შვიდი თვეა, კლებულობს ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტში 26%-იანი ვარდნა გვაქვს. ასევე, შემცირებულია იმპორტი. საქართველოს 530 000 მოქალაქეს მნიშვნელოვნად გაუძვირდა სესხი. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი 35%-ით გაუფასურდა. 2014 წლის ბოლო კვარტალში, თუ შევადარებთ 2013 წლის ბოლო კვარტალს, საქართველოს ეკონომიკა დოლარში შემცირდა 35 მილიონით. ანუ, ჩვენი ქვეყანა გაღარიბდა”.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ექსპორტის კლება 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ექსპორტი 2014 წელს 2%-ით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში 36%-ით, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 28%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირებამ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა გამოიწვია, რაც სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი გახდა. საქართველოს იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებისა და სესხების მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის კურსის ვარდნამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. ფასები ძირითადად მედიკამენტებსა და სურსათზე გაიზარდა. ლარის კურსის ცვლილების გამო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სესხი გაუძვირდა. ასევე, 41 მლნ-ით შემცირდა ნომინალური მშპ დოლარში.

ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაც გადაამოწმა. ერთ-ერთ თოქ-შოუში ძიძიგურმა მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა. მისი თქმით: “[წინა მთავრობის დროს] ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ბიზნესი დავას 100%-ით აგებდა. ბოლო ორი წლის სტატისტიკის მიხედვით, დავების 44%-ში ბიზნესმა გაიმარჯვა, 40%-ში სახელმწიფომ და 16% მორიგებით დასრულდა”.

ფაქტ-მეტრის მიერ დავების საბჭოდან გამოთხოვილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2009-2012 წლებში დაუკმაყოფილებელი საჩივრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს (57%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა (19%).

რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს, 2013-ში განხილული საქმეებიდან მომჩივანთა სასარგებლოდ 51% დასრულდა, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ კი – 30%. გასულ წელს, ბიზნესმენთა მიერ შეტანილი საჩივრები 1 062 (42%) შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1 052 (41%) მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 436 (17%) შემთხვევაში საჩივარი განუხილველი დარჩა (მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის ან დავის შეწყვეტის გამო).

როგორც ვხედავთ, 2014 წელს კერძო პირების სასარგებლოდ მეტი საჩივარი დაკმაყოფილდა ვიდრე სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანალოგიური ვითარება იყო 2012 და 2011 წლებშიც. 2009 და 2010 წლებში საჩივრების დიდი ნაწილი არ კმაყოფილდებოდა, თუმცა ბიზნესის მიერ წაგებული დავების 100%-იანი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ზვიად ძიძიგურის განცხადება მეტწილად მცდარია.




 ახალი ამბები
  • რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ. ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.  მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს. 1988-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); სცენარის ავტორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" ... ...
  • ზვიად ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდაჟურნალისტი ზვიადი ქორიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ გუნდს შეურთდა. ის რეგიონული ოფისების მენეჯერი გახდა. ცნობისთვის, ზვიად ქორიძე 2019 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს ასრულებდა. აჭარის ტელევიზიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა თავად ზვიად ქორიძემ ისურვა. ზვიად ქორიძე დაიბადა 1968 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1992 წელს. 1986-1987 წლებში იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" კორესპონდენტი; 1989-1990 წლებში რადიოპროგრამა "პიკის საათის" რედაქტორი; 1990-1991 წლებში გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი; 1991-1996 წლებში "7 დღის" დამფუძნებელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1996-1997 წლებში მთავარი რედაქტორი; 1997-1998 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 1998 წლიდან "საქართველოს გაზეთის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია. 2014 წლის 4 ივლისიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგენით შეწყალების კომისიას თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2018 წლის 31 დეკემბრამდე ... ...
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  ჩვენთან ინტერვიუში,  რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, მისი  ძალიან ტევადი ევროპული სამედიცინო გზის მიუხედავად , ალექსანდრე თავართქილაძე  ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს იმას,  რომ ის არის საქართველოს იმ კუთხის წარმომადგენელი, რომელსაც გურია ქვია, კერძოდ ამბობს, რომ  ქალაქი ოზურგეთი, მის მოგონებებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. „დიახ, წარმოშობთ ვარ ოზურგეთიდან, ძალიან მიყვარს გურია და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ იქ გავატარე ბავშობის საოცარი წლები და იქედანვე დავიმუხტე საოცრად თბილი ენერგიით. ალბათ და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს თავისი ფესვები უყვარს, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ გურია არის მართლა საქართველოს გული.  როგორც ცოცხალ ორგანიზმში გული ყველაზე „ცოცხალი“ ორგანოა, შეიძლება ითქვას, რომ ასევეა გურია საქართველოში და შესაბამისად  შეუძლებელია, რომ იქ ადამიანმა თავი  „ყოვლისშემძლედ“ არ იგრძნო.  ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ვინც გურიაში ერთხელ მაინც მოხვდება ის აუცილებლად შეიგრძნობს „ჭეშმარიტი თავისუფლების არსს“ ... მე მყავდა არაჩვეულებრივი ბაბუა, სამამულო ომის ვეტერანი, მე მის სახელს ვატარებ, მის მოყოლილ ზღაპრებსა და მეორე მსოფლიო ომის საოცარ ისტორიებზე გავიზარდე, რომლებიც დღემდე ზეპირად მახსოვს.  მყავს  საოცარი ბებია, რომელთანაც, როგორც იტყვიან, უხილავი ძაფებით ვარ კავშირში. ალბათ, მუდმივად, მას აქვს იუმორის საოცარი გრძნობა, რაც გარკვეულ ჩუმ მელოდიასავით გამოჰყვა მთელს ჩემს შემდგომ ცხოვრებას... ბებიაჩემი პროფესიით ექთანი, ლამის 50 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მე ხშირად დავდიოდი ბებიასთან სამსახურში ასევე დავყვებოდი პაციენტებთან ბინაზე (მაშინ ძალიან პატარა ვიყავი), საოცრად საიტერესოა სნეულ ადამიანებზე ზრუნვა და თუ ეს სურვილში გადაიზარდა, რომ შენ ეს საქმე მოგწონს და ხვდები, რომ „ეს შენია“ აუცილებლად ადამიანი აირჩევს იმ პროფესიას, რომელსაც ექიმობა ქვია, მე უკვე ეს სკოლამდელ ასაკში გადავწყვიტე და სრულად ვუკავშირებ ბებიაჩემის - თინა მდინარაძის მიერ ჩემს, ასე ვთქვათ, „პატარა ბავშვის“ ჩართვას სნეულთა დახმარებაში.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთან ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს