ფერმერებს მიწას შემოდგომაზეც დაუმუშავებენ

gurianews.com

საზოგადოება

ფერმერებს მიწას შემოდგომაზეც დაუმუშავებენ

2015 აპრ 30 16:53:04
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა", რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, აქტიურ ფაზაში შევიდა. მიწის დამუშავება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს და ქვეყნის მასშტაბით უკვე 58 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობია დამუშავებული.

ხვნის სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "მექანიზატორი" და 105 კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

ამ დროისთვის, მიწის დამუშავების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. როგორც შპს "მექანიზატორის გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე ამბობს, მათი კომპანიიდან 600 ერთეული ტრაქტორია გამოყოფილი, თუმცა, კომპანიას, საჭიროების შემთხვევაში 900 ერთეული ტექნიკის გამოყოფა შეუძლია.

"დღეისათვის საქართველოში მთლიანად 58 ათასამდე ჰექტარი მიწის ნაკვეთია მოხნული. საგაზაფხულო პერიოდის დასრულებამდე, ანუ მაისის ბოლომდე, ვვარაუდობთ, რომ 70-75 ათასი ჰექტარი მოიხვნება. დანარჩენი სამუშაოები კი, შემოდგომაზე გაგრძელდება. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში, როგორც შარშან, ასევე წელსაც 125-130 ათასი ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავებას ვვარაუდობთ.

ამ ეტაპზე, ძირითადი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წვიმიანი ამინდების გამო პროცესი 10 დღით შეჩერებული იყო, თუმცა, უკვე ინტენსიურად გაგრძელდა სამუშაოები დასავლეთ საქართველოში. ამის გამო შემჭიდროვებული აგროვადებიდან რომ არ ამოვვარდნილიყავით, აღმოსავლეთიდან დამატებითი ტექნიკა გადავისროლეთ დასავლეთ საქართველოში და დღეის მდგომარეობით, 600 ერთეული ტრაქტორი მხოლოდ ჩვენი კომპანიიდან მუშაობს. სხვა კონტრაქტორებიც აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და ვფიქრობთ, რომ აგროვადებში ჩავეტევით", _ აცხადებს ჩხაიძე.

 მისივე თქმით, მაღალმთიანი რეგიონების გარდა, მიწები მაისის ბოლომდე მოიხვნება, რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, იქ ხვნის პროცესი ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება:

"ბარათის მოქმედების ვადები 1 დეკემბრამდეა, შესაბამისად, ხვნის პროცესი ამ დრომდე გაგრძელდება. მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, როდის შეასრულოს სამუშაოები _ საგაზაფხულო, თუ საშემოდგომო პერიოდში. უნდა ვეცადოთ, რომ ვისაც სურვილი აქვს მიწის ნაკვეთები საგაზაფხულო პერიოდში დაამუშაოს, მაისის ბოლომდე შევუსრულოთ ეს სამუშაო. დანარჩენებს კი, საშემოდგომო პერიოდში დავუმუშავებთ. რაც შეეხება მთიან ზონებს, იქ პროცესი შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია ამინდზე. სანამ მიწა არ გაშრება, მანამდე შეუძლებელია ტექნიკის მუშაობა ადგილზე. ამასთან, წინასწარ არის გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის სხვა აგროვადები, რაც სამუშაოების გაგრძელების საშუალებას ივნისშიც იძლევა. ვფიქრობ, რომ ამ ვადებშიც ჩავეტევით.

ზოგადად, ხვნის პროცესი აღმოსავლეთ საქართველოში თებერვლის დასაწყისიდან იწყება, დასავლეთ საქართველოში კი, მარტიდან. ამას თან ერთვის საგაზაფხულო წვიმები. ამ პერიოდის გამოყენებით, როდესაც ვგეგმავდით სამუშაოებს, ტექნიკა როდესაც გამოთავისუფლდებოდა, აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწილი ამ ტექნიკის დასავლეთ საქართველოში უნდა გადასულიყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ხვნის პროცესი უკვე დამთავრებულია. მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ეს სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ არის რაიონები, სადაც ხვნის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგალითად, გარდაბნის სოფლებში - მარტყოფი, ნორიო და ქვედა ზონის სოფლები. წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ასე იქნებოდა. ჯერჯერობით, გეგმის მიხედვით ვმუშაობთ", _ ამბობს ჩხაიძე და დასძენს, რომ სვანეთში და რაჭაში _ ცაგერისა და ონის რაიონების ზემო სოფლებში, ხვნის პროცესი ინტენსიურად მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მოსახლეობას შეძლებისდაგვარად, მიწის ნაკვეთების მოხვნის გარდა, მექანიზატორის წარმომადგენლები სხვა სამუშაოებშიც დაეხმარებიან:

"მოსახლეობას აქვს მოთხოვნა, რომ ხვნის სამუშაოებში გარდა, სხვა სერვისის მიღებაც უნდათ, რომელიც პროგრამით არ არის გათვალისწინებული. იქ, სადაც ამის საშუალება გვექნება, გვაქვს გამოთავისუფლებული ტექნიკა და შევიყვანთ და შევუსრულებთ თესვისა და დადისკვის სამუშაოებსაც", _ ამბობს ჩხაიძე.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მოხვნა საგაზაფხულო პერიოდში არ სურთ, არ აქვთ ვალდებულება, რომ კომპანია ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილონ:

 "ამის გარკვევაში გვეხმარებიან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები. მათთან ერთად შევდივართ სოფლებში და მათი მეშვეობით ვგებულობთ ვის აქვს საგაზაფხულო პერიოდში სამუშაოების შესრულების სურვილი და ვის აქვს სურვილი, რომ პროცესი საშემოდგომო პერიოდში გადაიტანონ. მონაცემები პერსონიფიცირებული არ გვაქვს, თუმცა, ისინი გვეუბნებიან, ამა თუ იმ სოფელში ხვნის სამუშაოების მოთხოვნა დასრულებულია თუ არა", _ ამბობს ჩხაიძე.

ცნობისთვის, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" პროგრამაში მონაწილეობას 800 ათასამდე ფერმერი იღებს, აქედან ხვნის ბარათი 478,074 ფერმერს გადაეცა, ხოლო აგრობარათზე ქულები 286,186 ბენეფიციარს დაერიცხა.

წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ის ფერმერები, რომლებსაც მიწის ნაკვეთები საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ.

ფერმერებს, რომლებსაც 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვთ, აგრობარათზე 50 ქულა დაერიცხებათ.

0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელები, რომლებიც ამ ნაკვეთებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად იყენებენ, გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ღირებულების სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი, 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.
რაც შეეხება, 0,25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელებს, რომლებსაც ნაკვეთებზე გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი აგრობარათზე ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ქულის გადაანგარიშებით დაერიცხებათ. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ  გამგებლის წარმომადგენელს ან სააგენტოს  ცხელ ხაზს ნომერზე" (032)2470101.

თითოეულ სოფელში ხვნის სამუშაოების ჩატარების გრაფიკი გამგებლის წარმომადგენლისთვის ცნობილია. ის ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს სამუშაოების შემსრულებლების მიერ გაწეული ხვნის სამუშაოების პროცესი.

ცნობისთვის, "მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის" ბიუჯეტი 2013 წელს 195 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს - 90 მილიონი, წელს კი, ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა, სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში 61 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში კი, სააგენტო თანხებს კიდევ დაამატებს. სააგენტოს ინიციატივით, სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას წელს ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლებიც დაემატა. პროექტი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს.

სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს.

"მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა", რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, 2013 წელს დაიწყო. წელს კი, სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია.

(R)




 ახალი ამბები
  • გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი _ გახარია შს მინისტრი, გიორგი გახარია ფარული აუდიოჩანაწერების თემას ეხმაურება, სადაც ხორავას ქუჩის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მისი შეტყობინებების შს მინისტრისთვის გადაცემას სთხოვს. გიორგი გახარია ოპონენტებს აკრიტიკებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მირზა სუბელიანს იცავდა და არ დააკავებდა. მინისტრის თქმით, სუბელიანი დაკავებულია და სასამართლო განაჩენს ელოდება. „შსს და მე არ ვვაჭრობთ ჩემი თანამშრომლების თანამდებობებით, ეს ერთი, მეორე, ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი და რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენი. მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც საერთოდ მოწმეებმა, რომლებიც იყენებდნენ დუმილის უფლებას, ბრალდებულებმა, საერთოდ ახსენეს ეს სახელი. შსს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი, დეტალებზე ვისაუბრო ამ საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება როგორც სამართლებრივი პასუხი მიცემული, ასევე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ, რაც შსს ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს,“ - განაცხადა ... ...
  • "ისეთს დავარტყამ კიდევ, ვერ აეწყობიან" - მირზა სუბელიანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს„კურიერმა“ კიდევ ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს. მირზა სუბელიანის თქმით, აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია და საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს იმ მტკიცებულებებით, რომელიც 2014 წლამდე მოიპოვა.  "მირზა სუბელიანი - ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ კიდევ, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა ..... სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მოვ..ან ასე არ დასრულდება. მირზა სუბელიანი - მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, რომ ვინ არის პასუხისმგებელი? ვიქტორ ჯაფარიძე - პასუხისმგებელი არავინ! მირზა სუბელიანი - ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო.... ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის." წყარო: ... ...
  • „მოლაპარაკება ჰონდათ, როგორ მოქცეულიყვენენ“ _ ნოდია სუბელიანისა და ჯაფარიძის 14 ოქტომბრის შეხვედრაზე2016 წელს მოპოვებული მტკიცებულებების მიუხედავად, ბადრი პატარკაციშვილის საქმე 2018 წელს, არჩევნებამდე 12 დღით ადრე გაიხსნა _ რატომ? არის თუ არა დადგმული პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ? _ ამ და სხვა საკითხზე „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ნოდიამ ისაუბრა. _ ბატონო გია, პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ, რბილად რომ ვთქვათ,  უნდობლობას იწვევს... როგორ ფიქრობთ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, ხელისუფლების იმიჯის გადასარჩენის მიზნით, დადმგულია? _ ამაზე საუბარი რთულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მირზა სუბელიანის ჩანაწერები ძალიან მძიმე სურათს ხატავს. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს, რამენაირად გადაფაროს ჩანაწერები, მაგრამ თუ ლოგიკურად მივუდგებით საკითხს, დავინახავთ, რომ ხელისუფლების პოზიცია არადამაჯერებელია. რთული წარმოსადგენია, მირზა სუბელიანს სცოდნოდა, რომ იწერდნენ. ის ჩანაწერებში უკეთესი პირობების მოსაპოვებლად, ერთგვარად აშანტაჟებს  ან აშინებს ხელისუფლების წარმომადგენლებს.  დღეს კულტურა არსებობს ჩანაწერების შეგროვების, რაც ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს ციხეში შესვლის ნებართვა 5-ჯერ მისცა, მათ შორის, 14 ოქტომბერს. იმ დღეს, როცა ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება „რუსთავი 2“- ის ეთერში დაანონსდა... რატომ დასჭირდათ 14 ოქტომბერს  დეპუტატის ციხეში შესვლა და როგორ ფიქრობთ, რატომ მიეცა ვიქტორ ჯაფარიძეს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება მაშინ, როცა პროკურატურას საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდა? _ გასაგებია, რომ საკმაოდ ექსტრაორდინალური ამბავია და ბუნებრივია, ჯაფარიძის ციხეში შესვლა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა, შეუძლებელია, სხვა ახსნა ჰქონდეს ამას. როგორც ჩანს, ამ დღეს, 14 ოქტომბერს სუბელიანსა და ჯაფარიძეს მოლაპარაკებები ჰქონდათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯაფარიძე ციხეში კვირას შევიდა, რაც წარმოუდგენელი ფაქტია.   _ ვინ არის გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავტორი, ჯერჯერობით, უცნობია. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ვიქტორ ჯაფარიძის აზრით, პროკურატურაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები არიან, რომლებიც ჩანაწერებს აკეთებენ... გაურკვეველია, რატომ უკვირს ჯაფარიძეს სისტემაში ყოფილი ხელისუფლების კადრების არსებობა  მაშინ, როცა ჩანაწერების მიხედვით, ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედ პროკურორთან მირზა სუბელიანთან აგვარებს საქმეებს...  -ეს არის თავის მართლების მცდელობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელად წარმოაჩინონ, თუმცა სუბელიანიც “ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, აქ ლოგიკა არ არის. უბრალოდ რაღაც უნდა თქვას, რაც მდგომარეობიდან გამოვიდეს. მთლიანობაში ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური სურათი არ იკვრება. თავისთავად, საინტერესოა, როგორ გაკეთდა და შემდეგ, როგორ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერები „რუსთავი 2“- ის ხელში, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერების შინაარსია, რაც მთავარი პრობლემაა ხელისუფლებისთვის.  ისიც პრობლემაა, რომ ციხეში მოხერხდა ამ ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ, მედიისთვის გადაცემა, ხელისუფლება ამაზეც ნერვიულობს. _ გუშინ ბადრი პატარკაციშვილის საქმე პროკურატურამ თაროდან ჩამოიღო და ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით  2016 წლის დეკემბერში მოპოვებული ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ბრალეულობა იკვეთება. რატომ გახსნა საქმე პროკურატურამ საარჩევნო პერიოდში და როგორ ფიქრობთ, აღნიშნული ხომ არ ემსახურება სუბელიანთან დაკავშირებული საქმის გადაფარვის მცდელობას? _ ცხადია, როცა ხელისუფლებისთვის კრიზისულ დღეებში ასეთი ჩანაწერები ვრცელდება, ძნელი წარმოსადგენია, არ იფიქრო, რომ სუბელიანთან დაკავშირებული ჩანაწერების გადაფარვა სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების დრო აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნამდვილად  გადაფარვის ... ...
  • დეტალურად ვიცით, ვინ, სად, როდის რას გეგმავდა და რას გეგმავს _ შსს მინისტრიშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელშიც გვარამია ჩანაწერების გამოქვეყნებას აანონსებს. გახარიას განცხადებით, მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. "წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო", -განაცხადა გიორგი გახარიამ. „რუსთავი 2“-მა 17 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრე შეხვდა კახა კახიშვილს, პატიმრობის გარკვეული პირობების შექმნაზე შეთანხმდნენ და რადგან შეთანხმება დაირღვა, კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.  ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერების გამოქვეყნებას ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: ჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არაჩანაწერების მოსმენისას ხალხი არ იწყებს გარკვევას, რა არის მართალი და რა – არა, რადგან ეს ნარევია. ჩანაწერები პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ჩანაწერების კარგად გამოძიება. „კიდევ ერთი დაკვირვება, რომელიც მაქვს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია – საჭიროა სხვადასხვა საუბრის და ფარული ჩანაწერების კარგად გამოძიება. ეს ყველაფერი მოქალაქეებზე მოახდენს ზეგავლენას. ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი ნდობას საერთოდ დაკარგავენ, იმის გარკვევას კი არ დაიწყებენ, რა არის მართალი და რა არ არის სწორი, რადგან ეს ყველაფრის ნარევია. ზოგადად, პოლიტიკის მიმართ ადამიანების ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისი შეფასებით, ეს პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც ყველა უნდა დაფიქრდეს. ამავე დროს, სერიოზულად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ბრალდება, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი. „ეს პრობლემაა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა დავფიქრდეთ აღნიშნულ საკითხს როგორ მოვუაროთ. ბრალდებები კი, რომელიც ისმის, სერიოზულია და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელმა, რომელმაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე იანოშ ჰერმანი შეცვალა, დღეს მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?