შიდა აუდიტის სამსახურმა გასული წლის ანგარიში გაასაჯაროა

საზოგადოება

შიდა აუდიტის სამსახურმა გასული წლის ანგარიში გაასაჯაროა

2015 მაი 5 15:54:50

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურმა გასული 2014 წლის ანგარიში გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გასულ წელს  სამსახურმა განახორციელა ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაობზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართებით და ამ კუთხით  სამსახურმა შვიდი საჯარიმო ოქმიც დაწერა და ბიუჯეტს ამით 1800 ლარიც შესძინა.

აღნიშნულმა სამსახურმა, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, წერილობითი მითითება და შემოწმების აქტი ხუთ ობიექტზეც დაიწერა, რომლებიც  მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ასევე ზედამხედველობის განყოფილებამ ექსპლუატაციაში ოთხი ობიექტი მიიღო.

აუდიტის სამსახური გასულ წლს ოთხი ა (ა)იპ-ის საქმიანობითაც დაინტერესდა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები დააფიქსირა, რაც შემდგომ აისახა კიდეც წარმოდგენილ ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით "ცენტრალურ ბიბლიოთეკაში" დარღვევა იყო ქონების ჩამოწერის აქტში. ქაოსურად მოხდა გაუქმებული ბიბლიოთეკიდან წიგნადი ფონდების სხვა ბიბლიოთეკაზე გადაცემა, რაც არ არის დაფიქსირებული შესაბამისი აქტივებით. ასევე  მოუწესრიგებელია ყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების საქმეც, რომელიც ცენტრალური ბიბლიოთეკის ბალანსზეა, თუმცა რეალურად თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმთან არსებულ ბიბლიოთეკისთვისაა გადაცემული.  როგორც აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით გაირკვა, ცენტრალური  ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას არც წიგნადი ფონდის განახლებაზე აქვს ნაზრუნი და ამ მხრივ ორგანიზაციას საკმაოდ მცირე თანხა აქვს  გახარჯული.

რაც შეეხება "ტურიზმის განვითარების ცენტრს", აქ აუდიტის სამსახურმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას საბიუჯეტო თანხების ხშირად არამიზნობრივ გამოყენებაში დასდო ბრალი.

"ცენტრი ფაქტობრივად ვერ ასრულებს მის ფუნქციას, რასაც ადასტურებს ის, რომ ტურიზმიდან შემოსავალი წლების განმავლობაში ნულის ტოლია", - ნათქვამია დასკვნაში.

გასული წლის ზაფხულში გამგეობის აუდიტის სამსახური  ა(ა)იპ "ლანჩხუთი სერვისის" საქმიანობითაც დაინტერესდა და აქ გამოვლენილ სხვადასხვა ნაკლოვანებებზე გააკეთა აქცენტი.

კერძოდ, ზედმეტად იყო გახარჯული 5680 ლარი, რაც შემდგომ დაუბრუნდა ორგანიზაციას. ასევე, მოხდა სატვირთო "ფორდ-ტრანზიტის" ორგანიზაციის ბალანსზე აყვანა.

მეოთხე სამსახური,  რომლის საქმიანობაც შიდა აუდიტმა შეისწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია.

"შემოწმებით  გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები. კერძოდ, თანხების წინასწარ ავანსად ჩარიცხვა, რიგ შემთხვევებში  ადგილი ქონდა  მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების არ არსებობას", - მითითებულია გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის ანგარიშში.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?