"500 მილიონი დოლარის დახარჯვა მისასალმებელია, მაგრამ არა უკვე ჩამოყალიბეული არეალის დამძიმებისთვის"

საზოგადოება

"500 მილიონი დოლარის დახარჯვა მისასალმებელია, მაგრამ არა უკვე ჩამოყალიბეული არეალის დამძიმებისთვის"

5 მაი. 2015, 16:39:24

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილი, "ფეისბუქის" საშუალებით საზოგადოებას იმ არგუმენტებს აცნობს, თუ რატომ უნდა აშენდეს"პანორა თბილისი" მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

"არ მეზარება და კიდევ ერთხელ ჩამოვწერ არგუმენტებს რატომაც ვაკრიტიკებ "პანორამა თბილისს" და რატომ მიმაჩნია რომ მისი დაგეგმილ ადგილას განხორციელება არ შეიძლება:

1. თბილისს არ გააჩნია გენერალური გეგმა (გვეუბნებიან რომ მუშაობა მიმდინარეობს), ანუ არ ვიცით რა არის ქალაქის ინტერესი. სად და როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი უახლოეს 5, 10 და 20 წელიწადში. არ არის მკაფიოდ განსაზღვრული სად უნდა დარჩეს, ან გადავიდეს ურბანული აქცენტები.

2. ასევე არ გვაქვს (დაიწყო შემუშავება) ისტორიული ქალაქის დაცვისა და განვითარების კონცეფცია. საერთოდ არ ვიცით რა უნდა ვქნათ და როგორ ძველ თბილისში. დღემდე ძველ თბილისში ყველა პროცესი იყო ქაოტური, დაუგეგმავი და მხოლოდ ხელისუფალთა ხუშტურებზე და ახირებებზე დამოკიდებული. არაფერი გეგმაზომიერად მ მხრივ არ გაკეთებულა.

და როდესაც არ ვიცით რა არის სამომავლოდ ჩვენი ქალაქის ინტერესი - არ გვაქვს ქალაქის განვითარების კონცეფცია, არ გვაქვს არც ისტორიული ქალაქის განვითარების ხედვა - ქალაქის შუაგულში, სამ უმნიშვნელოვანეს ადგილას - ერეკლეს მოედანზე, თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკის ქედზე სამი უზარმაზარი შენობის აგება და საბაგიროს გადაჭიმვა რას ემსახურება? არის ეს ქალაქის სამომავლო განვითარების ხელშემწყობი? თან ყველამ მიაქციოს ყურადღება რომ პანორამა თბილისი გულისხმობს არა მხოლოს სოლოლაკის ქედზე შენობის აგებას, არამედ ცეკავშირის შენობის ათვისებას და ერეკლეს მოედანზე ძველი ქარვასლის ტერიტორიაზე მშენებლობასაც.

რატომ მარცხენა სანაპიროზე?

1. მოგვეხსენება თბილისი გაშენებულია მტკვრის ორ ნაპირზე. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე უფრო მეტად ინფრასტრუქტურულად დაიტვირთა მარჯვენა სანაპირო. უფრო სწორედ გადაიტვირთა. ბოლო 20 წლის ქალტური მშენებლობის ძირითადი ეპიცენტრიც მარჯვენა სანაპირო იყო. მარცხენა სანაპიროზე კი ერთი რომ არსებობს განვითარების შესანიშნავი არეალები (უბრალოდ google map-ით დათვალიერებაც კი კმარა ამაში დასარწმუნებლად) და მეორე - ეს ტერიტორია ითხოვს კიდეც გეგმაზომიერ განვითარებას.

2. პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება საგანგებოდ წაახალისებდა ახალი, დიდი პროექტის პერესპექტიული განვითარების მქონე არეალში მშენებლობას და ამით ბიძგს მისცემდა ტერიტორიის განვითარებას.

მაგალითად თბილისის ზღვაზე "ახალი თბილისის" განვითარებისთვის თავის დროზე სასურველი იქნებოდა დიდი სახელმწიფო პროექტების აგება: თბილისის მერიის, იუსტიციის სახლის, შს სამინისტროსი და სხვა. ახლა კი ამგვარ იდეალურ პროექტად სჩანს "პანორამა თბილისი", რომელიც ახალი უბნის განვითარებას შესანიშნავ ბიძგს მისცემდა.

სწორედ ასე მოხდა თავის დროზე ახალი უბნების განაშენიანება. რუსული იმპერიული მმართველობის დროს განაშანიანდა - სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა, ჩუღურეთი, კუკია. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში ვაკე, საბურთალო, დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი და სხვა.

უკვე ჩამოყალიბებულ ურბანულ ქსოვილში, მით უფრო ისტორიულ არეალში - სოლოლაკში, თავისუფლების მოედანსა და ერეკლეს მოედანზე ახალი მოცულობების დამატება დაამძიმებს და სივრცეს, კიდევ უფრო შელახავს ისტორიული ქალაქის ისედაც შელანძღულ იერსახეს, გააღრმავებს საცობებს. როდესაც ამ პროექტის გატანა ბიძგს მისცემდა ახალი ტერიტორიის ეფექტურ განვითარებას.
"პანორამა თბილისის" პროექტის ავტორებისთვის არაერთხელ მიკითხავს - რატომ არ შეიძლებოდა პროექტის სხვაგან განხორციელება და პასუხი იყო - აქ სასტუმროების დატვირთვა და მუშაობა გარანტირებულია და სხვა არეალებში არ ვართ დარწმუნებულები რომ კარგად იმუშავებენო. ეს მე ვფიქრობ ქალაქის საკუთარი ჯიბიდან გაზომვაა და არა მის ინტერესებთან შესაბამისობა
ერთბაშად 500 მილიონი დოლარის დახარჯვა თბილისში არის საშური ამბავი, მეტისმეტად საშური და მისასალმებელი. მაგრამ სწორ ადგილას, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის და არა უკვე ჩამოყალიბეული არეალის დატვირთვა, დამძიმებისთვის.

ქალაქს და მის მომავალს მოვექცეთ პატივისცემით. ავწონ დავწონოთ ყველა არგუმენტი და პოზიცია და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები. თორე ნაჩქარევი და ახირებული გადაწყვეტილებების ურბანული შედეგები აგერ რიყეზეცაა გაშხლართული და აეროპორტიდან ვაგზლამდეც მოიკლაკნება", _ წერს ელისაშვილი. 




 ახალი ამბები
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...