საქართველოში 118 651 შშმ პირია რეგისტრირებული

საზოგადოება

საქართველოში 118 651 შშმ პირია რეგისტრირებული

2015 მაი 7 19:57:47

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის.

"გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. სწორედ ამიტომ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაინტერესდა იმით, თუ რა რაოდენობის შშმ პირია საქართველოში და შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული მონაცემები ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობას მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს.

ინსტიტუტისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%–ს აღწევს.

რეგიონების მიხედვით შშმ პირთა რიცხვი და მათი პროცენტული წილი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით შემდეგია:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება. თბილისის უბნების მიხედვით შშმ პირების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის მიერ გამოთხოვილი იყო სტატისტიკური ინფორმაცია მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების კატეგორიების მიხედვით, ვერც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ვერც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა ჩვენს მიერ მოთხოვნილი კატეგორიების მიხედვით, რაც ასევე მეტყველებს აღრიცხვიანობის სისტემის სისუსტეზე. საქსტატის ცნობით, შშმ პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამუშავდება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები.

საინტერესოა იმ მონაცემების შედარება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და საქსტატმა ცალ-ცალკე მოგვაწოდა ერთი და იგივე მოთხოვნის პასუხად. კერძოდ, საქსტატის ცნობით სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირების რაოდენობა (2014 წლის ბოლო) ჯამში შეადგენს 123 722 ადამიანს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათი რიცხვი 5 071-ით ნაკლებია და შეადგენს 118 651-ს. ჩვენთვის გაურკვეველი რჩება 3 თვის განმავლობაში ასეთი კლების მიზეზი.

დღესდღეობით შშმ პირისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 70 ან 100 ლარს, იმის მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ სტატუსის მინიჭებისას შესაბამის პირს. IDFI აგრეთვე დაინტერესდა საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირების რაოდენობით და აღნიშნულის შესახებ მოთხოვნით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. როგორც აღმოჩნდა რამდენი შშმ პირია საქართველოში დასაქმებული ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.

უნდა ითქვას, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს 2013/2014 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში საჯარო სექტორში 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი, რომელთაგან 5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს შშმ პირებისათვის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირობას შშმ პირებისათვის თვითრეალიზების, პიროვნული განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და მათი უნარების საზოგადოებრივი საქმისთვის სასიკეთოდ გამოყენება უნდა წარმოადგენდეს, სამწუხაროდ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ჯერ-ჯერობით ასეთი პოლიტიკის არ არსებობაზე მეტყველებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში“ ასახული თითოეული პუნქტის დროული იმპლემენტაცია ეფექტურად განხორციელდება, რათა უფრო მარტივად და ეფექტურად მოხდეს შშმ პირთა სოციალურ გარემოში ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობა. ინსტიტუტი ასევე ეხმაურება შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის, საკონსულტაციო საბჭოს მოდელის შექმნას, რომელიც 2015 წლის 5 მაისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა წარმოადგინა. შემოთავაზებული მოდელი თავის თავში მოიცავს ეროვნულ დონეზე ერთგვარი მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციას და ითვალისწინებს თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვას. IDFI მხარს უჭერს ყველა წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...