პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

საზოგადოება

პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეული მიმოხილვა

2015 მაი 12 17:52:30

FactCheck.ge საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 4-დან 12 მაისამდე ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა. ივანიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საქართველოში 300 ათასი პრობაციონერი იყო.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2004-დან 2012 წლამდე ჯამში 124 782 პრობაციონერი იყო. სააგენტოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები გარკვეულწილად გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირებიც მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობაციონერთა რაოდენობა 2004-2012 წლებში არ აღწევდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ 300 000 პირს.

მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭოს ყოველწლიური სასჯელების სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს საქართველო ევროპაში პრობაციონერთა რაოდენობით პირველ ადგილზე იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრობაციონერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროპის მასშტაბითაც, საქართველომ პირველი ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

გასულ კვირას, ფაქტ-მეტრმა მოქმედი პრემიერის განცხადებებიც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “აწარმოე საქართველოში” პროგრამით უკვე 64-მა მეწარმემ ისარგებლა, ინვესტიციების ჯამური მოსალოდნელი ოდენობა 112 მილიონი დოლარია. ისინი ამ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4 500 ადამიანს დაასაქმებენ”.

პროგრამაში – “აწარმოე საქართველოში”, უკვე 65 ბენეფიციარია ჩართული. 28 ბენეფიციარი ფინანსური ხელმისაწვდომობით, 34 კი ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობით სარგებლობს. 9 პროექტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დაფინანსებული, 6 ბენეფიციარი კი, როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს. მეწარმეთა განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროექტებში მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 116 500 000 მილიონი დოლარია და პროექტების განხორციელების შედეგად 4 325 ადამიანი დასაქმდება. ჩვენ ამ პროგრამაში ჩართულ რამდენიმე ბენეფიციარსაც ვესაუბრეთ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოთა ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, ნაწილი კი მოკლე დროში გაიხსნება.
ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება სიმართლედ შეაფასა.

პრემიერის კიდევ ერთი განცხადება ზამთრის კურორტების განვითარებას ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში, სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება მოხდა, რის შედეგადაც ვიზიტორთა რაოდენობა გუდაურში 40%-ით, დიდველზე კი 20%-ით გაიზარდა”.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, 2014-2015 წლების სეზონზე საქართველოში ხელოვნური გათოვლიანება პირველად განხორციელდა, რის შედეგადაც, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, კერძოდ დიდველსა და გუდაურში, სეზონი სამიდან ხუთ თვემდე (დეკემბერი-აპრილი) გაიზარდა.

რაც შეეხება ვიზიტორთა ნაკადის ზრდას, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში 2014-2015 წლების სეზონზე, 2013-2014 წლების სეზონთან შედარებით, ვიზიტორთ რაოდენობა 94%-ით, ხოლო 2012-2013 წლების სეზონთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიას დიდველის (ბაკურიანი) ტერიტორია 2014 წლიდან გადაეცა. შესაბამისად, წინა წლებში გაყიდული ბილეთების ზუსტი რაოდენობა უცნობია. თუმცა, ბილეთების გაყიდვიდან დაფიქსირებული წლიური ბრუნვის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014-2015 წლების სეზონზე 2013-2014 წლების სეზონთან შედარებით, დიდველზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ვიცე პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. როგორც ცნობილია, ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად მთავრობის ერთ-ერთ გეგმას სახელმწიფო ქონების პრივატიზება წარმოადგენს, რამაც ინვესტიციების მოზიდვას უნდა შეუწყოს ხელი. დაისვა კითხვა, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, აქამდე რატომ არ ხდებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზება? გიორგი კვირიკაშვილმა, ამ საკითხის შესახებ განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ადრეც ხდებოდა, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა უფრო გააქტიურდა.
2014 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 63.2 მლნ ლარი, ხოლო 2013 წელს 27.8 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელს სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ დაგეგმილის მხოლოდ 28% შეადგინა. 2015 წლის პირველ კვარტალში აქტივების რეალიზაციიდან 17 მლნ ლარი შემოვიდა (გეგმის 170%).

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სულ ხუთი სახელმწიფო ობიექტი გადავიდა კერძო საკუთრებაში, ხოლო პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.25 მლნ ლარი შეადგინა. ასევე, 2014 წელს მხოლოდ ერთი ობიექტის პრივატიზება განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ რთულია შევაფასოთ, თუ რა ძალისხმევას დებდა მთავრობა პრივატიზების ხელშეწყობაში, ფაქტია, რომ 2010-2011 წლებში სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე მომდევნო წლებში. ამასთან, 2013-2014 წლებში შემცირდა პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოების რაოდენობაც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევე ერთი ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას ეხებოდა. 28 აპრილს, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას მან მინისტრების (დავით შავლიაშვილის და ელგუჯა ხოკრიშვილის) თანამდებობებიდან წასვლის საკითხი შეაფასა და თქვა, რომ არასერიოზულია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ავადმყოფობას იმიზეზებს, იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი თანამდებობიდან წავიდეს. მანვე დაამატა: “ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არა მარტო საქართველოში, არსად მსოფლიოში არ გამიგია, მინისტრი ამბობდეს, ჩემი ოჯახი მომენატრა და იმიტომ მივდივარო”. დავით ბაქრაძის შეფასებით, მინისტრების მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლობაა. გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, ბაქრაძეს ის ფაქტი შეახსენა, როდესაც ნიკა გვარამიას განათლების მინისტრის პოსტი ეკავა და მან თანამდებობა უცხოეთში სასწავლებად წასვლის მიზეზით დატოვა. ამაზე დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ როდესაც ნიკა გვარამიამ უცხოეთში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა, იგი თანამდებობიდან უკვე გადამდგარი იყო, თავისუფალ ადამიანს კი ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ საკუთარ განათლებაზე იზრუნოს. მან იქვე დაამატა, რომ განათლების მაშინდელ მინისტრს პოსტი უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით რომ დაეტოვებინა, მასზეც ზუსტად იმავეს იტყოდა.

ფაქტ-მეტრმა დავით ბაქრაძის ეს განცხადება გადაამოწმა.

2009 წლის 9 დეკემბერს, თანამდებობა დატოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ. აღსანიშნავია, რომ გვარამიამ თანამდებობა უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით დატოვა.

უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მიზეზით, 2006 წლის ნოემბერში თანამდებობა კიდევ ერთმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა. იგი ეკონომიკის სამინისტროში თავდაცვის სამინისტროდან გადაიყვანეს. ეკონომიკის მინისტრის პოსტი მას მხოლოდ 10 დღის განმავლობაში ეკავა. “ირაკლი მეუბნებოდა, რომ სურდა საზღვარგარეთ წასვლა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების ასამაღლებლად და ამ მიზეზით თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვება. მე ვთხოვე, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წასვლაზე დათანხმებულიყო. თუმცა, ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაბრუნებოდა თავის პირვანდელ აზრს და მე ამას პატივს ვცემ” – განაცხადა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვადასხვა “არასერიოზული” (როგორც ეს დავით ბაქრაძემ აღნიშნა) მიზეზებით მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ბაქრაძის განცხადება მცდარია.




 ახალი ამბები
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...