ჩოჩხათლები გზის მოლოდინში გამაფრთხილებელ აქციას გეგმავენ

საზოგადოება

ჩოჩხათლები გზის მოლოდინში გამაფრთხილებელ აქციას გეგმავენ

2015 მაი 13 21:20:49

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულში, რომელიც რამდენიმე  მაღალმთიან სოფელს აერთიანებს, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავაც  უგზოობა რჩება. აღნიშნული პრობლემა ჩოჩხათლებს კარგა ხანია აწუხებთ, გასულ წელს საპროტესტო აქციაც მოაწყვეს გზის შეკეთების მოთხოვნით, რასაც შედეგად მხოლოდ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისთვის პროექტის შედგენა მოჰყვა და ამის შემდეგ, როგორც თავად სოფლის მოსახლეობა ამბობს, საქმე წინ ოდნავადაც არ წაწეულა.

ჩოჩხათის მკვიდრი ომარ ხუციშვილი რედაქციაში გვეწვია და იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რომელიც სოფლისთვის ყველაზე აქტუალურია და გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსა.

"სოფელში მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი ახლა ის არის, თუ როდის დაიწყება სუფსა-ჩოჩხათი-გულიანის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ასეთი კითხვით თითქმის ყოველკვირას მივმართავთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, „მალე“-არის მათი პასუხი.

ამ ერთი შეხედვით დამამშვიდებელმა და იმედის მომცემმა სიტყვამ ჩოჩხათლებისთვის კარგახანია დაკარგა მნიშვნელობა, რადგან ასეთი პასუხი 2015 წლის იანვრიდან დღემდე გვესმის, მაგრამ ჯერ არაფერი დაწყებულა. ამასობაში გზა სულ უფრო გაფუჭდა და გაპარტახდა. ვისაც აქ არ გაუვლია, მინდა მათ ვუთხრა, რომ იგი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ნატოს ჯარების თანამედროვე ტექნიკასაც კი გაუჭირდება გადაადგილება.

ევროკავშირში გვინდა შესვლაო, რომ გაიძახიან, გვაინტერესებს ასეთ გზებით აპირებენ იქ შესვლას, თუ ჩოჩხათლებს ევროკავშირის მიღმა გვტოვებენ.

მოსახლეობას უახლოეს დღეებში გადაწყვეტილი გვაქვს კვლავ შევიკრიბოთ გზის საკითხზე. შეკრებაზე ალბათ, მოვა და შეგვხვდება მუნიციპალიტეტის გამგებელი, ახალი გუბერნატორი, საკრებულოს ხელმძღვანელები და ცალკეული დეპუტატები. ასევე ვეპატიჟებით მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს, თუ რა თქმა უნდა, ამ გზით ჩვენამდე მოარწევენ.

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა შკრებაზე ის იქნება, რომ გვიპასუხონ აპირებენ საერთოდ გზაზე სამუშაოების დაწყებას და თუ აპირებენ როდის?

იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ იქნება მისაღები, არაა გამორიცხული მივმართოთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმას", - ამბობს ომარ ხუციშვილი.

აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს დავუკავშირდით.

"ყველაფერი უცებ არ ხდება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი. პროექტი უკვე გაკეთებულია, საკითხი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს დასამტკიცებლად. ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა", -განაცხადა ლევან ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...