მოწამლული და ჯანმრთელობაშერყეული თაობები "ახალი კანონების" მოლოდინში

საზოგადოება

მოწამლული და ჯანმრთელობაშერყეული თაობები "ახალი კანონების" მოლოდინში

9 დეკ. 2010, 19:29:53
ადამიანის ჯანმრთელობას ძირითადად ის საკვები პროდუქტი განსაზღვრავს, რომელსაც დღის განმავლობაში იღებს. რა პროდუქტითაა გაჯერებული სამომხმარებლო ბაზარი _ მარკეტები, მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზარი; დგას თუ არა სასწორზე თითოეული ადამიანის სიცოცხლე, მოზარდისა და სკოლამდელი ასაკის თაობის ჯანმრთელობა _ "გურია ნიუსი" ამ საკითხით კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რედაქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთის მკვიდრი ავთანდილ მჟავია მოვიდა და დახმარება გვთხოვა.
"ძველ ბაზარში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში შედედებული რძე ვიყიდე, სახლში მივიტანე და აღმოჩნდა, რომ გაფუჭებული იყო. მეორე დღეს მივიტანე უკან და ასე მითხრეს, ჩვენ არ ვყიდით ამ საქონელსო, მაჩვენე ჩეკი, ჩემთან რომ იყიდე, სადაც გინდა, იქ მიბრძანდითო, მიყვირეს, აბუჩად ამიგდეს. ჩეკი მართლა არ მქონდა, რადგან იმ წამსვე გადავაგდე. აი, ნახეთ რას ჰგავს? ძაღლი ხომ არ ვარ? თქვენ წარმოიდგინეთ და, ძაღლმაც არ ჭამა. ამას როგორ შევჭამ? 1 ლარი და  70 თეთრი გადავიხადე, საქმე მაგაში კი არ არის, მაგრამ ხვალ ვიღაცას მოწამლავს. ახლა შევამოწმებინო მინდა და არის ვინმე ოზურგეთში კომპეტენტური? ვის უნდა მივმართო?  _ გვკითხა ავთანდილ მჟავიამ.
ე.წ. ძველ ბაზარში პროდუქტის ხარისხის შემოწმებას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებდა: სანიტარული სამსახური, ჯანდაცვის ცენტრი, ცხოველთა დაავადებასთან მებრძოლი სამსახური და ვეტერინარული ლაბორატორია, ხოლო შიგ  ბაზარში  _ ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორია მუშაობდა. კვლევები, ძირითადად, საქართველოს სავეტერინარო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდებოდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ დადგენილიყო საკვები პროდუქტების  ვარგისიანობა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე,  ჯანდაცვის ცენტრმა და ვეტერინარულმა ლაბორატორიამ ფუნქციონირება შეინარჩუნეს, მაგრამ _ შეზღუდულად. ბაზარში, მაღაზიებში, მარკეტებში თუ ნებისმიერი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პროდუქცია შემოწმების გარეშე შედის.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია გაუქმდა, საკვებ პროდუქტზე კონტროლი აღარ არსებობს.
"აბსოლუტურად უკონტროლოა საკვები პროდუქტის ხარისხიანობა, კონტროლი ამ სფეროში საერთოდ არ ხდება. კანონით ეს სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის პრეროგატივა იყო, ახლა რა  ხდება, ამ კუთხით არ ვიცი. ნახევარზე მეტი მოწამლული არ მიდის ექიმთან, თვითმკურნალობას ეწევიან სახლში. აი, თუნდაც პოლიციამაც არ უნდა დაუშვას ქუჩაში რაღაცეების გაყიდვა, მაგალითად, ნამცხვრების," _ ამბობს მჟავია.
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯუმბერ ხომერიკი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არანაირი სამუშაოების ჩატარების უფლება არ აქვთ.
"არ შეგვიძლია საკვები ნივთიერების კონტროლი, ჩვენ მხოლოდ  სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ შევდივართ ამა თუ იმ ობიექტში. ჩვენთან მოხდა რეორგანიზაცია, გაუქმდა რაიონული სამსახური და შეიქმნა ერთი  რეგიონული სამსახური. ამასთან დაკავშირებით, ველოდებით ახალ გადაწყვეტილებას. შარშან, ძველ ბაზარში გეგმიურად ვიყავით შესულები, ჩვენ გვაქვს ოფიციალური გეგმა-გრაფიკი, რომელსაც წარვადგენთ იანვრის თვეში. დავუშვათ, ამა თუ იმ კვების ობიექტზე,  ყოველი წლის იანვრის და  თებერვლის თვეში, ჩვენ ვაგზავნით ანგარიშს გეგმიურ შემოწმებაზე, ვაძლევთ ობიექტების დასახელებებს, რომლებიც არიან ჩვენს კონტროლქვემდებარე, ესაა სახორცეები, სუპერმარკეტები, ვაძლევთ ამის მონაცემებს, შემდეგ მოდის დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი, მაგრამ შარშან რომ გადავეცით, არ დაგვიმტკიცეს, იმიტომ რომ, რეორგანიზაცია მიმდინარეობდა _ დაშალეს ძველი სტრუქტურა და შექმნეს ახალი რეგიონული სამმართველო. არ გვაქვს უფლება და რა ვქნათ, ჩვენ ვერ შევდივართ ობიექტებზე ოფიციალური გადაწყვეტილების გარეშე. ან უნდა იყოს მომართვა ოფიციალური პიროვნებისგან. აი, ჩვენ მაშინ მაგ ადამიანს განვუმარტეთ, რომ თუ თქვენ გაქვთ ჩეკი, რომ ნამდვილად შეიძინეთ ეს პროდუქტი აღნიშნულ მარკეტში,  ამის შემდეგ შეიძლებოდა, რაღაც მონიტორინგი ჩაგვეტარებინა, _ ამბობს ბატონი ჯუმბერი. თუმცა, რა შუაშია ჩეკი გაფუჭებულ შედედებულ რძესთან, რომელმაც შესაძლებელია ადამიანი მოწამლოს, ცოტა გაუგებარია!
_ ბატონო ჯუმბერ, ოზურგეთში მომრავლებულ ხორცის სარეალიზაციო მაღაზიებში ვინ ახორციელებს ხორცის შემოწმებას და ვინ არის პასუხისმგებელი გაყიდული ხორცის ხარისხზე?
_ გაყიდული ხორცის პროდუქციაზე ამ წუთს ჩვენ ვაძლევთ "ფორმა ორს". მეხორცე მოდის ჩვენთან და მივდივართ, ვესწრებით დაკვლას და ამის შემდეგ ვაძლევთ "ფორმა ორს". ჩვენ არ გვაქვს უფლება გაკონტროლების, ამიტომ არის სრული განუკითხაობა. ახლა ველოდებით ახალ კანონებს და ვნახოთ, რა იქნება, _ გვითხრა ხომერიკმა.
"გურია ნიუსთან" საუბარში რამდენიმე მარკეტისა და მაღაზიის გამყიდველმა დაადასტურა, რომ მათ ობიექტზე  არავინ მიდის საკვები პროდუქტების გასაკონტროლებლად:
_ ახლა ნამდვილად არავინ დადის, დადიოდნენ მაშინ, როცა ძველი ბაზრის აღებას ფიქრობდნენ, _ გვითხრა ერთ-ერთმა მცირე მეწარმემ.
მეორე ინდმეწარმის თქმით, კი პროდუქტებს არავინ ამოწმებს: სიმართლე ხომ გინდათ გითხრათ?! ჩვენ თვითონ ვამოწმებთ საქონელს და მის ხარისხს იმიტომ, რომ მყიდველი ყოველთვის ამოწმებს ხარისხს. პროდუქტი ყოველთვის ახალი მოდის, ძველს და ვადაგასულს ვერაფერს ნახავთ.
_ და რითი ვარგისია თუ არა?
_ ვისგანაც ვიღებთ საქონელს, ისე არ მოიტანს, რომ ვადა არ ნახოს, ძველს არ შემოიტანს არავითარ შემთხვევაში.
_ სერტიფიკატი ახლავს შემოსულ პროდუქციას?
_ კი, რა თქმა უნდა, ყველას ახლავს. მაკონტროლებელი ორგანიზაცია არ მოქმედებს, მაგრამ უფროსი ნამდვილად არ მოიტანს უხარისხო და უსერთიფიკატო საქონელს, _ ამბობს ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველი ლ. გუჯაბიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში "ახალი სავაჭრო ცენტრი _ ახალი აგრარული ბაზარი" აშენდა, სადაც ესთეტიკური და ჰიგიენური პირობები ვიზუალურად დაცულია, პროდუქციის შემოწმება, ხორცის გარდა, არცერთ პროდუქტზე არ ხორციელდება. როცა ახალმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო, ძველი ბაზრის დახურვის ძირითადი მოტივი მასში შეუმოწმებელი, უხარისხო პროდუქტით ვაჭრობა იყო. ამის დადასტურება მაშინ, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს მოუხდა.
ახალი აგრარული ბაზრის მეპატრონე ირაკლი სირაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მთლიანად საქართველოს პრობლემაა.
_ ბატონო ირაკლი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი თქვენი სავაჭრო ცენტრიდან გაყიდული პროდუქციის ხარისხზე?
_ პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ ხორცზე ვიღებ, ჩვენგან გაყიდული ხორცი მაღალი ხარისხისაა. ლაბორატორიულად მხოლოდ ხორცი მოწმდება, ასევე, ჩვენი დღევანდელი შესაძლებლობებისგან გამომდინარე, ვამოწმებთ ნიტრატების რაოდენობასაც პროდუქტებში, მაგრამ ძალიან ბევრ პროდუქტში ნიტრატების რაოდენობა ბევრად აღემატება დასაშვებ ნორმას. რძის პროდუქტების შემოწმება არ შეგვიძლია. მთელ საქართველოშია ასეთი სიტუაცია. დღეს საქართველოში პროდუქტის ხარისხის შემოწმება არ ხდება, მოთხოვნაც არაა. ვინაიდან მოთხოვნა არაა, შესაბამისად, არც მისი შესრულება არაა, ხომ?  ნებისმიერი სახის იმპორტულ პროდუქტზე უნდა იყოს თარგმანი. მე პირადად შევამჩნიე, ბევრი პროდუქცია თარგმანის გარეშეა.  არ შეიძლება, გაყიდო ასეთი საქონელი. ბევრ პროდუქტს საერთოდ არ ემჩნევა  ვადის აღმნიშვნელი თარიღები _ ეს უნდა იყოს ხილულად და უნდა ჩანდეს. ასევე ყურადღება უნდა ექცეოდეს ქუჩაში გაყიდულ საქონელსაც, იმათ ვინ აკონტროლებს?
_ რა განსხვავებაა ძველ და ახალ ბაზარში გასაყიდი პროდუქტების ხარისხში?
_ ესთეტიკური მხრით განსხვავდება. გაღმა ბაზარში ყველი საპირფარეშოდან 5 მეტრის მოშორებით იყიდება. სხვათა შორის, დიდი პრეტენზია არც მყიდველებს გააჩნიათ. პირველ რიგში, ითხოვს საზოგადოება, მერე _ სახელმწიფო და მერე სრულდება, ანუ ამის კულტურა საზოგადოებაში არ არსებობს. ძირითადად, ჩვენთან ხორცი მოწმდება, დანარჩენი კი ხდება საველე  პირობებში. არის ვეტექიმი, რომელსაც ლიცენზია აქვს და ჯიბეში _ ბეჭედი. ამოიღებს, დაარტყამს და დამთავრდა. ასე რომ, არც ეგ არსებობს. შეიძლება, უფრო სერიოზული დანადგარების შემოტანაც, მაგალითად, ტრიქონომეტრისა, რომელიც ამოწმებს ღორის ხორცს შრეების მიხედვით ტრიქინელოზზე. ეგ რომ იყიდო, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რა საჭიროა, დახარჯო, როცა მოთხოვნა არ არსებობს, არც კანონის კუთხით და არც საზოგადოების მხრიდან?! ყველაზე სათუთი საკითხი, საბავშვო ბაღები და სკოლებია. დადეს ხელშეკრულება კვების პროდუქტების ბაღებში შეტანაზე. ის საკვები პროდუქტი, რომელიც ბაღებში შედის, შემოწმებული არაა. აბა, გადაამოწმეთ სკოლის ბუფეტები _ მინისტრის განკარგულებაა, რომ ყველა პროდუქტი უნდა იყოს შემოწმებული. დაასახელონ წყარო, საიდან მიაქვთ პროდუქტები, იგივე ფუნთუშები, ოჯახის პირობებში გაკეთებულია?  ვინ, რა, როგორ და რანაირად _ ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. ღმერთი თუ დაგვიცავს დღეს მოქალაქეებს არსებული პროდუქტებისგან, მხოლოდ ლოცვა-კურთხევა თუ გვიშველის.
"გურია ნიუსმა" ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოქალაქის მოსაზრება ჩაიწერა:
პენსიონერი თ. ბარამიძე: _ რა ვიცი, ხარისხიანია თუ არა, როგორ მივხვდე?
მ. დონდოლაძე: _ საერთოდ არაა, შვილო, ხარისხიანი, მაგრამ რა უნდა ვქნათ? ვეგუებით იმას, რაც არის, ოღონდ კი ლუკმა პურით დავიპუროთ თავი. სიმართლე გითხრათ, ერთი კვირის წინ ვიყიდეთ "ჰერკულესი" და მთელი ოჯახი მოვიწამლეთ, კი დავინტერესდით, მაგრამ რა?!
ნ. ჯინჭარაძე უმუშევარი: _ როგორ უნდა ვიგრძნო? ჯერ ერთი, არ ვენდობი, ვიცი, რომ კონტროლი არ არსებობს, რამდენად ფალსიფიცირებულია, შეფასებაც არ შემიძლია, თანაც არ მაქვს ეკონომიკურად იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული პროდუქტი შევიძინო, აი, ამას ვჭამ (ხელს იშვერს ქუჩაში გამოტანილი ბოსტნეულისკენ) და ვიცი, რომ არ არის ხარისხიანი. შენ წარმოიდგინე, ის ძვირიანიც რომ ვიყიდო, არც ის მჯერა, რომ ის იქნება ხარისხიანი, იმდენ რამეს წაიკითხავ და გაიგებ. ახლა ინფორმაცია მაქვს, რომ ერთ-ერთ სოფელში უამრავი ღორი დაიხოცა და ყველა ჩაბარდა გასაყიდად. რა გინდა მეტი უკეთესი კრიტერიუმი _ როგორ ჩაბარდა, სად ჩაბარდა, _ გაგვცემს პასუხს ვინმე?!
"გურია ნიუსი" აქვე დიდ მადლობას უხდის ბატონ ავთანდილ მჟავიას მოქალაქეობრივი პოზიციის გამოჩენის გამო; თუ თითოეულ ფაქტს ბოლომდე მივყვებით და ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ჩვენი, შვილების, შვილიშვილების და ქვეყნის მომავლის ჯანმრთელობა ხელწამოსაკრავი და უხარისხო პროდუქტების გასაღებით ფულის უზომოდ ხვეჭის საგანი არაა, აუცილებლად გახდება შესაძლებელი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს; სამწუხაროდ, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი მართალია _ ხარისხიანი პროდუქტით სამომხმარებლო ბაზრის უზრუნველყოფა საზოგადოების მკაცრი მოთხოვნა არც არის. არადა, ჯერ კიდევ ბიბლიური დროიდან ვიცით, ის მოგეცემა, რასაც მოითხოვ!




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...