ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე

საზოგადოება

ციფრული ტელევიზია - კომფორტული სიახლე

2015 ივნ 2 12:51:14

საქართველოს მოსახლეობა მიწისზედა ანალოგური ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლისათვის ემზადება. ზოგი მათგანი ახალ მოწყობილობებსაც ყიდულობს.  სხვები კი ცვლიან პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც სატელევიზიო სიგნალს იღებენ. ტელევიზიის ციფრულ სატელევიზიო ქსელზე  გადასვლის პროცესის დასრულება 17 ივნისისთვისაა დაგეგმილი. დათქმულ ვადამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. თუმცა საზოგადოებაში მომავალ ცვლილებებზე ინფორმაცია არასაკმარისია. ამ საკითხზე ჩვენი მკითხველებისგან მივიღეთ კითხვები და გვინდა,  რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:

რას ნიშნავს მიწისზედა ტელევიზიის გაციფრულება?

ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლა არის პროცესი, რომლის დროსაც ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო სიგნალი შეიცვლება ციფრული სატელევიზიო სიგნალით. შედეგად ვიღებთ სატელევიზიო სიგნალს, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ხმა და გამოსახულება აქვს.

რა შეიცვლება ჩემთვის გაციფრულების შემდეგ?

ციფრულ სატელევიზიო ქსელზე გადასვლის შემდეგ ტელევიზორის ყურება უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება, რადგან აღარ იქნება ხაზები ეკრანზე, ხმის ხარვეზები ან სხვა მსგავსი პრობლემები, რომლებიც ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობისათვის იყო დამახასიათებელი.

17 ივნისამდე მომზადება თუ ვერ მოვასწარი, სატელევიზიო ჩვენებას დავკარგავ?

ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, თუ თქვენ არ გექნებათ ციფრული ტელევიზია ან სეთ–თოფ–ბოქსი, ტელევიზორის ყურებას ვეღარ შეძლებთ. თუმცა, თუ ამჟამად ტელევიზორს სატელიტის ან ინტერნეტის (IPTV) მეშვეობით უყურებთ, 17 ივნისს თქვენთვის არაფერი შეიცვლება.

როგორ შემიძლია ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება?

ზოგადად, ციფრული სატელევიზიო სიგნალი გადაცემის ერთ პლატფორმაზე მიბმული არ არის. მისი მიღება განსხვავებული გზებითაა შესაძლებელი და მათ შორისაა: ანტენა, სატელიტი, კაბელი და IPTV. სატელიტი და IPTV უკვე ციფრულია. თუ რომელიმე მათგანის მომხმარებელი ხართ, თქვენ ციფრულ სიგნალს უვე იღებთ. თუ ციფრული სიგნალის მიღება მიწისზედა ქსელის მეშვეობით გსურთ, მოგიწევთ იყიდოთ სეთ–თოფ–ბოქსი ან ტელევიზორი, რომელსაც სეთ–თოფ–ბოქსი აქვს ჩამონტაჟებული.  

ციფრული სატელევიზიო სიგნალი სოფლებსა და მიუდგომელ რეგიონებსაც დაფარავს?

მიუდგომელ ტერიტორიებზე ციფრული სატელევიზიო სიგნალის მიღება დამოკიდებულია პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც სიგნალს იღებთ. მაგალითად, სატელიტურ სატელევიზიო სიგნალს ერთდროულად დიდი რაოდენობის მაყურებლის დაფარვა შეუძლია განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში და ქვეყნის ყველაზე მოშორებული რეგიონების მოსახლეობასაც მოიცავს. ამისათვის კი დამატებითი ინვესტიციები საჭირო არაა.  IPTV-ის შემთხვევაში კი სოფლების დაფარვა უფრო გაძნელებულია.

(R)




 ახალი ამბები
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...
  • სამტრედიაში ააიპ-ები საახალწლოდ თანამშრომლებზე ჯილდოს გასცემენ13 დეკემბრის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ააიპ-ების 2019 წლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 25 ააიპ-ის ბიუჯეტის ფორმირებული ვარიანტი. საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ააიპ-ებმა თანამშრომლებზე გასაცემ მცირეოდენ საახალწლო ჯილდოს მოუყარეს თავი, რაზეც საკრებულოდან თანხმობა ითხოვეს. რიგგარეშე სხდომის ბოლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელს გაწეული საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა, სადაც დასწრებაზე საკრებულოს ოპოზიციამ უარი თქვა. ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ... ...
  • წვიმა,თოვლი და ქარი-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია ... ...
  • სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.   შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...