"შსს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტურად არ რეაგირებს"

საზოგადოება

"შსს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტურად არ რეაგირებს"

2015 ივნ 22 16:24:39

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო თანამდებობის პირთა დეკლარაციებში სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ეფექტურად არ რეაგირებს.

ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევშია აღნიშნული, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

5 მაისს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გამოაქვეყნა ბლოგპოსტი ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ გუბერნატორები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ორმა მოქმედმა გუბერნატორმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსო, ერთი კი სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ იყო ჩართული. საუბარია ქვემო ქართლისა და იმერეთის გუბერნატორებზე, რომლებმაც დეკლარაციაში არ მიუთითეს, ერთ შემთხვევაში საკუთარი, ხოლო მეორე შემთხვევაში ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც, ჩვენი შეფასებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს. იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც, ვფიქრობთ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

როგორც წარსულში, ჩვენს ბლოგპოსტს არც ამჯერად გამოხმაურებია რომელიმე საგამოძიებო უწყება. ამიტომ გადავწყვიტეთ, თავად მიგვემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსათვის, რომლის დებულებაშიც (მუხლი 3, პუნქტები ა, ბ) უწყების ამოცანებს შორის მითითებულია: 

"თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება"

იმის დასადგენად, შედიოდა თუ არა ამ და მსგავს ფაქტებზე რეაგირება სააგენტოს კომპეტენციაში და რა ზომების მიღება იგეგემებოდა ასეთ შემთხვევაში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოს 2015 წლის 7 მაისს წერილით მიმართა. ამავე წერილით ჩვენ შსს-დან მსგავს ფაქტებზე გასულ წლებში რეაგირების სტატისტიკაც გამოვითხოვეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კვლევაში და შსს-სთვის გაგზავნილ წერილში საუბარი იყო "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონების დარღვევაზე, უწყებიდან პასუხად მიღებულ წერილში მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე, ინფორმაციის განზრახ არმითითებაზეა საუბარი. ანტიკორუფციული სააგენტოს განმარტებით, ჩვენ მიერ მოყვანილ შემთხვევებში არ დადასტურდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის ფაქტი. რაც შეეხება სტატისტიკას, შსს-ს ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოს საქართველოს სსკ-ის 355-ე მუხლით გამოძიება არ დაუწყია.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ განხილული შემთხვევა საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოაჩენს.

1. არ არსებობს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო

როგორც შსს-მ განგვიმარტა, ჩვენს კვლევასა და შესაბამისად, წერილში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართეს და დასკვნა, რომ სსკ-ის 355-ე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიტანეს. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ფაქტია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევა, "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონების მოთხოვნების დარღვევაზე მიუთითებს. შსს-ს პასუხიდან ვასკვნით, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევებზე რეაგირებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო საკუთარ მოვალეობად არ განიხილავს. შესაბამისად, უცნობია, რომელ ორგანოს ევალება ამ შემთხვევაში კანონის აღსრულების უზრუნველყოფა და მის დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა.

2. საჭიროა, მეტი ყურადღება მიექცეს ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს

შსს-დან სტატისტიკასთან დაკავშირებით მიღებული პასუხი, რომ 355-ე მუხლით გამოძიება არ დაწყებულა, იმ ფონზე, როდესაც თუნდაც ჩვენს სხვადასხვა კვლევაში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობით ამის საფუძველი არსებობდა (იხილეთ ახმეტის გამგებლის მოადგილის მეუღლის უკანონოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების არადეკლარირებული ქონებაადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონებაპარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესები და სხვა), მიუთითებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემისა და გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე.

3. ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების სისტემა დროულად უნდა შეიქმნას

გუბერნატორების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში არასრულყოფილად მითითებული ინფორმაცია არ შესწორებულა. როგორც საჯარო სამსახურის ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რამდენიმე თვის წინ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით განუმარტა, მათ კანონი ამ ვალდებულებას არ აკისრებს და შესაბამისად, ქონებრივ დეკლარაციაში ცვლილების შეტანის არც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს. აღნიშნული ხარვეზი ასევე მოწმობს ქონებრივი დეკლარაციების სისტემის დახვეწისა და მისი მონიტორინგის მექანიზმის დროულად შექმნის აუცილებლობას. ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის სისტემის შექმნა საქართველოს მიერ რამდენიმე ფორმატში (ასოცირების დღის წესრიგი, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმა) აღებული ვალდებულებაა და განხილული შემთხვევა მიუთითებს მისი დროულად და ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობას .

ზემოთ მოყვანილი ხარვეზების გამოსწორების საუკეთესო გზად "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნის მიიჩნევს, რომელიც შეითავსებდა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების ფუნქციას, თანამდებობის პირების მიმართ სანქციების გატარების უფლებამოსილებას და ა.შ. ამგვარი ორგანოს შექმნას ჩვენ მიერ პარლამენტში წარდგენილისაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს. იმედს გამოვთქვამთ, დეკლარაციების არსებულ სისტემაში განხილული ხარვეზები კანონმდებლებს ჩვენი წინადადების მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნებს.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...