"100 000-ლარიანი მოსაცდელები, 37 110 ლარის ინვენტარი უფუნქციო შენობისთვის"

საზოგადოება

"100 000-ლარიანი მოსაცდელები, 37 110 ლარის ინვენტარი უფუნქციო შენობისთვის"

2015 ივნ 22 21:16:42

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ და დეპუტატებმა, 17 ივნისის საკრებულოს სხდომაზე თბილისში დატრიალებულ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს.

საკრებულოს სხდომას ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე ესწრებოდა.

2015 წლის 16 ივნისის საქართველოს მთავრობის #123 განკარგულების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 314,8 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე, საჭიროა, გახორციელდეს ცვლილებები _ ამის შესახებ სხდომაზე მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მარიკა ნაცვალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, "საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსება 1 062, 4 ათასი ლარით გაიზრდება, ბინათმშენებლობის _ 752, 8 ათასი ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოების _ 448,5 ათასი ლარით. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 2015 წლის 20 იანვრის #39 განკარგულებით გამოყოფილი თანხა იყო 221, 6 ათასი ლარი. აღნიშნულ განკარგულებაში 2015 წლის 16 ივნისის #1234 განკარგულების თანახმად, შევიდა ცვლილება და ეს თანხა შემცირდა 170,6 ათასი ლარით".

როგორც ნაცვალაძემ აღნიშნა, საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპორტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა 51,0 ათასი ლარით განისაზღვრა, კერძოდ: "საგზაო ინფრასტრუქტურა 23, 0 ათასი ლარით გაიზრდება, ასევე, ბინათმშენებლობა _ 8, 7 ათასი ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოები _ 19, 3 ათასი ლარით.

გატარებული ცვლილებების შედეგად, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით _ 2 314, 8 ათასი ლარით განისაზღვრა: საგზაო ინფრასტრუქტურა _ 1085,4 ათასი ლარით, ბინათმშენებლობა _ 761, 5 ათასი ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოები _ 467, 9 ათასი ლარით.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დაფინანსება შემცირდება 120, 000 ლარით, შრომის ანაზღაურება კი 70, 000 ლარით.

ქალაქ ოზურგეთის მერიის დაფინანსება შემცირდება 160,000 ლარით, შრომის ანაზღაურება _ 150 000 ლარით, სკოლამდელი განათლების დაფინანსება შემცირდება 70 000 ლარით, სუბსიდია შემცირდება 70, 000 ლარით, სპორტული ღონისძიებები _10, 0 ათასი ლარით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსება შემცირდება 10, 000 ლარით.

დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა განაცხადა, რომ ის რამდენიმე ხნის წინ ითხოვდა სახელფასო ფონდის შემცირებას, დააყენა კიდეც საკითხი, თუმცა, მას მხარი არ დაუჭირეს:

 "რატომ მაშინ არ მოხდა სახელფასო ფონდის შემცირება, როცა მე დავაყენე ეს საკითხი?" _ იკითხა ძიმისტარაშვილმა, რაზეც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ ძიმისტარაშვილს მაშინ სწორად გათვლილი არ ჰქონდა.

ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მერაბ წივწივაძემ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის სახელზე დაწერილი მოხსენებითი ბარათი წაიკითხა, რომელშიც აღნიშნულია:

"ქ. ოზურგეთში, მოსახლეობის მომსახურების დონის გაუმჯობესებისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდეს 20 ერთეული მოსაცდელი და 100 ერთეული სანაგვე ურნა. სამუშაოების მთლიანი საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 118 000 ლარით" .

წივწივაძემ, საკრებულოს სხდომაზე, ასევე, ისაუბრა, ქალაქ ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩა #28-ში მდებარე სპორტკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული შენობა საჭიროებს ინვენტარით აღჭურვას, რისთვისაც, სავარაუდოდ, უნდა გამოიყოს 37 110 ლარამდე თანხა.

აღნიშნულ საკითხებს დეპუტატების _ ლევან მგელაძის, თამარ ნადირიძის, გოჩა მგელაძისა და გოჩა ძიმისტარაშვილის პროტესტი მოჰყვა.

დეპუტატებს შორის ხმამაღალი საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ ეს ფაქტი წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ პროექტებს შეადარეს. როგორც დეპუტატები ამბობდნენ, ქალაქს არ ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი; ამიტომ, ჯერ უნდა შეიძინონ ტრანსპორტი და შემდეგ გაკეთდეს მოსაცდელები.

 საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა: "ნუ ხარჯავთ ამდენ ემოციას. ქალაქისთვის კეთდება, გათვლილია მაღალ სტანდარტებზე", _ ირწმუნებოდა გელა კობალაძე.

ხმაური მოჰყვა მეხუთე საკითხსაც, რომელიც შპს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სავაჭრო ცენტრის 100 პროცენტის წილის მესაკუთრე სსიპ თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების _ 5 982 კვ.მ. მიწის ფართობიდან 4 400 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, პირობებიანი საჯარო აუქციონის ფორმით, იჯარით, 25 წლის ვადით გაცემის შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისთვის" ბრიფინგი გამართა.

ლევან მგელაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების შესახებ: "საუბარია 20 მოსაცდელის მოწყობაზე, თითოეულის ღირებულება 5 000 ლარია, მთლიანად 100 000 ლარი ჯდება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. ჩვენ არ გვყავს მუნიციპალური ტრანსპორტი; ამიტომ, 100 000 ლარი ჯერ ტრანსპორტის შესაძენად უნდა მიმართულიყო და შემდეგ გაკეთებულიყო მოსაცდელები. თუ პრობლემა დგას, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოსაცდელი, მაშინ 5 ან 6 მოსაცდელიც საკმარისი იქნებოდა იმ რაიონთაშორისო ტრანსპორტისათვის, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობს", _ აღნიშნა მგელაძემ. მან ყურადღება გაამახვილა სპორტული კომპლექსისთვის ინვენტარის შეძენაზეც.

"სპორტული კომპლექსი ქალაქის მერიის ბალანსზეა, მაგრამ მისი ფუნქცია ჯერ განსაზღვრული არ არის. არავინ იცის, რა ორგანიზაცია განთავსდება, ვის მოემსახურება და რა ფორმით იქნება. 37 110 ლარზეა საუბარი. მერიის ინიცირებული ბილიარდის შენობის გაკეთება არ მოხერხდა, მაგრამ მაინც მოიძებნა გზები _ ალბათ, ამ შენობას შესძენენ საბილიარდოს სახეს. საკრებულოს წევრებმა არ იციან, რა ფუნქცია ექნება შენობას, მაგრამ ინვენტარის შეძენაზე თანხმობას აძლევენ. ეს გაუგებარია," _ თქვა მგელაძემ.

საკრებულოს დეპუტატმა თამარ ნადირიძემ ბაზრის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, 4 400 კვ.მ. მიწის ფართობზე მერია ითხოვს პირდაპირი განკარგვის წესით, პირობითი აუქციონის ჩატარების წესზე თანხმობას:

"გაურკვეველია ჩემთვის ეს ფაქტი. დარწმუნებული ვარ, რომ მოვაჭრეებმა არ იციან ამის შესახებ. ფაქტობრივად, მერიას ევალება ამ პირობების განსაზღვრა, ჩვენ ვაძლევთ ხმას ისეთ რამეს, როცა გაურკვეველია, რა ელოდებათ ხვალ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდში იბრძოდნენ და დღეს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან", _აღნიშნა ნადირიძემ.

ნადირიძე ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ბაზრის ტერიტორიის გასხვისება დაიწყო: "პირველად, თავიან თმეგობრებზე გაასხვისეს, ახლა შენობა-ნაგებობების სასწრაფო წესით გაყიდვაზე ფიქრობენ. ამას 5-10 წლით კი არ აკეთებენ, არამედ 25-35-წლიანი იჯარით, ჩემი აზრით, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქალაქის მოსახლეობა. რა პირობებში აყენებენ შემდეგ მოვაჭრეებს, არც ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია", _ აღნიშნა ნადირიძემ.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...