ქადაგიძის სიმართლე და სააკაშვილის ნახევრად სიმართლე - FactCheck-ის მიმოხილვა

საზოგადოება

ქადაგიძის სიმართლე და სააკაშვილის ნახევრად სიმართლე - FactCheck-ის მიმოხილვა

2015 ივნ 23 13:33:18

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. 

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

ყველაზე პოპულარული სტატია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეხებოდა. ქადაგიძის თქმით, ამერიკული გლობალური მენეჯმენტის კვლევის კომპანიის – Gallup-ის მონაცემებით, მეანაბრეთა მხრიდან ქართული საბანკო სისტემის ნდობა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ამ კომპონენტში ქართული საბანკო სისტემა, ნორვეგიის და შვეიცარიის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია Gallup-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ევროპის რიგ ქვეყნებში მეანაბრეთა მხრიდან საბანკო სისტემის ნდობა საკმაოდ დაბალია. მაგალითად, საბერძნეთში ის 14%-ს, ირლანდიაში 16.2%-ს, ისლანდიაში 17%-ს, ესპანეთში კი 18%-ს შეადგენს. საქართველოში ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ნდობის მაჩვენებელი 76.5%-ია. ამ მონაცემით, ჩვენი ქვეყანა ნორვეგიისა (80%) და მალტას (78.7%) შემდეგ მესამე ადგილს იკავებს ევროპაში.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც გადაამოწმა. რუსთავი 2-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა: "ჩემი პრეზიდენტობის დროს, გარდა 2008 წლისა, საქართველოში უფრო მეტი ხალხი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა. არ იყო დალხენილი ცხოვრება, მაგრამ პოზიტიური დინამიკა აბრუნებდა ხალხს".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2000-2014 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდო 10 წლის მანძილზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი 2004-2013  წლებში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათი წლიდან ხუთი წლის მანძილზე მიგრაციულ სალდოს დადებითი ტენდენცია ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 წლის (ასევე თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2013 წელსაც) გარდა, უარყოფითი მიგრაცია კიდევ 3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. შესაბამისად, ექსპრეზიდენტის განცხადება ზუსტი არ არის.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში, ჯამში, ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა (154 300), ვიდრე გავიდა (-67 100). ცხრა წლის ჯამური მაჩვენებლებით, მიგრაციული სალდო პოზიტიური იყო და 87 200-ს უდრიდა.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი განცხადება საქართველოდან ღვინის ექსპორტის თემას ეხებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას თქმით, "2015 წელს ექსპორტის მაჩვენებელი არის 8 მილიონი. ეს შარშანდელ წელთან შედარებით ნაკლებია. შარშანდელ ნიშნულზე მისვლა გაგვიჭირდება, თუმცა გაცილებით კატასტროფული სურათი გვექნებოდა, რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც ყოველთვის ვატარებთ და ვახალისებთ – ეს არის ბაზრის დივერსიფიცირება. შედარებისთვის, 2012 წელს გადამუშავებული ყურძენი 52 000 ტონა იყო, ხოლო გასულ წელს კი – 124 000 ტონა".

ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წელს მართლაც 124 000 ტონა ყურძნის გადამუშავება მოხდა, რაც 2012 წელს გადამუშავებულ ყურძნის რაოდენობაზე (54 000 ტონა) ორჯერ მეტია. 2013-2014 წლებში ზრდა იყო ყველა კომპონენტში: გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ფასი, ღვინის ექსპორტი და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები.

თუმცა, 2015 წლის I კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 5 მილიონ ბოთლს შეადგენს, რაც  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით არის შემცირებული (2014 წლის I კვარტალში ექსპორტი 15 455 103 მილიონი ბოთლი იყო), რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2015 წლის ბოლოს, 2014 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტის კლება დაფიქსირდება. სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი 2015 წლის რთველისთვის ყურძენზე მოთხოვნასა და მისი ფასის შემცირებას გამოიწვევს.

ღვინის ექსპორტის და მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება ძირითადად რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული. ამიტომ, სამინისტრომ და კერძო სექტორმა ბაზრების რეალური დივერსიფიკაციისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა ნაკლებად  ვიყოთ დამოკიდებული ეკონომიკურად და პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაზე – რუსეთზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიგა ბუკიას განცხადებაც გადაამოწმა. ბუკიას თქმით, 2004-2012 წლებში სახელმწიფოს საკუთარი ქონება უსასყიდლოდ 5 634 ადამიანმა გადასცა, ხოლო ბოლო ორი წლის მანძილზე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. დეპუტატის აზრით, ეს იმის დასტურია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი მთავრობა ბიზნესზე ზეწოლას არ ახორციელებს.

ფაქტ-მეტრთან საუბარში გიგა ბუკიამ აღნიშნა, რომ განცხადება ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით გააკეთა.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2004-2012 წლებში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ (ჩუქების ფორმით) ქონების გადაცემასთან დაკავშირებით 605-მა ფიზიკურმა და არასაჯარო იურიდიულმა პირმა მიმართა, ხოლო 2013-2014 წლებში, ახალი ხელისუფლების პირობებში – 32-მა. აღსანიშნავია, რომ ამ სტატისტიკაში არ შედის თვითმმართველობებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დეპუტატის მიერ ნახსენებ რიცხვებს არ ემთხვევა. შესაბამისად, გიგა ბუკიას განცხადება მცდარია.

ცნობისთვის, FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.




 ახალი ამბები
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და მათი გათანაბრებული ქულები ცნობილია. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.შედეგების ნახვას შეძლებთ ბმულზე აპელაციის შედეგები. შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6). შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები. იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში ... ...
  • “მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ პატარა იოსებს სასწრაფოდ სჭირდება ჩვენი დახმარება. იოსებს აქვს ჰიდროცეფალია გაკეთებეული აქვს თავზე ოპერაცია. იგი  დღენაკლული დაიბადა, 6 თვის არ იყო. როგორც კი 2 კილო გახდა, გაუკეთეს თავზე შუტირება,მას შემდეგ ჩვეულებრივად ვითარდებოდა. “6 თვის ასაკამდე დახოხავდა, ჯდებოდა 6 თვის შემდეგ დაეწყო დაჭიმულობა და ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა, რომ საფრანგეთში წაგვეყვანა, სადაც მას უტარდებოდა რეაბილიტაცია, მასაჟები და ვარჯიშები, თუმცა, ბავშვის მდგომარება გაუარესდა. 8-თვიანი მკურნალობის შემდეგ საფრანგეთში დარჩენის უფლება არ მოგვცეს და უკან საქართველოში გამოგვიშვეს. იოსებს, თურქი ექიმების რეკომენედაციით, სასაწრაფოდ სჭირდება ორივე მენჯ-ბარძაყის ოპერაცია, რადგან პირველი ხარისხის ამოვარდნილობა და მყესების დაჭიმულობა აქვს. როგორც გვაიმედებენ, თუ ოპერაციას გავუკეთებთ, სიარულს შეძლებს, _ გვითხრა იოსების დედამ, ინგა სარიშვილმა. თუმცა, ეს ბავშვის ერთადერთი პრობლემა არაა _  პატარას ხერხემლზე ძვლების არასწორი შეზრდა აქვს მენჯის ძვლოვან ნაწილებთან, რაზეც სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვეღარ გაივლის. „ოპერაციისთვის 10 ათასი დოლარია საჭირო, რომ სამუდამოდ არ მეჯაჭვოს საწოლს. მინდა, ჩემმა შვილმა ფეხზე გაიაროს და ირბინოს“, _ გვითხრა ბავშვის დედამ, თუმცა ოჯახს იოსების სამკურნალოდ ყველა რესურსი ამოწურული აქვს. პატარა იოსები საზოგადოების, კეთილი ადამიანების დახმარების იმედით ელოდება ტოლებთან სირბილს. იოსების დასახმარებლად გახსნილია ანგარიში. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ იოსებ თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი _ 61004014867 დაბადების თარიღი  _ 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები იურიდული პირი ან კომპანის ანგარიში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი: 445473014საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი: 599 33 01 ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებსსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება ... ...
  • პოლიციამ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, გ.ჩ. მუხიანში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში იარაღის მუქარით შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. “სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია შსს-ს ... ...
  • ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში - ცეცხლის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთოსაგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან, ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიუტრად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. მათივე ცნობით, გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...