სტიქიის დროს ერთ-ერთ დაზარალებულს ემიგრანტები ბინას შეუძენენ

საზოგადოება

სტიქიის დროს ერთ-ერთ დაზარალებულს ემიგრანტები ბინას შეუძენენ

23 ივნ. 2015, 14:02:40

ახალგაზრდების საყვარელი პოეტის ზურა სალუქვაძის იდეამ ემიგრანტები რამდენიმე დღეში გააერთიანა.

თავად ემიგრანტმა პოეტმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ფეისბუქის საშუალებით ნ მოუწოდა და სწორედ მისი დამსახურებით ქართველმა ემიგრანტებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 20 000 დოლარი შეაგროვეს.

როგორც ზურა ამბობს ამ თანხით ერთ-ერთ დაზარალებულს ბინას შეუძენენ:

_ რატომ ბინა? _  შეგახსენებთ,  რომ 20 ათასი დოლარი შეგროვდა და არა 20 მილიონი...

ის რომ ყველა დაზარალებულს თანაბრად გაუნაწილო ეს თანხა გამოდის რომ ყველას 80-80 დოლარი ან ნაკლები უნდა მისცე, რაც არაფერს არ ნიშნავს... (დაზარალებულები, დაღუპულების ოჯახები, ძაღლები, ზოოპარკი), _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალუქვაძე.

მისი გვერდიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას უკვე მოელაპარაკენ და დაზარალებულს ბინას სექტემბერში გადასცემენ:

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბინას, რომელიც ჩვენ ვნახეთ _  მხოლოდ თეთრი კარკასი ღირს 30 ათასი დოლარი, ანუ მხოლოდ კარკასში ეს კომპანია გვიმატებს 10 ათას დოლარს. ამას პლიუს რემონტი...

ეს ცალკე 5 ათასი დოლარი რომელსაც კომპანია კიდევ გვიმატებს (არაა დიდი კომპანია და ამაზეც ძალიან მადლობლები უნდა ვიყოთ), რადგან ბინა არის 50 კვადრატი (ოთახნახევრიანი) ...

გამოდის, რომ მრავალშვილიან ოჯახს ვერ დავეხმარებით და აქცენტი უნდა გადავიტანოთ ოჯახზე სადაც არიან 3-4 სული და ყავთ მცირეწლოვანი ბავშვები...

თუ სახელმწიფო მართლა ურიგებს ყველას ბინას, ჩვენ რაა სულელები ხო არ ვართ რომ თავი გამოვიდოთ რომ მაინცდამაინც ბინა უნდა ვუყიდოთ ვინმეს, იქნება უკეთეს ბინას აძლევს და რატომ უნდა დავაკარგვინოთ ეს შესაძლებლობა? ... და დრო გვანახებს რას აკეთებს რეალურად მთავრობა.

ხოდა სხვებს რას უშვები და მსგავსი მესიჯებით ნუღა ამიკლებთ  გთხოვთ, ისედაც ცუდად ვარ ამდენი ფიქრით რომ რომელია ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება...
თუ მთავრობა ყიდულობს ბინებს მაშინ ეს ფული მივცეთ ყველაზე გაჭირვებულებს, თუ არადა მაშინ, რომელი ჯობია მითხარით 80-80 დოლარი დავურიგოთ ყველას _ 
ორი დღე ეყოთ თუ ერთ ოჯახს მართლა ბოლომდე მივხედოთ და დანარჩენებს სხვამ, ანუ მთავრობამ, ბიზნესმენებმა, ბიძინამ და ა.შ. მიხედონ?

20 მილიონი რომ გვეშოვა, ვიცი, როგორც მოვიქცეოდით, მაგრამ ამ თანხით ყველას როგორ ვეყოთ? _ წერს ზურა, რომელსაც ემიგრანტები სრულად ეთანხმებიან.

ზურა სალუქვაძის ინფორმაციით შერჩეული ბინა ნუცუბიძის პლატოზე მდებარეობს.

დღევანდელი დღის ამბები ასეთია.... შევხვდით კომპანიის უფროსობას და გვანახეს კიდეც ბინა. ამ ეტაპზე თეთრი კარკასი ახალ მშენებარე კორპუსში, ხოლო ჩაბარებით სექტემბერში ჩაგვაბარებენ გარემონტებულს.

მხოლოდ გაზგაყვანილობა და ავეჯი იქნება საჭირო (გაზგაყვანილობა დაახლოებით 500 ლარამდე დაჯდება). სამწუხაროდ, ფიზიკურად არ ესწრება დამთავრება სექტემბრამდე.

ბინა არის ნუცუბიძის პლატოზე, ტრანსპორტისთვის ადვილი მისადგომია, არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის, უკან სიმწვანე, წინ სტადიონი და ავტობუსების გაჩერება.
ახლა მაქვს საუბარი ჩემს მეგობრებთან გვერდზე შტატში და ისინიც აგროვებენ თანხას. ალბათ, გავაერთიანებთ ორივე თანხას და ასეთ შემთხვევაში საშუალება გვექნება, რომ ბინა ვუყიდოთ ერთ ოჯახს და რამდენიმე ოჯახს  ფულადი კომპენსაციით დავეხმაროთ...

ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღებას და ფულის გაგზავნას ჯერ არ ვჩქარობთ, რადგან გვინდა, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ თბილისიდან და შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველა თქვენგანს... გაიხარეთ, ძალა ერთობაშია, _ წერს სალუქვაძე.




 ახალი ამბები
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...
  • სროლა თბილისში- დაჭრილია 2 ადამიანისროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • “მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას. კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია. _ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი? _ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში. _ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი? _ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.   _ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ? _ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან. _ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები? _ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. _ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული? _ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ. _ რატომ არ ვიყენებთ? _ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები. _ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი. _ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს? _ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი. _ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო. _ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და ... ...
  • "გულის მუშაობა აღვუდგინეთ"- გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა მძიმეაექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. წყარო: რუსთავი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?