“მალე ქალაქს ექნება ძვირადღირებული „ფეშენ“ მოსაცდელები“

საზოგადოება

“მალე ქალაქს ექნება ძვირადღირებული „ფეშენ“ მოსაცდელები“

2015 ივნ 25 19:53:57

"რა შესძლო და რა ვერ შესძლო ადგილობრივმა ხელისუფალმა" - ამ სათაურით აქვეყნებს, სოციალურ ქსელში  მორიგ განცხადებას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"უდაოა, რომ ქალაქის მერმა შესძლო საკრებულოს დამორჩილება და დღეს მას ჰყავს მორჩილი უმრავლესობა საკრებულოში, რომელიც ყველა საკითხს უმტკიცებს და ყველაფერზე კოჭს უგორებს. ასევე უდაოა ისიც, რომ ამ ერთ წელიწადში მან შესძლო გაყიდა და გაასხვისა ისეთი შენობა-ნაგებობები, თუ მიწის ნაკვეთები რომელიც თავად დათვალა, გამოთვალა და ჩათვალა, რომ მომგებიანია (მისთვის) შესანიშნავი ბიზნესია და ვის მიჰყიდა გგონიათ? ძმაკაცის შირმით საკუთარ თავს, თანაც 15 და 35 წლით. (არადა თავად მხოლოდ 3 წლითაა არჩეული, ქონებები კი მრავალი წლით გაასხვისა. ) განვაგრძოთ შემდეგ: შესძლო ის, (ასევე ძმაკაცის შირმით ) რომ გახსნა ჩაის ფაბრიკა, შესძლო ის, რომ საკუთარი ზედამხედველობის თანამშრომლები ცემაში ისე დაამჟავა, რომ საუბრის ხალისი წაართვა, შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა ისინი.

შესძლო ის, რომ ახალი წელი საკუთარ თავს გაზრდილი ხელფასით მიულოცა, შესძლო ის, რომ ყველა საკრებულოს სხდომაზე იჯდეს და შიშის ზარს სცემდეს საკრებულოს წევრებს, რომ მორჩილმა საკრებულოს წევრებმა არ გაბედონ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მას არ სურს, ის კი არა შეკითხვაც კი ვერ დასვან თუ ეს მას არ სურს. შესძლო ის, რომ მასმედიას თავს დაესხა, აგინა, ლანძღა.... შესძლო ის, რომ ქალაქში გააუქმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, შესძლო ის, რომ საკუთარი ცხენი ბიუჯეტის ხარჯზე ჰყავს და თავად საცხენეს კუთვნილი ცხენით ერთობა და დაჯირითობს, შესძლო ის, რომ მალე ქალაქს ექნება ძვირადღირებული "ფეშენ" მოსაცდელები, შესძლო ის, რომ ყველა გადაწყვეტილებაში იყოს ერთპიროვნული და ყველაფერი ქალაქში კეთდებოდეს ისე, როგორც ეს მას სურს და თავად თვლის საჭიროდ, სამაგიეროდ მისი ლექსიკონიდან აფსოლუტურად ამოვარდა სიტყვები : ქალაქს სჭირდება, მოსახლეობას სურს, საკრებულოს აზრს ვითვალისწინებს....... და ჩაანაცვლა შემდეგი სიტყვებით: მე ასე მსურს, მე დავიანგარიშე, არ მაინტერესებს რას ფიქრობთ სხვები , მაინც ისე იქნება როგორც ვთქვი...... ამ ყოველივეს დაემატა შეურაცმყოფელი და ქსენოფობიური გამონათქვამები და ჯამში საზოგადოებამ მიიღო დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული, ჩემთვისყველაფერიდასაშვებია სინდრომით დაავადებული ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე.

ამ ფონზე კი მან ვერ შესძლო მისი ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, ქალაქში უკიდურესი გაჭირვება და სიღარიბე სუფევს, ამას დაუმატეთ უმუშევრობა, მოუწესრიგებელი გზები, საკანალიზაციო მილები, მოუწესრიგებელი არხები..... მოკლედ ბეგლარს მგონი აღარც კი ახსოვს რას დაპირდა მოსახლეობას და რისთვის აირჩიეს ის.

ეხლა გადავხედოთ რაიონის მუნიციპალიტეტს, აქ ასეთი მდგომარეობაა: შესძლეს ის, რომ ატარებენ ღია საკრებულოს სხდომებს სადაც სოფლებიდან ჩამოჰყავთ გლეხები 2-3 საათი მოსაცდელში აცდევინებენ, რომ თითო -თითოდ შევიდნენ და მადლობა გადაუხადონ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და სრულიად ხელისუფალს გაწეული მუშაობისთვის. მოკლედ მადლობებს ისმენენ საათობით. ასევე შესძლეს ის რომ ერთმანეთს აჩვენონ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფლად გლეხისთვის მხოლოდ მოუწესრიგებელი სტადიონი და დასასვენებელი სკვერია პრობლემა, თორემ სხვა ყველაფერი მოწესრიგებულია და გლეხიც ბედნიერია. შესძლეს ის, რომ წელიწადში რამდენჯერმე აიღონ "ნაკურთხი" პრემია/დანამატები, შესძლეს ის, რომ გამგებელს მოქალაქის მიღების დღე მხოლოდ კვირაში ერთხელ აქვს, სხვა დღეს გასულია, სად? კაცმა არ იცის, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება და ამ მანქანით შეიძლება წავიდეს ყველგან სადაც მოესურვება, მათ შორის არასამუშაო დღეს დედაქალაქშიც, ასე, რომ შეგიძლიათ გვიან ღამით იხილოთ როგორ დაჰქრის ბიუჯეტის ხარჯზე საწვავით სავსე ავზით გვიან ღამით დედაქალაქის ქუჩებში OMGG სერიით მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსახურებრივი მანქანა.
რა ვერ შესძლეს აქაც იგივეა რაც ქალაქის მერის შემთხვევაში და აღარ განვმეორდები.

ამ ყოველივეს ფონზე კი ახალდანიშნულმა გუბერნატორმა შესძლო და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოაყალიბა ქალაქის მერთანაც და რაიონის ხელისუფალთანაც, შედეგად გუბერნატორი ან ქალაქის მერთან, ან კიდევ რაიონის ხელისუფალთან ერთად ჟრიამულობს ხოლმე ხან ერთ სუფრაზე და ხან მეორეზე.

საერთო ჯამში ხელისუფლების "კარგი" მუშაობის შედეგად უკიდურესი გაჭირვების გამო საკუთარ ეზო-კარმიდამოს ტოვებენ ადამიანები, ცარიელდება სოფლები, ქალაქები.......... საშინელი ოცნებაგაცრუებაა ხალხში. ქართული ოცნების ხელისუფალმა ნამდვილად შესძლო და საშვილიშვილოდ მოიწყო საკუთარი უზრუნველი ცხოვრება", _ წერს შარაშენიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერი კომენტარს არ აკეთებს:

" ნათია შარაშენიძის განცხადებებზე ქალაქ ოზურგეთის მერი კომენტარს არ გააკეთებს", _გვითხრე მერიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, "გურია ნიუსი" მასთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა, ჭანუყვაძე საქართველოში არ იმყოფება და არც ჩვენს შეტყობინებებს პასუხობს. 

ჭანუყვაძის კომენტარს დაკავშირებისთანავე შემოგთავაზებთ. 




 ახალი ამბები
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე  საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის  ადმინისტრაციულ შენობაში,  კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც  გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში  ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _  თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _  რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...