“ადგილობრივ ხელისუფლებაში გაბატონებული მმართველი კლანი ინახავს და კომფორტსაც უქმნის თავის აქტივისტებს“

საზოგადოება

“ადგილობრივ ხელისუფლებაში გაბატონებული მმართველი კლანი ინახავს და კომფორტსაც უქმნის თავის აქტივისტებს“

2015 ივნ 27 20:25:06

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის" წევრებმა,   ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართეს.  განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკრებულოს დეპუტატი ითხოვდა ქალაქ ოზურგეთის მერიის საშტატო განრიგს, სახელფასო სარგოს თანამდებობის პირების მითითებით, დოკუმენტაციას მერიაში დასაქმებულ  შტატგარეშე  თანამშრომლებზე და მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებების ასლებს, ასევე  ა.(ა)ი.პ. -ში დასაქმებულთა შესახებ ყველა ინფორმაციას.

როგორც ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისათვის"თავმჯდომარე თამარ ნადირიძე   "გურია ნიუსთან" აცხადებს,  ქალაქ ოზურგეთის  მერიამ მათ ეს ინფორმაცია სრულყოფილად არ მიაწოდა, კონკრეტულად კი  მითითებული არ იყო ა (ა) ი.პ. -ში  როგორც შტატგარეშე, ასევე  საშტატო განრიგით დასაქმებულ პირთა სახელი და გვარი.

ფრაქცია  "ოზურგეთის მომავლისათვის"თავმჯდომარე თამარ ნადირიძე   მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი არის კანონდარღვევა.

"ჩვენი ფრაქცია  "ოზურგეთის მომავლისათვის" , თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მერიის მოქმედებათა კონტროლის მიზნით,  ახორცილებს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის ჩვენ ვაპირებდით მოგვეხდინა მერიის მიერ დაარსებული არაკომერციული და კერძო სამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგი, რა დროსაც გამოვითხოვეთ აქ დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ მერიის მაღალჩინოსნების აზრით,  ჩვენთვის ამ სახის ინფორმაციის მოწოდებას კანონი კრძალავდა, რადგანაც იგი შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს. ხსენებულ მოსაზრებას აქტიურად უწევენ  ადვოკატირებას დაბალი რანგის საჯარო მოხელეებიც.  მთლიანობაში მერიამ მიიჩნია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას და მოგვცა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც წაშლილი გახლავთ დასაქმებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები.
პირდაპირ გეტყვით,  ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით,  არაერთი მერთან და მმართველ კლანთან დაახლოებული პირი ხელფასს ისე იღებს, რომ არც კი დადის სამსახურში.

 როგორ უნდა გადავამოწმოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნება ამ პირების სახელი და გვარი"_აღნიშნავს ნადირიძე და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,  მერიის მხრიდან  არაკვალიფიციურ და დაუსაბუთებულ მოქმდებებზე საუბრობს

"რა თქმა უნდა,  ჩვენ არ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით.  ეს ინფორმაცია გვჭირდება იმისათვის, რომ შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილებები. მარტივად გეტყვით თუ კი ჩვეულებრივ საჯარო მოხელეს, რომელმაც ააიპ-ებში დასაქმებული ხალხის საიდენტიფიკაციო მონაცემები წაშალა, უფლება აქვს წაშლამდე გაეცნოს ამ ინფორმაციას, რატომ უნდა იყოს იგი ჩვენთვის დაბლოკილი. 
როგორც  ცნობილია,  მერია ძალიან ხშირად ვარდება,   რბილად რომ ვთქვათ,  ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, არაკვალიფიციური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი მოქმდებების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთვევაშიც იგივე განმეორდება“


_ ქალბატონო თამარ, თქვენი მოსაზრების მიხედვით ეს დაბალი კვალიფიკაციის ბრალია თუ მიზან მიმართულად ხდება თქვენთვის საქმიანობაში ხელისშეშლა?

_ ალბათ ამ შემთხვევაში ორივე ფაქტორია გაერთინებაული, ანუ მერიას არანაირი სურვილი არ გააჩნია მოხდეს იმ გაბერილ  შტატებზე გამწესებული ადამიანების კვალიფიკაციისა და საქმიანი რეპუტაციის შეჯერებით ვინმემ რაიმე სახის დასკვნები გააკეთოს. რადგანაც მერიის მიერ დაარსებული იურიდიული პირები გახლავთ მერის საარჩევნო აქტივისტების თავშესაფარი, რომელთა დიდი ნაწილის დამსახურება მხოლოდ მერისვე თანამზრახველობაშია და რომელთა ძალისხმევის გამოყენებით აპირებს ოზურგეთში გაბატონებული კლანი თავისი პირობები წაუყენოს მომავალ არჩევნებზე მმართველ პოლიტიკურ ძალას.
შესაბამისად მმართველი კლანი, რომელიც დღეს ადგილობრივ ხელისუფლებაშია გაბატონებული,  ხალხის ხარჯზე ინახავს და კომფორტსაც უქმნის თავის აქტივისტებს, მაგალითად სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ მერის ახირებას
საბილიარდოსთან დაკავშირებით_ ამბობს ფრაქცია  "ოზურგეთის მომავლისათვის" თავმჯდომარე.    ის  აღნიშნულ ფაქტს საკრებულოს წევრებისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლად აფასებს და სამომავლო ნაბიჯზე საუბრობს:

"ეს  კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის კორუფციული გარემოს შემქნისათვის, ამ ყველაფერს თუ კი დავუმატებთ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლების ავტორიტეტსა და რეპუტაციას გავითვალისწინებით,  საქმე იმაზე მეტად რთულადაა ვიდრე რეალურად ჩანს. ჩვენ ამ ეტაპზე გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებებს მე პირადად ამ საქმიდან გამოსავალს სასამართლოსათვის მიმართვაში ვხედავ.  როგორი იქნება ფრაქციის გადაწყვეტილება,  ამას უახლოეს დღეებში მოგახსენებთ.

ასევე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა იქნება არამარტო ინფორმაციის სრულფასოვნად მიღება, არამედ იმ პირებისათვის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხის და სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, რომელთა ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უშლის საკრებულოს წევრებს მუშაობაში. ასეთ ფაქტებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი მიუხედავად ამისა,  არასდროს არავის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია არაკვალიფიციური ან უკანონო ქმედებებისათვის“_ განმარტავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ინფორმაციის გაცემისას იმოქმედა კანონით დადგენილ ფარგლებში.  პირის პერსონალური ინფორმაციის გაცემა იკრძალება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით.

 აღნიშნული ეხება, როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე საკრებულოს წევრს. შესაბამისად, ეს არ გახლავთ კანონდარღვევა და არ წარმოადგენს საკრებულოს წევრის საქმიანობისთვის ხელის შეშლას. რაც შეეხება თამარ ნადირიძის განცხადებას მერიაში თუ მის დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ. _ ში დასაქმებულ ადამიანებთან მიმართებაში, ეს გახლავთ მორიგი ტყუილი. დაასახელოს ნადირიძემ კონკრეტულად რომელ თანამშრომელს გულისხმობს. ყველა თანამშრომელი  ჩვეულებისამებრ ასრულებს სამსახურეობრივ ვალდებულებებს" _ აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...