ამბროლაურში ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

საზოგადოება

ამბროლაურში ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

2015 ივლ 7 16:47:05

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე  ხორბლის, ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კარტოფილის, პარკოსნების და ტექნიკური კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს.  ჯიშთა გამოცდის მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში,  კონკრეტული რეგიონისთვის ყველაზე კარგად ადაპტირებული და მავნებელ დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და გავრცელებაა.

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ერთწლოვანი კულტურების ჯიშების სელექციური გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს. გამოიკვეთა ამბროლაურის რაიონისთვის კარგად ადაპტირებული ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება.  საცდელი ნიმუშების აღების ვადები, რის შემდეგაც მოხდება თავთავიან და სხვა კულტურებში ხარისხობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლების შესწავლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ჯიშთა გამოცდის ფარგლებში, თავთავიანი და სხვა კულტურების მონიტორინგი, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.




 ახალი ამბები
  • თალაკვაძე: "მათი მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა"ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი - არჩევნები მათ არ სურთ,_ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებისას გაკეთებულ განცხადებას.  „მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი. მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და  თავისუფალი არჩევნების გზით. „მე  მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ "დამხობა" არის მხატვრული სიტყვა, არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ "დამხობა" არის მერიონ რასელის  ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ  გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით",_ განაცხადა არჩილ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...