შსს არასამთავრობოების შენიშვნებს პასუბობს

საზოგადოება

შსს არასამთავრობოების შენიშვნებს პასუბობს

2015 ივლ 14 17:21:57

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშნვნების საპასოხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 13 ივლისს შსს–ს რეფორმის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული შენიშვნები მოკლებულია დასაბუთებასა და ობიექტურობას. გვსურს ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი არგუმენტები.

1. განცხადების თანახმად, პრობლემას ქმნის ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია, ფუნქციების ბუნდოვანება, დუბლირება, პოლიტიკური ზეგავლენის რისკები, სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურა. აღსანიშნავია, რომ შსს–ს რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი არსი და მიზანი მდგომარეობდა სწორედ 2004 წელს უშიშროებისა და პოლიციის ორგანოების ერთ სისტემად გაერთიანებით წარმოშობილი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციაში. საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენდა ამ ორი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა წარსულის მძიმე გამოცდილების დასაძლევად, რაც მიღწეულ იქნა მიმდინარე რეფორმის პროცესში. კანონის ამოქმედების მომენტიდან პოლიცია ორიენტირებული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე, ხოლო უსაფრთხოების სტრუქტურები სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაზე. მნიშვნელოვანია, რომ კანონის პროექტი დაექვემდებარა ფართო განხილვას და დაზუსტდა უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებები.

მაგალითად, დეტალურად გაიწერა კონკრეტული პრევენციული უფლებამოსილებები. მოცემული რეფორმის ტალღამ მოიცვა არა მხოლოდ ორგანიზაციული გამიჯვნის საკითხები, არამედ გათვალისწინებული იქნა მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს სამსახურის თანამედროვე, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას. აღნიშნულს ადასტურებს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და ასახვა ქართულ კანონმდებლობაში.

ახალი საკანონმდებლო ბაზის პრიორიტეტულ საკითხებს შორის მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცვას. კანონმა ჩამოაყალიბა პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მექანიზმი, რაც გამოიხატება სამსახურის დამოუკიდებლობის კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაში, კერძოდ: ა) ახლად მიღებული კანონის თანახმად, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემას, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას." სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ წარმოადგენს მთავრობის ნაწილს. სამსახურის უფროსი არაა სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირი და არც მთავრობის წევრი; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ზეგავლენისგან დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების დემოკრატიული წესების დანერგვით. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აირჩევა და თავისუფლდება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს მიერ. გ) მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა (6 წელი) არ ემთხვევა არც პარლამენტისა და პრეზიდენტის და არც მთავრობის უფლებამოსილების ვადებს. რეფორმამ სრულად უპასუხა უსაფრთხოების ორგანოების დეპოლიტიზაციის საკითხს.

რაც შეეხება ზედამხედველობისა და კოორდინაციის საკითხებს, სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება დემოკრატიულ კონტროლს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან. სამსახურის უფროსს ეკისრება ვალდებულება, წლიური ანგარიშით წარდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. პარლამენტი ან მოიწონებს წარდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გასცეს რეკომენდაციები. სამსახურის უფროსზე ვრცელდება კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულების არაერთი მექანიზმი.

კოორდინაციის თვალსაზრისით კი, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ამ მიმართულებით არსებობს სპეციალური კანონები, როგორიცაა, საქართველოს ორგანული კანონი "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" და საქართველოს კანონი "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ". შესაბამისად, ეს საკითხები არ საჭიროებდა "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონში მითითებას. აქვე, დასაზუსტებელია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ" კანონის რეგლამენტაციის სფეროს არ მიეკუთვნება სამსახურის სტრატეგიული ამოცანებისა და პრიორიტეტების მოწესრიგება. ეს ექვემდებარება სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტით რეგლამენტაციას.

2. კონტექსტიდან ამოვარდნილია მითითება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპზე, რომელიც 1999 წლით თარიღდება და, ბუნებრივია, ვერ ფარავს გლობალური უსაფრთხოების სფეროში შემდგომში განვითარებულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს. საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ–იორკის და 2004 წლის 11 მარტის მადრიდის ტერორისტული აქტების შემდეგ ყველა წამყვან, მათ შორის, ევროპულ ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში შეიცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურებს მიენიჭათ დამატებითი უფლებამოსილებები გლობალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ასევე, თანამედროვე სახელმწიფოების მაგალითები მიუთითებს, რომ მათი უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ საგამოძიებო უფლებამოსილებებს კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. ამგვარი ქვეყნებიდან, რომელთა პრაქტიკა შესწავლილია შსს–ს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შესაძლებელია დასახელდეს: ესტონეთი, პოლონეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, ლიტვა, ლატვია, ისრაელი, დანია, აშშ, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი და სხვა. შესაბამისად, ჩნდება ბუნებრივი ეჭვი, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე მიეთითა მხოლოდ შენიშვნისთვის დამაჯერებლობის შესამატებლად. ბუნებრივია, ყველა ამ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ლეგიტიმაცია და საკანონმდებლო სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება იმ რეკომენდაციის გამო, რომლის მიღების დროისთვის არ იყო გამოვლენილი თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა.

3. სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შენიშვნის ავტორებს გააზრებული არ აქვთ როგორც ორგანოთა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განსხვავებული მნიშვნელობა, ისე თავად უსაფრთხოების სამსახურების ისტორიულად ჩამოყალიბებული და თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოში დამკვიდრებული ექსკლუზიური ფუნქციის არსი. ერთი მხრივ, ორგანოთა ფუნქცია უკავშირდება მათ მიერ შესასრულებელ მთავარ მისიას, უსაფრთხოების სამსახურების შემთხვევაში – პრევენციას, რომელიც ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს, რისკებსა და საფრთხეებს. ხოლო, მაგალითად, ინფორმაციის მოძიება/ანალიზი წარმოადგენს არა სამსახურის ფუნქციას, არამედ სამსახურის ფუნქციის განხორციელების კონკრეტულ უფლებამოსილებას, შესაბამისი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე; მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია ვერ იქნება პოლიციის ფუნქციასთან დუბლირებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ხოლო პოლიციის ამოცანაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა არ ეხება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი კონკრეტული საფრთხეების აცილებას, არამედ შეეხება გლობალურ, ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე ინტერესებს და მცდელობებს, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს არსებობის და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამ ექსკლუზიური ფუნქციის შესასრულებლად სამსახურს ენიჭება უფლებამოსილებები, მათ შორის ფარული მეთოდებით პროაქტიულად/პრევენციულად გამოავლინოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მისწრაფებები – შეაგროვოს/გააანალიზოს ინფორმაცია და შეადგინოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული, უმთავრესად სახელმწიფოს გარედან მომავალი გამოწვევების, რისკებისა და საფრთხეების ანგარიში. ამასთან, დუბლირების ჭრილში პრობლემას ვერ შექმნის სამსახურისთვის გამოძიების უფლებამოსილება, ვინაიდან, სამსახური გამოძიებას ახორციელებს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

4. რაც შეეხება, სამსახურის გამჭვირვალობას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების ხაზგასმა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში უსაფრთხოების სამსახურები გასაიდუმლოებული საქმიანობითაა დაკავებული. მათი ეფექტიანი ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია ინფორმაციის საიდუმლოებაზე. საიდუმლოების ხარისხი აღწევს იმ მასშტაბს, რომ არც ერთ სახელმწიფოში სპეცსამსახურების შიდა სტრუქტურის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა არ წარმოადგენს საჯარო ხასიათის დოკუმენტს (მათი შიდა დებულებების საიდუმლოობას მიუთითებს შესწავლილი ქვეყნების პრაქტიკაც). ამიტომ სპეციალური სამსახურის გამჭვირვალობა გულისხმობს სპეციალური ზომების შექმნას. ამგვარ ზომად საქართველოში განისაზღვრა "ნდობის ჯგუფი", რომელიც კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფილია საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომით.

5. განცხადებაში მითითებულია სუსტი გარე კონტროლის შესახებ, მიზანშეწონილად მიჩნეულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო ფუნქციების არსებობა. ახლადმიღებული კანონის ერთ–ერთი პროგრესული, წინგადადგმული ნაბიჯი სწორედ გარე კონტროლის ქმედითი მექანიზმების განსაზღვრაა, რაც საპარლამენტო კონტროლის მაღალ ხარისხში გამოიხატება. ამ თვალსაზრისით, გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება, სადაც გარე კონტროლის ფუნქცია აქვს პარლამენტს.

6. განცხადება ეხება "ოდეერების" საკითხსაც. აღნიშულია, რომ ეს ინსტიტუტი საჭიროებდა არა რეფორმას, არამედ სრულ უარის თქმას მასზე. ხაზგასასმელია, რომ განხორციელებული ცვლილებების ერთ–ერთ მნიშვნელოვან სიახლეს სწორედ უშიშროების საკითხებში ოფიცრის (ე.წ. "ოდეერის") ინსტიტუტის გაუქმება წარმოადგენს. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი რეგულაცია, რომელიც "ოდეერისგან" განსხვავებულ, თვისობრივად ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს. ძველი რეგულაცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამგვარი ჩანაწერით, როგორიცაა, შს მინისტრი "განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ნიშნავს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრებს", რაც განამტკიცებდა მინისტრის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში დაენიშნა უსაფრთხოების საკითხთა ოფიცერი. ახალი რეგულაციებით კი განსაზღვრულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი მთელი რიგი ნორმები განისაზღვრა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. კერძოდ, სუბიქტებში, სადაც არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკი, უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადგინდება უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკი მქონე სუბიექტების ჩამონათვალს განსაზღვრავს მთავრობა, რომელიც იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი, საჯარო დოკუმენტი. აღნიშნულ დაწესებულებებთან მიმართებაში, უსაფრთხოების სამსახურის ძირითად კომპეტენციად განისაზღვრა საკონსულტაციო და დამხმარე ფუნქციები. უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია შექმნას ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ეფექტიანი სისტემა, გაუწიოს მათ შესაბამისი კონსულტაცია და განახორციელოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლი. მხოლოდ სუბიექტის თანახმობის შემთხვევაში განისაზღვრება ურთიერთთანამშროლმლობის სახეები და ფარგლები უსაფრთხოების სამსახურთან, და ისიც ხელშეკრულების საფუძველზე.

7. ფარული მიყურადების პრობლემატიკასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, შენიშვნა მიუთითებს მხოლოდ ზოგად რისკებზე, მაშინ როდესაც ამგვარი რისკები ახლავს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედებას, შესაბამისად, შეუძლებელია ამის გამო ეჭვქვეშ დადგეს სახელმწიფო ინსტიტუტების მოქმედების საჭიროება. მეორე მხრივ, უსაფრთხოების სამსახურები საკუთარ მეთოდებს (რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ღია, ისე ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას), განსაკუთრებით კონტრსადაზვერვო საქმიანობაში ("კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მესამე თავის კონკრეტული მუხლების საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაშია საკუთესო ევროპულ გამოცდილებასთან და რომელსაც ცვლილებები არ განუცდია მიმდინარე რეფორმის პროცესში. შესაბამისად, ამ კუთხით კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს რაიმე დამატებითი უფლებამოსილება არ მინიჭებიათ), იყენებენ არა ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან ბრალეულობის დასადგენად/გამოსარიცხად, არამედ თავიანთი პრევენციული მიზნებისთვის (რისკების, გამოწვევებისა და საფრთხეების დადგენა/ანალიზი). სამსახურისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს იმას, რომ სამსახურები გამოძიების ფარგლებში შეუზღუდავად იყენებენ ინფორმაციას და მეთოდებს, რომელიც მათ გააჩნიათ საკუთარი პრევენციული საქმიანობის (რისკების ანალიზი, ფარული მეთოდები და ა.შ.) საფუძველზე. კერძოდ, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს იმ სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, რომელსაც აწესებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. შესაბამისად, პრევენციული მიზნებით და მეთოდებით მოპოვებული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სისხლის სამართლის საპროცესო მიზნებისთვის. მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი წესით. შესაბამისად, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმა უთითებს მოსამართლის ნებართვის საჭიროებაზე, ეს მოთხოვნა უნდა იქნეს დაცული", _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს