შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა

საზოგადოება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა

2015 ივლ 25 23:55:43

 შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ზვიად ქორიძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისია და პრეზიდენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს.

"მინდა ჟურნალისტებს და თქვენი მეშვეობით საზოგადოებას გესაუბროთ რა არის შეწყალება, შეწყალების მექანიზმები და რატომ სჭირდება თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ჰუმანური მიდგომები და ზოგადად ჰუმანიზმის პრინციპი, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ ეფექტიანად იყენებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

შეწყალების მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ მან გამოასწოროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები. შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს არ არის დიდი ჟიური. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას იღებს შეწყალების თაობაზე და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის კომისიის წევრთა სერიოზული განსჯის, კამათის და ბჭობის შედეგი. კომისია არც სამართალს აღასრულებს და არც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

როდესაც ჩვენ ვბჭობთ, ჩვენ ვიხილავთ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ ჩვენ არ ვიხილავთ იმ პოლიტიკურ თემებს, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ საქმესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ჩემთვის უცნაური იყო, როცა გუშინ ვისმენდი განცხადებას კონკრეტულ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, როგორც პოლიტიკური შეფერილობის თემას.

ჯიბუხაიას, ჭელიძეს, ბობოხიძისა და კირთაძის საქმეზე კომისიის ყველა წევრმა იმსჯელა და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი ამ მსჯავრდებულების შეწყალებას. ეს იყო დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ პრეზიდენტს და რომელმაც, თავის მხრივ, მასზე თანხმობა განაცხადა. ასე რომ, პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობიხიძე და არავითარ შემთხვევაში არ განგვიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების საკითხი.

ეს არის არსებითი განსხვავება. ეს არ იყო პრეზიდენტის ექსკლუზიური გადაწყვეტილება, თუმცაღა, მოგეხსენებათ, რომ მას აქვს უფლება ექსკლუზიურად შეიწყალოს მსჯავრდებული. პრეზიდენტმა სწორედ იმისთვის შექმნა შეწყალების კომისია, რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, ვინაიდან, როგორც წესი, ექსკლუზიურ უფლებებს კითხვის ნიშნები ახლავს.

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შექმნილი შეწყალების დღევანდელი კომისია, განსხვავებით წინა კომისიებისგან, მართლა რეალურად მუშაობს და თითოეულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით იღებს. შეწყალება არის წყალობა, შეწყალება არ არის ჯილდო, შეწყალება არ არის სამართლის აღდგენა. შეწყალებას, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ მხოლოდ პრეზიდენტი და სხვა ვერავინ ვერ გაიღებს და გაიღებს იმ მსჯავრდებულების წინაშე, რომლებიც ამ წყალობას იმსახურებენ.

რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნული მსჯავრდებულების საქმეს, რომელთა შეწყალებაზეც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ცოტა უცნაური იქნებოდა მას ეთქვა: ეს ადამიანები იმიტომ უნდა დავტოვოთ ციხეში, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი ან ერთ-ერთი მსჯავრდებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ძმა არისო", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით"ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას ეხმაურება და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო შეშფოთებულები არიან. „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს