მედიამონიტორინგის ცენტრმა და შსს-ს აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საზოგადოება

მედიამონიტორინგის ცენტრმა და შსს-ს აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2015 სექ 4 21:38:51

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს მედიამონიტორიგის ცენტრს შორის  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს შსს-ს აკადემიაში ხელი ნუკრი გელაშვილმა და მედიამონიტორიგის ცენტრის ხელმძღვანელმა, ია მამალაძემ მოაწერეს.

ცნობისთვის, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის პერმანენტულ თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ერთობლივი საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-პროპაგანდისტული და სხვა სახის მედიაპროექტების გახორციელების ხელშეწყობას; აკადემიის საქმიანობის, განსაკუთრებით, შსს არქივის დაქვემდებარებაში არსებული მასალების მიხედვით მომზადებული სამეცნიერო კვლევების, სტატიების, პუბლიკაციების, ინტეგრირებული კვლევების, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების, საიმიჯო ვიდეო-რგოლებისა და სხვა სახის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პროდუქციის პოპულარიზაციას.

თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის უახლესი წარსულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, არქივში დაცული მასალების კვლევას და ანალიზს, მომავალი თაობების მიერ საბჭოთა მმართველობის გააზრებას, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

როგორც შეხვედრისას მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ია მამალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იურიდიული ძალის მქონე  დოკუმენტი, მედიამონიტორინგის ცენტრი და აკადემია მჭიდრო თანამშრომლობას აპირებენ.

"ეს არის ორი ინსტიტუციის კეთილი ნება, რომ შემდგომში ითანამშრმლონ და ყველა იმ სიახლეს მიაქციონ ყურადღება, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. რას ვგულისხმობთ ამაში - პირველ რიგში იმას, რომ წარსულის კვლევა, არქივებით უფრო მეტად დაინტერესება მედიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  სახელმწიფოს გაუჩნდეს პოლიტიკური მეხსიერება, რომელიც მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. რაც შეეხება აკადემიასთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, ის სიახლე, რომ აკადემია უკვე უმაღლესი სასწავლებელია, სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში ღირსეული კადრების ჩამოყალიბების და მედიის დაინტერესების საგნად უნდა იქცეს", _ აღნიშნა ია მამალაძემ.

თავის მხრივ, რეგიონულ მედიასთან ღიაობის სრული მზადყოფნა გამოთქვა აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმაც, რომელმაც მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება შსს-ს აკადემიის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა, რაც მედიასთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია.

"დღეს, მედიამონიტორინგის ცენტრთან შევთანხმდით იმ თემებზე და ფორმატზე, როგორ ვითანამშრომლებთ. მოგეხსენებათ, აკადემიაში მიმდინარეობს კვლევითი საქმიანობა, გვაქვს პუბლიკაციები, საინტერესო საარქივო მასალები და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები. სწორედ ამ საქმიანობის, ანუ აკადემიის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა აღნიშნული შეთანხმება. გვაქვს მედიამონიტორინგის ცენტრის იმედი, რომ სწორედ ამ პოპულარიზაციაში ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ჩადებენ", _ აღნიშნა გელაშვილმა.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...
  • სამტრედიაში აგრარული ბაზარი დაიხურააგრარული ბაზრით მოსარგებლე მოსახლეობას დღეს დილით საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდა. ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, აგრარული ბაზარი დაეხურა. ამ ფაქტმა მყიდველებზე მეტად ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეები გააღიზიანა. ,,გავეფრთხილებინეთ მაინც, პარასკევს პროდუქტის ახალ პარტიას აღარ მივიღებდით, რა უნდა ვქნათ ახლა. გვეუბნებიან 21 აპრილამდე დაკეტილები უნდა იყოთო, მანამდე მალფუჭადი პროდუქტები ხომ გაგვიფუჭდება და დავიქცევით", _ "გურია ნიუსთან" სამტრედიის აგრარული ბაზარის ტერიტორიაზე განთავსებული 10-ვე მაღაზიის მეპატრონის სათქმელს ამბობდა ამირან რამიშვილი. ,,გურია ნიუსს" საწინააღმდეგო უთხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში. თანგო ცაგურიას განმარტებით, ყველა მაღაზიის მეპატრონე მათ გუშინ გააფრთხილეს: ,,ყველა მათგანს გუშინვე მივეცით გაფრთხილება. ჰქონდათ საშუალება, გუშინ და დღეს მაღაზიებიდან გაეტანათ მალფუჭადი პროდუქტები. ამას ხელისუფლება ისევ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებს, რომ არ მივიღოთ მარნეულისა და ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების მაგალითები". სამტრედიაში აგრარული ბაზრის დახურვას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ... ...
  • "არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე" _ ნატო ჯიბუტის მორიგი მოწოდება ჩოხატაურელებსჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნატო ჯიბუტი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან მოსახლეობას მორიგ რეკომენდაციას აძლევს. ჩემო ძვირფასებო! აქამდე მოწოდებული მესიჯები სოციალური დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ ისევ ძალაშია, ისევ არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ ახლა დაგვემატა კიდევ ერთი აუცილებელი ქმედება – სიცხის გაზომვა! ნუ დაველოდებით სხვას, სანამ მოვლენ და გაგვიზომავენ სიცხეს, ყოველდღე დღეში ორჯერ დილით და საღამოთი ოჯახის ყველა წევრს ვუზომავთ სიცხეს, მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში, რასაც პირველი ვაკეთებთ, ესაა ოჯახის ექიმთან სატელეფონო კავშირი და მასთან დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რაიმე ინფორმაციის დამალვა ისევ თქვენთვისაა საზიანო. ჩვენი კვალიფიციური ოჯახის ექიმები მოგცემენ სწორ და საჭირო მითითებებს, რომლებსაც ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა. დარწმუნებული იყავით, მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენ გვერდითაა, არავინ დარჩება მარტო დაავადების წინაშე, ოღონდ შევასრულოთ ყველა აუცილებელი მითითება, სწორედ ახლაა აუცილებელი თქვენი სწორი ქმედებები, რომ თავიდან იქნეს აცილებული დაავდების გავრცელება! #ხალხის ქმედება ყველაზე მნიშვნელოვანია,# ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...