"კოოპერატივის არსებობა უქალებოთ იგივეა, რაც ბავშვის აღზრდა უდედოთ..."

საზოგადოება

"კოოპერატივის არსებობა უქალებოთ იგივეა, რაც ბავშვის აღზრდა უდედოთ..."

25 სექ. 2015, 17:36:53

საუბრები კოოპერატივის არსის, მისი სარგებლიანობისა და უსარგებლობის შესახებ, კვლავ აქტუალური გახდა. როდის და რა მიზნით გაჩნდა კოოპერირების იდეა, რა განსხვავებაა ევროპულ და საბჭოურ კოლექტივიზაციას შორს და რატომ უნდა ჩაერთოს საზოგადოება ამ დავიწყებულ ახალ წამოწყებაში? _ ვეცდებით ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგცეთ ჩვენი რესპონდენტების მეშვეობით. 

 რა საბუთი ინახება სოფელ ბუკისციხეში

სოფელი ბუკისციხე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. კოოპერატივის _ "ბუკისციხე 1811"-ის თავმჯდომარე ია მამალაძე "გურია ნიუსს" ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ესაუბრა: "კოოპერაციის იდეა კომუნისტებს არ მოუგონიათ _ მათ კოლექტივიზაციის იდეის ლიბერალიზაცია და მასში კერძო საკუთრების ელემენტების შეტანა, სწორედ, კოოპერაციის "ხარჯზე" სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. კიდევ უფრო მძიმე დაღი დაასვა კოოპერაციის იდეას ე.წ. "გარდაქმნის დროინდელმა" პერიოდმა; სიტყვა "კოოპერატივი" იმ დროს აღიქმებოდა ფიქტიური პროდუქციის შექმნასთან, ავღანეთისკენ მოძრავ ცარიელ და შემდეგ ლიკვიდირებულ ვაგონებთან, ხალხის შრომით შექმნილი საერთო საკუთრების მიტაცებასთან. არადა, კოოპერაციის იდეა ნებაყოფლობითობას და თანასწორობას ეფუძნება. რესურსების კონსოლიდაცია აზრს კარგავს, თუ ეს მთავარი პრინციპები დაირღვა. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, ახლა, იდეის, პრინციპის დისკრედიტაციის თავიდან აცილებაა და თუ ამას შეძლებს, წარმატებული პრეცედენტები შეიქმნება, შედეგი აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

სხვათა შორის, ჩვენს საოჯახო არქივში, ბუკისციხეში დაცულია 1917 წელს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაბეჭდილი, ჟურნალ "კოოპერაციის" მეცხრე გამოცემის დამატება _ "საანგარიშო წიგნაკი". შევსებული წიგნაკიდან ჩანს, რომ იგი ჩოხატაურელ, თავსურებში მცხოვრებ ქალს _ თეკლე სოროზანიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც კოოპერატივ "ჩვენი ოჯახის" წევრი ყოფილა. წიგნაკი ბევრ საინტერესო ნიუანსს _ დარიგებას, "მცნებებს", გალექსილ მოწოდებებს შეიცავს; მაგალითად, გარეკანზევე მითითებულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოოპერატივებში ქალების ჩართულობა: "საკოოპერაციო მოძრაობა ყოველმხრივ ვითარდება მაშინ, როცა მასში ქალებიც ღებულობენ მონაწილეობას. კოოპერატივის არსებობა უქალებოთ იგივეა, რაც ბავშვის აღზრდა უდედოთ". 

გარდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა, ჩემი აზრით, კოოპერატივების ჩამოყალიბება ჩვენთვის დღემდე დეფიციტურ საერთო იდეის ირგვლივ კონსოლიდაციის ჩვევის შეძენას შეუწყობს ხელს - გათითოკაცებული საზოგადოება ერთ წრეზე ტრიალებს და ვერ ვითარდება. ძალიან მახარებს, რომ ჩვენი კოოპერატივის წევრთა შეკრებაზე ხშირად მესმის იდეები, განვითარების შემთხვევაში, თუ როგორ შეძლებს ჩვენი გაერთიანება სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, საზოგადოებრივ საქმიანობას, სოფლიდან მიგრაციის პროცესის შეჩერებას. ზემონახსენებ "საანგარიშო წიგნაკში" ლექსად მოწოდებაა დაბეჭდილი, რომელშიც ერთი სტრიქონი განსაკუთრებით მომწონს: "მოუწოდეთ თქვენსკენ ყველას... და ერთობა თავისთავად, თქვენს საერთო მისწრაფებას, გადააბამს უხილავად!" თუ ჩვენი საერთო მისწრაფება ერთობით გადაებმება და სახელმწიფოც ამ მისწრაფებას ხელს შეუწყობს, კოოპერატივების განვითარებას წინ არაფერი უდგას."

კოოპერატივი "ბუკისციხე-1811", რომლის გამგეობის თავმჯდომარეც მე გახლავართ, თანამოაზრეთა ჯგუფს აერთიანებს _ ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში ვცხოვრობთ და ვაზის სიყვარული გვაერთიანებს. გურიაში, და არა მარტო გურიაში, ყველამ იცის, რომ ბუკისციხე მევენახეობის კერა და გურული ვაზის ჯიშების ძირითადი ლოკაციის ადგილია. აქ, წინა ანტიკური ნაქალაქარის გათხრისას, უძველესი ქვევრები აღმოაჩინეს, რომლებიც მხოლოდ ღვინის შესანახად კი არა, ადამიანების საბოლოო განსასვენებელ ჭურჭლადაც გამოიყენებოდა.

ბუკისციხეში დღესაც შემორჩენილია უძველესი გურული ჯიშების ვაზი - სხილათუბანი, საკმიელა, ალადასტური, ჯანი, კამური... და რაც მთავარია, ჩხავერი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ენციკლოპედიურ პროფესიულ ლიტერატურაში ჩხავერის მიკროკლიმატურ ზონად მოხსენიებულია ჩოხატაურის სამი სოფელი (მათ შორის, ბუკისციხე) და აფხაზეთი. ჩხავერის მოშენებას ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა და ჩვენც გადავწყვიტეთ საუბრების, მსჯელობების, ცალ-ცალკე საკუთარ კარმიდამოებში ექსპერიმენტული ცდების ნაცვლად, ძალები გაგვეერთიანებინა და უკვე პროფესიონალების დახმარებით შევდგომოდით მევენახეობის განვითარებას ჩვენს სოფელში. ამიტომაც შეიქმნა კოოპერატივი "ბუკისციხე- 1811". იდეის ფორმირებას ბიძგი მისცა ინფორმაციის ნაკადმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებმაც კოოპერატივის განვითარებას უნდა შეუწყონ ხელი. მე, როგორც ჟურნალისტს, მაინტერესებდა, რამდენად რეალური და ქმედითია ეს პროგრამები - ეს ერთგვარი ჟურნალისტური ექსპერიმენტიც იყო. კოოპერატივში გაერთიანებული 10 წევრიდან 9 მამაკაცია და მათი გადაწყვეტილებით, უკეთესი მენეჯმენტისთვის თავმჯდომარედ ქალი აირჩა," _ ამბობს ია მამალაძე. 

მანვე ჩვენთან საუბრის დროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 

"სამომავლო გეგმები მრავალფეროვანია და ბევრი პრობლემის გადაწყვეტა დაგვჭირდება - ჩხავერის გასაშენებლად მიწების ლაბორატორიული შემოწმება, ჯანსაღი და სერთიფიცირებული ნერგები, კვალიფიციური აგრონომიული სქემების მიხედვით ქმედებებია საჭირო. ეს კი ძალიან დიდ შრომას, ფინანსებს, ერთობლივ ძალისხმევას და მიზანსწრაფულობას მოითხოვს. სამწუხაროდ, არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა სახელმწიფოებრივი მიდგომების გარეშე კოოპერაციულ გაერთიანებასაც კი გაუჭირდება; მაგალითად, ისეთი ტრადიციული მეღვინეობის სოფელშიც კი, როგორიც ბუკისციხეა, მევენახეობის სპეციალისტი არ არის და ამიტომ, კოოპერატივის ინიციატივით, ბუკისციხელ აბიტურიენტს, რომელიც მევენახე აგრონომის სპეციალობას აირჩევს და ჩააბარებს, სტიპენდიას დავუნიშნავთ. 

მანამდე კი, ვიმედოვნებთ, კვალიფიციურ რჩევებს კოოპერატივების სააგენტოსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში მივიღებთ - ამ კონსორციუმში გაერთიანებული ორგანიზაციების ადგილობრივ კოორდინატორებთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს და გვექნება. მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა და გასაჭირი, სწორედ ცოდნის დეფიციტია. სხვა, არსებული პრობლემებისა და წინააღმდეგობების შესახებ კი, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. 

გვაქვს წარმატებებიც: სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით, შპს "მექანიზატორისგან" იაფად გადმოგვეცა მოტო ბლოკები; "ბუკისციხე-1811"-მა მონაწილეობა მიიღო ENPARD-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და პროექტი მეორე ეტაპზეც გადავიდა; გაზაფხულზე ვიზრუნეთ და შემოდგომისთვის 4000-მდე ჩხავერის ნერგის დარგვას ვგეგმავთ, - ამბობს ია მამალაძე.

დახმარება კოოპერატივების გაძლიერებისთვის

ENPARD-ი ევროპის სამეზობლო პროგრამაა (2013 წლის მარტი-2018 წლის მარტი) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. 

ENPARD-ის საკომუნიკაციო ნაწილის ხელმძღვანელის, მაია ჩიტაიას ინფორმაციით, ევროკავშირის თანხა ამ კონსორციუმისთვის შეადგენს 52 მილიონ ევროს. აქედან, 15 მილიონი გადანაწილებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე: მერსი ქორპსი, "ადამიანი გაჭირვებაში", ოქსფამი და ქეა-საერთაშორისო. მათ ავალიათ რეგიონებში კოოპერატივების შესახებ ცნობიერების ამაღლება და წარმატებული კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების გაცემა. ორმა ღვინის მწარმოებელმა კოოპერატივმა იმერეთში, 150,000 ლარის ოდენობის ევროკავშირის თანადაფინანსება მიიღო და წლის ბოლოს, ღვინის ჩამოსხმას შეძლებს, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია მცირე ფერმერებისთვის. 

6 მილიონი ევრო რეგიონული განვითარებისა და სასწავლო აგრარული სექტორის განვითარებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა მოხმარდება აჭარისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარებასა და სექტორის მოდერნიზაციას. 

საქართველოში უკვე 1000-ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული. ახლა მთავარია, მოხდეს კოოპერატივების გამსხვილება, რაც გულისხმობს ერთი პროფილის კოოპერატივების გაერთიანებას საწარმოს შექმნისა და წარმოების გაზრდის მიზნით. უკვე არის წარმატებული კოოპერატივების ისტორია, როდესაც ფერმერები აერთიანებენ მცირე მიწებს და მატერიალურ რესურსებს, რასაც წარმოების ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის გაზრდა მოყვება შედეგად. ასეთი კოოპერატივებია, მაგალითად, "თერჯოლის ღვინო", "საზანო", ბუთურაულის ლურჯი მოცვის კოოპერატივი, დარჩელში თხილის კოოპერატივი, რომელშიც 500-ზე მეტი წევრია გაერთიანებული თხილის საწარმოს გარშემო, _ გვითხრა მაია ჩიტაიამ. 

მანვე გვიპასუხა კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა საბჭოთა და ევროპულ კოოპერატივებს შორის.

 _ განსხვავება დიდია - საბჭოთა კოოპერაციის დროს, გლეხი მენტალურად არ იყო დამოკიდებული შემოსავალზე: ის იმ მიწაზე მუშაობდა, რომელიც მისი საკუთრება არ იყო, ხოლო მოსავალს მთავრობას აბარებდა და ამაში ან საერთოდ არაფერს იღებდა, ან ძალიან მწირ შემოსავალს. შესაბამისად, წლიდან წლამდე ხარისხზე არავინ ფიქრობდა. საბჭოთა სისტემა ასე მუშაობდა _ ილუზორულად, რომლის შედეგიც დამღუპველი აღმოჩნდა ეკონომიკისთვის, ფერმერის მენტალობისთვის.

ევროპული კოოპერაციის მოდელი ფერმერს ასწავლის, რომ ეფექტურად უნდა ითანამშრომლოს თავისნაირებთან, რომ წარმოების ხარჯები შემცირდეს, მოსავალი გაიზარდოს და ხარისხი გაუმჯობესდეს. ოღონდ იმას კი არ სთავაზობს, პროდუქტი სახელმწიფოს მიყიდეო - პირიქით, შენ თავად მოიძიე ბაზარი და ხელსაყრელ ფასში გაყიდეო. ევროპული გაგებით, ფერმერი იგივე ბიზნესმენია. კიდევ უფრო პატივსაცემიც, რადგან ფერმერი თავად აწარმოებს საკვებს, ზრუნავს მის ხარისხზე და იმას ყიდის, რაზედაც თავადაა პასუხისმგებელი. საოცარი სისტემაა _ მთელი ფილოსოფია, ადამიანებზე ზრუნვა, ქვეყანაზე ზრუნვა.

ENPARD-ის პროექტის გურიის რეგიონის მობილიზატორი მარინა სუნგულია ამბობს, რომ გურიაში ყველაფერს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მეტი კოოპერატივი შეიქმნას:

_ ENPARD-ის პროექტში გურულები აქტივობა საშუალო დონეზეა, მაგრამ ეს განპირობებულია იმით, რომ კოოპერატივი ფერმერებისთვის ასოცირდება კოლმეურნეობასთან და ამ მენტალიტეტის დაძლევა ახლა ხდება. პროექტის გახორციელებაში ხელს გვიწყობენ ადგილობრივი ხელისუფლების და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები. ამ ეტაპზე დაფინანსებულია რვა კოოპერატივი: "ნერგები" (სანერგე მეურნეობა) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; "ჩიბათი" (ჩაის წარმოება) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; "სამეგობრო 2014" (თევზის წარმოება)_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; "გურია-კომპანი" (ჩაის წარმოება)_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; "ბახვის ჩაი" (ჩაის წარმოება) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; "წიქარა" (მესაქონლეობა)_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; "აკეთი 35" (ლურჯი მოცვის წარმოება)_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; "ახალი გურიანთა" (მებოცვრეობა) _ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, _ თქვა ჩვენთან საუბარში მარინა სუნგულიამ. 

"გურია ნიუსი"  "კარმიდამო ჩემის" მეშვეობით ხშირად მოგაწვდით ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების, ახალი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების შესახებ. 

თქვენს შეკითხვებს, როგორც ყოველთვის, სპეციალისტები უპასუხებენ.




 ახალი ამბები
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...