კობიაშვილი "გურიას" მესვეურებს შეხვდა

საზოგადოება

კობიაშვილი "გურიას" მესვეურებს შეხვდა

2015 სექ 28 18:59:21

დღეს  ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ "გურიას" მესვეურებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი შეხვდა და მათ საკუთარ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

დამსწრე-საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ წარუდგინა და სტუმარს მომავალ არჩევნებში წარმატებაც უსურვა. 

ურუშაძის თქმით, ის და "გურიას" მთელი შემადგენლობა კობიაშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს, რადგან ფეხბურთში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ახალი სიცოცხლე და ძალისხმევაა საჭირო.

"ხარვეზები ზემოდან უნდა გამოსწორდეს. უპირველესად ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს. მე ვიცნობ ბატონი ლევანის საარჩევნო პროგრამას და მასში სწორედ ამაზეა მთავარი აქცენტი გაკეთებული", -განაცხადა ურუშაძემ.

თავის მხრივ კობიაშვილმა შეხვედრაზე მისულებს მადლობა მოახსენა და იმედი გამოთქვა, რომ სამი ოქტომბრის შემდეგ იგი უკვე ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსით ეწვევა ლანჩხუთს.




 ახალი ამბები
  • გომელაური: გვაქვს დამატებითი ლოკაცია, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ„რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს“ , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა  ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და   განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია,  სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც  არის.  თუმცა  მაინც, რომ მოხდეს რაიმე,  კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული,  სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა,  იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ ... ...
  • დღეს არის ეროვნული ტკივილის დღე _ ბაქრაძე თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს აქ, ამ ადგილას დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც. იმიტომ, რომ ამ 9 აპრილმა მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის გაკვეთილი, რომ ყველა გაჭირვების ჟამს ქართველებს უნდა შეგვეძლოს ერთად დადგომა, უნდა შეგვეძლოს ერთად ბრძოლა და როდესაც ქართველები ვიდგებით ერთად, აუცილებლად ვიქნებით წარმატებული და მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით. დღეს არის ტკივილის დღე, მაგრამ დღეს ასევე არის სიამაყის და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობის გააზრების დღე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  ... ...
  • შს მინისტრი: კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესიაშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა:„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. „რომ გითხრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატრიარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-მეთქი, არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის შესახებ. გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა. შეკითხვაზე, სააღდგომო ღამისთევაზე მისული მრევლი დაჯარიმდება თუ არა, ვახტანგ გომელაურმა  უპასუხა: „კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ ... ...
  • მდინარაძე: 9 აპრილი ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან"9 აპრილი საქართველოში ყოველთვის ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან და ეს არის ის მაგალითი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა",_  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 1989 წლის 9 აპრილის შეფასებისას. „თარიღი 9 აპრილი საქართველოში ასოცირდებოდა  1989 წლიდან, დღეს ასოცირდება და ყოველთვის ასე იქნება - გმირობასთან, თავგანწირვასთან და თავისუფლებასთან, მაგალითთან, რომელზედაც უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივით გავიხსენებ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. ისინი  დიდი პატივით შეგვიძლია ყოველთვის გავიხსენოთ ასევე როგორც მაგალითები ჩვენი შვილებისთვის, როგორ უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის",_ განაცხადა მამუკა ... ...
  • საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება იგეგმება _ გიორგი გახარიასაქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების გამკაცრება ლენტეხში. პრემიერის თქმით, მთავრობა ელოდება ტესტების შედეგებს ლენტეხიდან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. „ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოოდ ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანაში უკვე უნდა შევამჩნიოთ, რომ რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და ეს გასათვალსწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, რადგან ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული-ბოლნისი, ახლა გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოში არის ასევე რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში არის. ვნახოთ, რა შედეგი გვექნება დღის ბოლოსთვის“, – განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...