რას მოხმარდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირული თანხები

საზოგადოება

რას მოხმარდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირული თანხები

29 სექ. 2015, 21:59:18

თბილისში, 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიისას, 194 ოჯახი და 800-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა, რომელთა ნაწილს საკომპენსაციო თანხები უკვე გადარიცხული აქვს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან სტიქიის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მთლიანობაში, მსოფლიო ბანკისა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საერთო ზარალი, რომელიც საქართველომ სტიქიისას მიიღო, 100 მილიონ ლარზე მეტია.

"საერთო ჯამში, შემოწირული თანხების ოდენობა 24 მილიონ ლარამდეა. აქედან 21 719 263 ლარი კერძო კომპანიების შემოწირულობებია, 2 767 993 ლარი კი, მოქალაქეებისგან შემოწირული. დახმარებები 1000-მდე კომპანიისა და კერძო პირისგან მივიღეთ. მათ მიერ შემოწირული თანხები კი, დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფას, დაზიანებული საცხოვრებლების რეაბილიტაციას და დაზარალებულთათვის პირველადი ნივთების შესაძენად კომპენსაციების გაცემისთვის", _ აღნიშნა ლექვინაძემ და დასძინა, რომ თანხების ნაწილი უკვე ათვისებულია.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის მოადგილემ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ფულადი დახმარებების გარდა რამდენიმე ქვეყნის დიასპორამ ტვირთები გამოგზავნა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრიამ, უკრაინამ, პოლონეთმა, თურქეთმა, ისრაელმა და ჩეხეთმა გამოგზავნა ტვირთები, რომელთა გადანაწილებაც დღემდე გრძელდება", _ აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, სტიქიის სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 557 000 ლარი გამოიყო, პრეზიდენტის ფონდიდან - 2 000 000 ლარი, რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან - 27 800 000 ლარი, მერიის სარეზერვო ფონდიდან - 356 729 ლარი, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებისგან კი, 495 616 ლარი შემოვიდა, ბიუჯეტის ქვეპროგრამებში მოძიებულმა თანხამ კი, 2 651 000 ლარი შეადგინა.

ლექვინაძის განმარტებით, მოძიებული თანხებიდან, 18 779 600 ლარი დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფას მოხმარდა; 2 150 000 ლარი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს გადაეცა, 25 285 000 ლარი კი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისთვის გამოიყო.

მისივე თქმით, თბილისში 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ 194 ოჯახი და 800-ზე მეტი ფიზიკური პირი დააზარალა. დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილი ფართების მესაკუთრე იყო, თუმცა, ნაწილი ადგილზე ფართების მფლობელები არ იყვნენ.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ქონების მფლობელები სტიქიის ზონაში, არ ექვემდებარებოდნენ მართლზომიერ ლეგალიზაციას, დონორი და კერძო კომპანიების დახმარებით საცხოვრისით მაინც დაკმაყოფილდნენ.

"ასეთი იყო 17 ოჯახი, რომელთა სიაც გადავეცით კერძო კომპანიებსა და დონორებს. მათ თვითონ შეარჩიეს ბინები მათთან ერთად და ამ ადამიანებისთვისაც განხორციელდა საცხოვრისით უზრუნველყოფა", _ განაცხადა ლექვინაძემ.

"ლეგალიზებული იყო 152 სახლი, არალეგალიზებული 42. სრულად კი, 52 სახლია დანგრეული. აქედან, 21 ოჯახს ბინა უკვე აქვს, 15 ოჯახთან კი გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ისინი ბინას შეარჩევენ, თანხას გადავურიცხავთ", _ აღნიშნა ლექვინაძემ და დასძინა, რომ სტიქიისას დაზარალებულთა ოჯახების 14 % სოციალურ დახმარებას იღებდა.

"არ შემიძლია არ აღვნიშნო წითელი ჯვრის დახმარება, რომლითაც შევძელით თითოეული დაზარალებულისთვის საჭიროების კვლევა ჩაგვეტარებინა. მათი მხარდაჭერით დღესაც გრძელდება ტვირთების და ნივთების განაწილება.
რომ არ ყოფილიყო დონორების მახარდაჭერა, ჩვენ ვერ შევძლებდით დაზარალებულებისთვის საცხოვრისით უზრუნველყოფის ხარჯების გაღებას. რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებს  მხოლოდ  22-ათასლარიანი დახმარებას ერთჯერადი კომპენსაციის სახით და ამის იქეთ კანონმდებლობა დახმარების საშუალებას არ გვაძლევდა, თუმცა, შემოწირულობებმა მოგვცა საშუალება, რომ  საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის მიგვეღო სპეციალური წესი, რომელიც ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა. ის ყველა დაზარალებულს აძლევდა საშუალებას, რომ თვითონ გაეკეთებინა არჩევანი, რა მიმართულებით სურდა წინადადების შერჩევა, რომელიც მისთვის მომგებიანი იყო. საუბარია ორ ძირითად მიმართულებაზე - სულადობის მიხედვით იყო შეფასებული და განსაზღვრული კონკრეტული ფართის რაოდენობა, იმ  ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასის ადეკვატურად და მეორე - სტიქიის ზონაში, სტიქიამდე შეფასებული საბაზრო ფასების მიხედვით დაკმაყოფილებულიყვნენ დაზარალებულები საცხოვრებელი ფართებით",
_ აღნიშნა ლექვინაძემ.

გარდა ამისა, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარება თითქმის ყველა ოჯახმა მიიღო. ასევე დაზარალებულებმა მიიღეს კომპენსაციები პირველადი ნივთების შესაძენადაც.

"პაკეტების მიხედვით  გვაქვს დაყოფილი ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საჭირო ნივთების ჩამონათვალი. 11 500  ლარამდე, იმ ადამიანებმა ვინც მიიღო საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის თანხა, დამატებით მიეცათ ამ მოცულობის საკომპენსაციო თანხები.
გარდა ამისა, ყველა გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურება მერიამ საკუთარ თავზე აიღო. მათ ოჯახებს იკი, დაახლოებით 10 000-ლარიანი  დახმარებები გადაეცათ. 
გარდა ამისა, ვფიქრობთ, დამატებითი რესურსები მივმართოთ ამ ადამიანების ოჯახებისთვის - მათი ოჯახის  წევრებისა და შვილების დასაქმების და სწავლების მიმართულებით გარკვეული კონტრიბუცია გავიღოთ", _ განაცხადა ლექვინაძემ .




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...