როდის დამონტაჟდება ვერეს ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემები

საზოგადოება

როდის დამონტაჟდება ვერეს ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემები

2015 სექ 29 23:43:00

ვერეს ხეობაში დასამონტაჟებელი გაფრთხილების სისტემები თბილისშია, _ ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით უკვე შესყიდულია და თბილისშია ჩამოტანილი ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცემა და ძალიან მალე მოხდება მათი დამონტაჟება ვერეს ხეობაში, რომ ის გაცილებით უფრო უსაფრთხო იყოს.

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ სტიქიის არსებობის  შემთხვევაში ქალაქისთვის ადრევე იყოს ცნობილი. თუმცა, თბილისში ძალიან  ბევრი მდინარეა, რომელიც მსგავსი ტიპის საფრთხეებს შეიცავს და მომავალში გვინდა რომ ყველა ადგილზე ეს სისტემები დავამონტაჟოთ.

გარდა ამისა დგას ჰიდროსაინჟინრო ნაგებობების მოწესრიგების საკითხიც, რომელმაც უნდა გაამაგროს ვერეს ხეობა, რომ ასეთი მასშტაბის სტიქიების დროს მასშტაბი გაცილებით დაბალი იყოს", _ განაცხადა ლექვინაძემ.

"გურია ნიუსის" კითხვაზე - კონკრეტულად როდის აპირებენ ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებას და მოხდება თუ არა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული მდინარეებისა და მშრალი ხევების მონიტორინგი, ლექვინაძე გვპასუხობს:

"გეთანხებით, რომ ძალიან ბევრი მდინარე და მშრალი ხევია თბილისში, რომლებიც საფრთხეს ქმნიან, თუმცა ამ ეტაპზე გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მხოლოდ ვერეს ხეობაში განხორციელდება. დანარჩენი ადგილები უნდა შევისწავლოთ და კვლევის შედეგები გვიჩვენებს სად უფრო იქნება ამ სისტემების დამონტაჟების საჭიროება. კვლევის დაწყეის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. გადაწყვეტილება არის რომ ეს კვლევა უნდა განხორციელდეს თბილისის შემოგარენში ყველა მდინარეზე", _ განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში 150-ზე მეტი მუდმივი მდინარე, პერიოდული მდინარე და მშრალი ხევია; თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისისა და მისი შემოგარენის დეტალური ჰიდროგრაფიული რუკა არ არსებობს;

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მდინარე მტკვრის თითქმის ყველა შენაკადის შესართავი დახურულ კალაპოტშია.

რაც შეეხება მათ შემოწმებას, უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ძირითად მდინარეებზე რეგულარულად წარმოებს დაკვირვებები წყლის დონეებზე და წყლის ხარჯებზე. თბილისსა და მის შემოგარენში კი, მდინარე მტკვრის შენაკადებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებები მიმდინარეობდა მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდინარე ვერეზე არსებულ ჰიდროლოგიურ სადგურზე, რომელიც სტიქიამ გაანადგურა;

საქმე ისაა, რომ ყველაზე ჩამოყალიბებული მონიტორინგის სისტემა საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ "1990-იანი წლებიდან, ფინანსური პრობლემებისგამო, არსებითად შემცირდა ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტების რაოდენობა. 2000-იანი წლებიდან კი, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების და ქვეყნების დახმარებით  ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს".

ამავე თემაზე:

მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?