იუსტიციის საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს პირადი მოტივებით იღებენ - მოსამართლეთა ერთობა

საზოგადოება

იუსტიციის საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს პირადი მოტივებით იღებენ - მოსამართლეთა ერთობა

1 ოქტ. 2015, 21:30:15

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს წევრებს,  პირადი მოტივებით გადაწყვეტილებების მიღება შეწყვიტონ. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართვლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2015 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე,  ე.წ. შიდა კონკურსის წესით დანიშვნის თაობაზე.

"მოსამართლეთა ერთობის" მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ვებ გვერდზე არსებული განცხადების მიხედვით, იუსტიციის საბჭოს მიერ ინიცირებულია საკითხი იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის მე-131 მუხლის საფუძველზე.

"იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის მითითებული მუხლი არეგულირებს თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ თავისივე უფლებამოსილების ვადაში დანიშვნის წესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნორმის მიხედვით შესაძლებელია პირველი ინსტანციის მოსამართლის იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში დანიშვნა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წესით დასაშვებია მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლის დანიშვნას, ამის თაობაზე კანონის რეგულირება მწირია, მაგრამ ორგანული კანონის "საერთო სასამართლოების შესახებ" 41-ე მუხლი ცალსახად ავალდებულებს იუსტიციის საბჭოს შეიმუშავოს მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმები და მოსამართლეები დაწინაურებისას შეაფასოს მათ საფუძველზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი კრიტერიუმები შემუშავებული და გამოქვეყნებული არ აქვს, მიუხედავად ამისა, აპირებს საკითხის განხილვას სამართლებრივი რეგულაციის გარეშე.

სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური ორგანო, რომელიც სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენს, საკითხებს განიხილავს არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ ნაჩქარევად, სუბიექტურად,რაც ზრდის არაობიექტური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების რისკებს. ამ ნორმატიული რეგულირების პირობებში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა ეფუძნებოდეს მხოლოდ წევრთა პირად მოსაზრებებს, ვინაიდან განუსაზღვრელია  თითოეული მათგანის ქმედების ფარგლები დასაწინაურებელ მოსამართლეთა შერჩევისას, რაც ზრდის  ნეპოტიზმის, მიკერძოებულობის, და წინასწარგანზრახული შედეგის მიღების რისკებს. დაუშვებელია საკითხი გადაწყდეს იუსტიციის საბჭოს წევრთა ფარული გარიგებების არსებობის თაობაზე ეჭვების ფონზე.

საზოგადოების ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს იუსტიციის საბჭოს წევრთა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევები. სულ ერთი კვირის წინ იუსტიციის საბჭომ სამოსამართლეო  უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელა სისტემის დაახლოებით  30  მოსამართლეს,  რითაც დიამეტრალურად შეცვალა არსებული პრაქტიკა  და გამოიწვია  საქმეთა დაგროვება და პროცესების შეფერხება როგორც სააპელაციო, ისე  პირველი ინსტანციის სასამართლოებში. მათ შორის, უფლებამოსილების ვადა აღარ გაუგრძელდა  თბილისის სააპელაციო სასამართლოს 8 მოსამართლეს. შესაბამისად, თუკი 21 სექტემბრისთვის ზოგადად სასამართლოებში და კონკრეტულად  თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ იყო  მოსამართლეთათვის ვადის გაგრძელების აუცილებლობა,  რატომ გახდა საჭირო ერთი კვირის შემდეგ სასწრაფოდ საგამონაკლისო წესით სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის დანიშვნა?!

ბოლო პერიოდის მოვლენათა განვითარების პირობებში ცალსახაა, რომ კონსტიტუციური ორგანოს წევრთა საქმიანობა მათი უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადის დინების პროპორციულად სულ უფრო სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან საკითხების ნაკლები გულისხმიერებით განხილვა და წამოწევა,  საკვანძო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის პირობებში მიღების სურვილი.

თავის მხრივ, კანონმდებლის მიერ სასამართლოს ადმინისტრაციულ თანამდებობის პირთა იმ პოზიციის   გაზიარება, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობის წესის გადავადებას ითვალისწინებს ამ პირთა თავმჯდომარედ ყოფნის 5 წლიანი ვადის  ამოწურვის შემდეგ, უზრუნველყოფს იუსტიციის საბჭოს მიერ თითოეული სასამართლოს დაკომპლექტებას იმ კადრებით, რომლებიც მოქმედ თავმჯდომარეთა პირადი სიმპათიებით და მათ მიმართ განსაკუთრებული პიროვნული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, და სასამართლოს თავმჯდომარეთა მომავალ არჩევნებზე მოქმედ თავმჯდომარეთა, ან მათთვის სასურველ პირთა მხარდამჭერებად  და  პოტენციურ ამომრჩევლებად მოიაზრებიან.

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მოსამართლეთა დაწინაურების საკითხის გადაწყვეტისას დაწინაურების კრიტერიუმების თაობაზე მოსამართლეთა და ზოგადად საზოგადოების ინფორმირებას, ისევე როგორც მთლიანი პროცესის გამჭირვალობას. საკონსულტაციო საბჭოს დასკვნაში N10 (2007) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი მართლმსაჯულების საბჭოს როლის შესახებ ნათქვამია:

"კანდიდატთა შერჩევის პირობებში სრული გამჭვირვალობაა საჭირო, რათა მოსამართლეებიც და საზოგადოებაც დარწმუნდეს, რომ დანიშვნა ექსკლუზიურად კანდიდატის დამსახურების გათვალისწინებით და კვალიფიკაციების, უნარების, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის შეგრძნების, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის საფუძველზე მოხდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, თითოეულმა მართლმსაჯულების საბჭომ დანიშვნისა და შერჩევის კრიტერიუმები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მართლმსაჯულების საბჭომ ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლოს ადმინისტრირებისა და, კერძოდ, მოსამართლეთა სწავლების პროცესში თავისი როლის შესრულებისას, დამსახურების საფუძველზე მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურები ღია გახადოს კანდიდატებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს", _ აღნიშნულია "მოსამართლეთა ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს წევრებს,  იმოქმედონ მხოლოდ კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესებით და შეწყვიტონ პირადი მოტივებით გადაწყვეტილებების მიღება. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" მიმართავს საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოსამართლეებს, პროფესიულ საზოგადოებას, მედიას აწარმოონ პროცესების მუდმივი დაკვირვება.




 ახალი ამბები
  • ნერგების სეზონი და ზაფრანის გარეშე დარჩენილი ოზურგეთის ბაზარიდღეს, დილიდან ოზურგეთის ბაზარსა თუ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აგრარული კულტურების ნერგებს ყიდიან, უჩვეულო სიძვირე იყო. ნებისმიერი კულტურის ნერგი, 10, 15 ან 20 თეთრი ღირდა, ხოლო კოშტებით გამზადებული 50 თეთრიდან ერთ ლარამდე. -ერთის მხრივ კარგია, ფასი უნდა დაედოს გლეხის ნაშრომს, მარა ე ზაფრანის ნერგი რომ არსადაა, მოვიარე მთელი ბაზარი და ჩიხები, რაშია საქმე, ვერც გუშინ ვიშოვე, არც დღეს არის არსად, _ საყვედურს გამოთქვამდნენ მოქალაქეები. _დათესე, არაა გვიან, მოესწრება, - შეაშველეს აქეთ-იქიდან. მართლაც, ნერგების სეზონზე, როცა ბაზარში აგრარული კულტურების ჩითილების სიუხვეა, ზაფრანის ნერგი არსად იყო. ზოგიერთების რჩევაც არაა ურიგო - ზაფრანს თბილი გარემო უყვარს. ცივ ამინდში  აღმოცენებას გაჭიანურებულად ახდენს. წლევანდელმა სიცივეებმა, ეტყობა, აღმოცენების უნარსაც  ხელი შეუშალა. დათესვა გვიანი მართლაც არ არის, მით უფრო, ზაფრანს სითბო უყვარს, ათ დღეში აღმოცენდება და გადასარგავიც მალე ... ...
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩოხატაურში (R)მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან და ინსპექტირების ჯგუფთან ერთად, ფარცხმისა და ზომლეთის ტერიტორიულ ერთეულებში იმყოფებოდა. მერმა, ფარცხმაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და ხანის უბანში ბეტონის ასასვლელის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. ზომლეთში, სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარისათვის მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 844769 ლარს შეადგენს. ... ...
  • მძღოლი იდენტიფიცირებულია - ოზურგეთში ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ეძებენოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “გურია ნიუსი“ გუშინ წერდა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ რამდენიმე წუთის წინ განუცხადეს, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • რისი საშუალება მიეცემათ ღია კაფეებსღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ „მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ.  პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან. „ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ... ...
  • საქართველოს პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე და 2 იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცასაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. რეალურად ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების გზით განკარგავდა. ამ გზით, ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა  255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი. 2020 წლის 02 ივნისს, მას ბრალდება დაუსწრებლად  წარედგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ხოლო ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?