"რუსთავი 2" მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს"

საზოგადოება

"რუსთავი 2" მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს"

11 ოქტ. 2015, 17:54:10

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს  მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და მიკერძოებულობაში დებს ბრალს. ორგანიზაცია "რუსთავი 2-"ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" გასული  სიუჟეტის გამო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" მიერ 9 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტს - "2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა".

სიუჟეტის პათოსის თანახმად, ახმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციისას დააკავეს, როგორც ტერორისტი, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სიუჟეტში ასევე ითქვა, რომ ჩატაევის გათავისუფლებას ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველიც მოითხოვდა. მათ შორის "რუსთავი 2"-მა ხაზგასმით გამოყო სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც 2012 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა.

თემაზე მუშაობისას "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სრული ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული ახმედ ჩატაევი და რამდენად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმსრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ჩატაევი არ იყო იმ დაჯგუფების წევრი, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში გადაადგილდებოდა. პირიქით, ჩატაევი დაახლოებული იყო მაშინდელი შსს-ს ყველაზე გავლენიანი დეპარტამენტის - კუდ-ის მაღალჩინოსნებთან, რომლებმაც იგი 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მოსალაპარაკებლად გაგზავნეს.

 იმ დროს, როცა სპეცრაზმმა ხეობაში მყოფი დაჯგუფების ლიკვიდაციის ბრძანება მიიღო,  სამიზნე ახმედ ჩატაევიც გახდა. იგი მძიმედ დაიჭრა ფეხში და თავს გაქცევით უშველა. 10 დღის შემდეგ კი მესაზღვრეებს ჩაბარდა, რომლებმაც იგი სამართალდამცველ ორგანოებს გადასცეს. პროკურატურამ ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ ტარება წაუყენა. ჩატაევი უარყოფდა ყოველგვარი საბრძოლო მასალის ფლობას, რადგან მისი მიზანი არ იყო მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, პირიქით - მას ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება, რადგან ფეხზე მიყენებული ჭრილობა მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. გამოძიების მსვლელობისას, 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ბრალდების მხარის მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა დაადასტურეს, რომ შსს-ს მოთხოვნით ჩატაევის წინააღმდეგ იძულებით მისცეს ჩვენებები და სინამდვილეში დაკავებულს იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ჰქონია. პროკურატურამ ჩატაევი გაათავისუფლა ბრალდების უსაფუძვლობის გამო.

ჩატაევის მიმართ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით  "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ვრცელი კომენტარი ჩაწერა და მისგან წერილობითი სახითაც მიიღო ინფორმაცია. ჟურნალისტმა იცოდა, რომ ჩატაევს ტერორიზმში ბრალი წაყენებული არ ჰქონია. ამის მიუხედავად, სიუჟეტში იგი მაინც დაბეჯითებით ითხოვდა პასუხს კითხვაზე: "რატომ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტერორისტულ საქმიანიანობაში ეჭვმიტანილი ჩატაევი". სიუჟეტი სწორედ ასე დასრულდა - მრავლისმეტყველი კითხვის ნიშნით და ქვეტექსტით, რომ დღეს მოქმედი სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ტერორისტს იცავდნენ და ხელისუფლებას მის გათავისუფლებაში დაეხმარნენ. 

"რუსთავი 2"-ის პოლიტიზებული სიუჟეტი ემსახურებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს, რომელიც დღემდე ამართლებს ამ პარტიის წარმომადგენელთა ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის - ათასობით ადამიანის უკანონო დაპატიმრებებს. ახმედ ჩატაევი სწორედ ერთ-ერთი იყო იმ ათასებს შორის, რომლის უფლებების უხეშ დარღვევებს აპროტესტებდა ადამიანის უფლებათა ცენტრი და მოითხოვდა მის გათავისუფლებას.

ის ფაქტი, რომ ახმედ ჩატაევი ახლახან აშშ-მ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, არანაირად არ ეხება 2012 წლის სექტემბერში მის მიმართ უკანონოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდებებს, რაც ძალიან კარგად ესმის "რუსთავი 2"-საც და მის დამკვეთ "ნაციონალურ მოძრაობასაც". სხვა შემთხვევაში, ტელევიზია გვერდს არ აუვლიდა 2012 წელს ახმედ ჩატაევისა და მაშინდელი შსს-ს მაღალჩინოსნების ურთიერთთანამშრომლობის ფაქტს და ასევე, ყურადღებას გაამახვილებდა ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაციის გამოძიების აუცილებლობაზეც, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი და სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი წლებია, უშედეგოდ მოითხოვს."




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...